ვენა მხოლოდ ვალსის სამშობლო როდია, მსოფლიოსთვის ასევე კარგად არის ცნობილი აქაური სკამები. ავსტრიამ მსოფლიოს აჩუქა „მოდელი #14“ და სწორედ ამ ციფრით დაიწყო დიზაინის ისტორიაში ვენური ავეჯის ხანა. დახვეწილი, გამოყვანილი ფეხები, ხის კლასიკური შეფერილობა, ელეგანტურობის, უბრალოებისა და მდგრადობის საოცარი შეხამება - აი, ეს არის ვენური სკამის საიდუმლო, რომელიც ავეჯის მაღალი მოდის ნიმუშად იქცა.
ვენური სკამი "მოდელი #14" - არც ერთი წვეთი წებო
ვენური სტილი გამოირჩევა მსუბუქი ფორმებით, დახვეწილი ხაზებითა და გრაფიკული სილუეტით. კლასიკური ვენური ავეჯი დამზადებულია ნატურალური წიფლისა და კაკლის ხისაგან.
მაღალი წრის წარმომადგენლები სპეციალურად კუს ბაკნითა და სპილოს ძვლით აფორმებინებდნენ ავეჯს.
ავსტრიელები ვენური ავეჯის ფუძემდებლებად მიიჩნევიან, თუმცა ხეზე მუშაობის ეს ტექნოლოგია ინგლისში ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში იყო გავრცელებული. ამ ტექნოლოგიით ამზადებდნენ სკამებისა და სავარძლების გრეხილ საზურგეებს. ავსტრიელები კი ამით სერიოზულად მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაინტერესდნენ. ეს ტექნოლოგია ხის წყლის ორთქლით დამუშავებას გულისხმობდა. ხეს მდუღარე წყალში ალბობდნენ ან ორთქლში ატარებდნენ. სწორედ ამ პროცედურის შემდეგ ხდებოდა შესაძლებელი ხისთვის სასურველი ფორმის მიცემა. ეს მეთოდი ძალიან ეფექტური და ნაკლებხარჯიანი აღმოჩნდა.
პირველი ვენური ავეჯის ავტორად ფირმა "ძმები ტონეტები" მიიჩნევა, ასვე სააქციო საზოგადოება "იაკობ და იოსებ კონი". სწორედ ეს კომპანიები დაინტერესდნენ პირველად ხის მოდრეკით და მოდელები მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელეს. პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე 1878 წელს, ამ ორმა კონკურენტმა კომპანიამ თითო ოქროს მედალი მიიღო, თუმცა ტონეტი ერთი ნაბიჯით დაწინაურდა.
მიქაელ ტონეტი განთქმული იყო სკამის ფეხებისა და საზურგის საუცხოო მოდელების დამზადებით. თავდაპირველად ექსპერტები ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდნენ და სკამების დამზადებაზე პატენტის გაცემისგან თავს იკავებდნენ. მოგვიანებით კი გაყიდვაში გამოჩნდა ჯერ "სკამი #1" - მაქსიმალურად მარტივი კონსტრუქციით. ამ მოდელს "შვარცენბერგულ სკამსაც" უწოდებენ. სრულყოფილებას კი ოსტატმა სკამის მხოლოდ მე-14 მოდელის დამზადების დროს მიაღწია. "მოდელი #14" 1859 წელს შეიქმნა. ეს გახლავთ მეტად დახვეწილი, უბრალო და საოცრად მდგრადი სკამი. კონსტრუქცია შედგებოდა ექვსი დეტალისგან და დაშლილ მდგომარეობაში იყიდებოდა. სკამის აწყობა ძალიან მარტივი გახლდათ, რაც დამკვეთს სერიოზულად ახალისებდა. მე-14 მოდელს წებო არ სჭირდებოდა, ის ჭანჭიკებით იწყობოდა.
ამ არცთუ ძვირად ღირებულმა სკამებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს. სხვათა შორის, საქანელა-სავარძლებიც სწორედ ტონეტების კომპანიის მიერ არის შექმნილი. მოგვიანებით ამ კომპანიამ გამოუშვა სასადილო, ჟურნალის, ტუალეტის მაგიდები, ასევე - საწოლები.
ვენური ავეჯი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თავისი დახვეწილი და უბრალო ვიზუალის წყალობით ეს ავეჯი უნივერსალურად ითვლება და ნებისმიერ სტილს ფანტასტიკურად ერწყმის. რამდენიმე წლის წინ ტონეტების კომპანიამ საბავშვო ავეჯის წარმოებაც დაიწყო. ვენური ავეჯის ერთ-ერთი მთავარი პლუსი გამძლეობაა, იგი მრავალი წელი ემსახურება პატრონს.
როგორც ნებისმიერი ისტორიული ნივთი, ტონეტის სკამიც საკმაოდ ძვირად ფასობს. დღესდღეობით გაყიდვაში არსებული სკამები ორიგინალები როდია, ორიგინალები ძირითადად კოლექციონერებთან და მუზეუმებში ინახება. ცნობისთვის, გასულ წელს ტონეტის შედევრს 155 წელი შეუსრულდა.
ვენური ავეჯის და ვენური სკამის "ქართული" ისტორია
ვირტუალურ სივრცეში თვალი მოვკარი ძალიან საინტერესო სატელევიზიო სიუჟეტს, სადაც ავსტრიული კულტურის სიმბოლოდ ქცეულ #14 ვენურ სკამზე მოგვითხრობდნენ. სიუჟეტმა გამიტაცა და ამგვარად შევიტყვე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ახალი ფაკულტეტის შესახებ სახელწოდებით - დიზაინის საერთაშორისო სკოლა, სადაც ერთი დიდი პროექტი სწორედ ვენურ სკამს მიეძღვნა. გვესაუბრება დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი ქალბატონი ნინო ახობაძე:
- როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო პროექტი განახორციელეთ, რომელიც ვენურ ავეჯს ეძღვნებოდა. კონკრეტულად რას მოიცავდა პროექტი?
- ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტთან ერთად განვახორციელეთ, ეძღვნებოდა ტონეტის გრეხილი ხის ავეჯს. ვენური სკამი, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ძმები ტონეტების დრეკადი ხის ფაბრიკა უშვებდა, მსოფლიო დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტია, იგი ვენის კაფეების ტრადიციული ატრიბუტი იყო და დღემდე ძალიან პოპულარულია. ვენური სკამი და ტონეტების ავეჯი ავსტრიული კულტურისა და გამოყენებითი ხელოვნების სიმბოლოდ აღიქმება.
რადგან ვენა ამ ავეჯის სამშობლოა, ამიტომ ხდებოდა მისი დისტრიბუცია სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, რამაც გარკვეული კავშირები წარმოქმნა ვენასა და საქართველოს შორის. ეს ურთიერთობა უკვე საუკუნეზე მეტი ხნისაა. მოგვიანებით ავეჯის წარმოებაც კი დაიწყეს ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ ხარაგაულის რაიონში, სოფელ მარელისში გაიხსნა ქარხანა. საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ავეჯმა, რადგან იაფი ღირდა, მსუბუქი იყო და წარმოების ტექნოლოგიიდან გამომდინარე (ის მზადდებოდა მოხარშული ხისგან), ბევრად უფრო გამძლე იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ხის ავეჯი.
შემდეგ მოხდა ისე, რომ ვენაში რაღაც კანონის თანახმად ძველი ავეჯი გაანადგურეს, რასაც ტონეტების ავეჯიც შეეწირა, საქართველოში კი, დიდი რაოდენობით დარჩა, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქ წარმოებაც კი იყო.
ჩვენი პროექტის ფარგლებში სემინარი ჩაატარა ცნობილმა ავსტრიელმა დიზაინერმა ჯეიმს სქოუნმა. ჯეიმს გილბერტ სქოუნი ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორია, მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, სამეფო საზოგადოების ხელოვნების კონკურსის სტიპენდია ინგლისში, დიზაინის სფეროში ავსტრიის ორი სახელმწიფო პრემია, ევროპული პრემია ნომინაციაში – დიზაინი.
ჩვენთან სტუდენტები დიზაინის რამდენიმე, ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას ეუფლებიან: ვიზუალური კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ინდუსტრიული ანუ პროდუქტის დიზაინი, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი, აგრეთვე ტრანსპორტის დიზაინი, სამომავლოდ ვგეგმავთ არქიტექტურის სწავლებასაც და მათთვის მსგავსი პროექტები და ვორქშოფები ძალიან მნიშვნელოვანია.
- ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია დიზაინი საქართველოში და კარგია, რომ ამ დარგის სპეციალისტები მომრავლდებიან...
- გეთანხმებით. ვფიქრობ, საკმაოდ აქტუალურია, განსაკუთრებით გვესაჭიროება, რომ შევძლოთ დიზაინერული ამოცანების სწორად გადაჭრა-განხორციელება. მარტივ მაგალითს მოგიყვან, დავუშვათ, მივდივართ თბილისის რომელიღაც ქუჩაზე, ვიწრო ტროტუარზე, გზაში ავტობუსის გაჩერებასთან გვხვდება მოსაცდელი "ჯიხური", რომელიც ისე დგას, რომ ტროტუარზე ვერ გაივლი. მოქალაქე იძულებულია, გადმოვიდეს სამანქანო გზაზე და ისე გაიაროს, ამ დროს რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ სიცოცხლეს, რადგან შესაძლოა მანქანა დაეჯახოს. ყველაფერი კი იმ "ჯიხურის" ბრალია, რადგან აქ დიზაინერს არ უმუშავია. თითქოს ელემენტარული პრობლემაა, რომელიც დიზაინერის გადასაჭრელია, სამწუხაროდ ამგვარი მაგალითი უამრავი გვაქვს, რაც მაინცდამაინც კარგად არ ახასიათებს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს. მაგრამ იმედია, ნელ-ნელა გავიაზრებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პროფესიონალებს მივმართოთ და დიზაინერის პროფესიაც უფრო აქტუალური გახდება.
თეა იაკობაშვილი

კომენტარები