როგორ შეიძლება აივნის მაქსიმალურად ათვისება - საინტერესო იდეები


ძალიან ხშირად აივანი შესანახ სივრცედ იქცევა ხოლმე. თუკი სახლში რამე გამოუსადეგარია, ხშირად სწორედ აივანზე გააქვთ. ხოლმე. არადა, არცთუ დიდი ძალისხმევა და შესანიშნავი შესანახი სისტემების ორგანიზებაა შესაძლებელი.

ღია თაროები კედელზე


ერთი კედელიც კი ღია თაროებს რომ დაუთმოთ, ძალიან ბევრი ნივთის ლამაზად შენახვას შეძლებთ, იქნება ეს წიგნები თუ სხვადასხვა სუვენირი.

დახურული კარადა ჭერამდე


სულ პატარა ზომის აივანზეც კი არის შესაძლებელი ჭერამდე კარადის გაკეთება, რომელიც სულ მცირე ადგილს დაიკავებს, თუმცა მასში უამრავი ნივთის მოთავსებას შეძლებთ.

დივანი სათავსოთი


თუ აივნის გამოყენება არა ძველი ნივთების
შესანახად გინდათ, არამედ მოსასვენებელ ზონად, მაშინ გირჩევთ გააკეთოთ სავარძელი ან დივანი სათავსოთი.

პატარა მაგიდა


თუ აივანზე მაგიდის დადგმა გადაწყვიტეთ, ეცადეთ, რომ მას ჰქონდეს თარო. ეს აივნისთვის ძალიან პრაქტიკული იქნება.

კომოდი


თუ კარადა აივანზე ძალიან გაბარიტულად გეჩვენებათ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ შედარებით კომპაქტური კომოდით. ეს ვარიანტიც ძალიან პრაქტიკული იქნება.

სათავსო ფანჯრის ქვემოთ


ფუნქციონალურად ადგილად შეიძლება აქციოთ სივრცე ფანჯრებს ქვემოთ. მსგავსი სათავსოს მთავარი პლუსი ის გახლავთ, რომ ის არ გადატვირთვას და დააბნელებს სივრცეს.

ანტრესოლი


თუ არ გსურთ აივნის სივრცის დაკავება, ყველაზე მარტივ გადაწყვეტილება ანტრესოლის გაკეთება იქნება. ძალიან პრაქტიკული შესანახი სისტემა ზედმეტი პრობლემების გარეშე.

პერფორირებული დაფა


მსგავს დაფას ყველზე ხშირად ფარეხებსა და სარდაფებში აკეთებენ ხოლმე, თუმცა მსგავსი რამ აივანზეც არ იქნება ურიგო, თან ძალიან ცოტა ადგილს იკავებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები