ოთახის მცენარეები – თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნებს შეესაბამება არა მარტო ქვები და ხეები, არამედ ქოთნის ყვავილებიც.

ყვავილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

1. ვერძი
ვერძს პლანეტა მარსი მფარველობს. ეს ცეცხლოვანი პლანეტა ხალხში მებრძოლ სულს აღვიძებს, ამიტომაც არის, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის ყვავილიც ეკლიანია. ასე რომ, თუ 21 მარტიდან 20 აპრილამდე შუალედში ხართ დაბადებული, გირჩევთ, ყურადღება სამეფო ბეგონიას ან მბრწყინავ ექმეას მიაქციოთ.

ასევე კარგი იქნება იქონიოთ ინდური ან იაპონური აზალია.

2.კურო
ყველას, ვინც 21 აპრილიდან 21 მაისამდე დაიბადა, ვენერა მართავს. ამ ზოდიაქოს ნიშნის თილისმად ირანული ციკლამენი ითვლება ან
იები.

3.ტყუპები
ამ ნიშნის თილისმას ფუმფულა ფოთლები და ხვეული ფორმები აქვს. 22 მაისიდან 21 ივნისამდე დაბადებულ ადამიანებს მერკური მფარველობს. ამ ნიშანს უხდება საკმაოდ მარტივი მცენარეები, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა არ ჭირდებათ, მაგალითად ტილანდია, რომელსაც ნიადაგიც კი არ უნდა.

ქლოროფიტუმი კი ტყუპებს ჯანმრთელობას გაუუმჯობესებს და ენერგიით აღავსებს.

4.კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები წყლის სტიქიას მიეკუთვნებიან. მათ მთვარე მფარველობს. ამ ნიშნის თილისმას ძალიან უყვარს წყალი და შესაბამისად, უხვი მორწყვა სჭირდება.

ზოდიაქოს ამ ნიშნის თილისმაა ბეგონია მესონი, ასევე ჰიბრიდული ფუქსია.

5.ლომი
ლომს მზე მართავს, ამიტომ მას კაშკაშა და ლამაზი მცენარეები უხდება. ვინც 21 ივლისიდან 20 აგვისტომდე დაიბადა, სახლში ჩინური ვარდი უნდა ჰქონდეს.

ასევე კარგია კალები.

6.ქალწული
ქალწულები ინტელექტითა და ჯანმრთელობით გამოირჩევიან. მათ ძალიან უხდება სინგონიუმი

ასევე დრაცენა

7.სასწორი
24 სქტემბრიდან 24 ოქტომბრამდე დაბადებული ადამიანების თილისმა დეკემბერაა.

ორქიდეა ფალენოფსის კი მათ ტემპერამენტზე ძალიან დადებითად მოქმედებს.

8.მორიელი
იდუმალებით მოცული მორიელის მფარველი მარსი და პლუტონია. ამ ზოდიაქოს თილისმა სტაპელიაა

ასევე ნებისმიერი კაქტუსი.

9.მშვილდოსანი
ზოდიაქოს ამ ნიშანს იუპიტერი მართავს. მის თილისმად ითვლება ბონსაი.

10.თხისრქა
სატურნი მართავს თხისრქას. მისი თილისმა ფულის ხეა

ასევე დრაცენა.

11.მერწყული
კარგი იქნება მერწულს სახლში გვიმრა თუ ექნება.

არც პუანსეტია დაივიწყოთ.

12.თევზები
თევზების თილისმა აზალიაა.

ასევე ძალიან დადებითად მოქმედებს ამ ნიშანზე აკვარიუმის მცენარეები.















კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები