2019 წლის მოდური დიზაინი - როგორი ინტერიერი იქნება მოდური 2019 წელს

ახალი სეზონის ინტერიერის დიზაინის მოდური ტენდენციები წლის დასაწყისში იკვეთება ხოლმე და შუა წელს უკვე თამამად შეიძლება საუბარი მთავარი მოდური ტრენდების შესახებ. ინტერიერის დიზაინში აქტუალურ მომენტებს მილანში, პარიზში, ნიუ იორკსა და ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენები უსვამენ ხაზს და აწსებენ გარკვეულ ნიშას, რომლიც საფუძვლად ედება ყველაზე მოდურ ტრენდებს.

2019 წლის ინტერიერის დიზაინში მოდაში ოჯახური სიმყუდროვე და კომფორტია. იმისათვის, რომ ფეხი აუწყოთ თანამედროვე მოდასა და ეზიაროთ სიმყუდროვესა და კომფორტს, უნდა იცოდეთ შემდეგი..


ავეჯი და კიდევ ერთხელ ავეჯი

კომფორტული გარემოს შექმნა ავეჯის გარეშე წარმოუდგენელია. 2019
წელს ზალიან აქტუალური იქნება ხელნაკეთი ავეჯი. ეს ტენდენცია გათვალისწინებული იქნება, როგორც კლასიკურ ისე თანამედროვე, ექსტრავაგანტულ სტილში. ამ მხრივ გამორჩეულია იტალიური წითელი ხის ავეჯი. ხელით დამზადებული ავეჯი განსაკუთრებულ სითბოსა და სიმყუდროვეს გამოსცემს. თუ იმის საშუალება რა გაქვთ, რომ მთელი სახლი გააწყოთ მსგავსი სახის გარნიტურით, ნუ დაღონდებით, საკმარისია ერთი აქცენტიც კი, მაგალითად ყავის მაგიდა, რათა თქვენი სახლი მოდის უმაღლეს მწვერვალს ეზიაროს. თაამედროვე სტილისთვის ასევე მისაღები იქნება ლაქისა და ცვილის აქსესაურები.


ტექსტილი

მომავალ წელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ტექსტილის წელი ინტერიერში. ტექსტილი ხომ სიმყუდროვის მთავრი ატრიბუტია, ჰოდა დიზაინერებიც მის ძალიან ფართო არჩევანს გვთავაზობენ. მომავალ წელს მოდაში იქნება ნატურალური ნაჭრები, აბრეშუმის ფარდები და სხვადასხვა აქსესუარები. ასევე აბრეშუმის შპალერი. ასევ აქტუალური იქნება ნახევრად ძვირფასი ქვები, მაგალითად სვაროვსკის თვლები.

განსაკუთრებით აღსანშნავია ხელნაკეთი აქსესაურები. გირჩევთ 2019 წელს აუციბლად შეიტანოთ თქვენს ინტერიერში ახალი დეკორატიული ბალიშები და ხელსახოცები ტრაპეზისთვის. ეს თქვენს გარემოს კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს შესძენს.


დეკორი

დეკორში უფრო მეტად შემოდის ბუნებრივი მასალები, ხის პარკეტი და კარ-ფანჯარა, მარმარილო და ბუნებრივი ქვები. ერთი პერიოდი ბუნებრივი მასალები ხელოვნურმა ჩაანაცვლა, თუმცა ახლა პირიქითაა, ბუნებრივი მასალები ყოველწლიურად უფრო და უფრო მოთხოვნადი და აქტუალური ხდება.

აი, ეს სამი ტენდენცია არის ძირითადი და წამყვანი ინტერიეის დიზაინში 2019 წელს. ლამაზი და თბილი სახლი ჩვენს ცხოვრებას ხომ უფრო ალამაზებს და ახალისებს. ჰოდა, გისურვებთ ლამაზ, თბილ და ბედნიერ წელს მოდურ სახლში.




2019 წლის მთავარი ფერი ინტერიერის დიზაინში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები