საინტერესო რჩევები
ერთოთახიანი და სტუდიოს ტიპის ბინის მფლობელებს გაფართოვების მიზნით მისაღები ოთახის საძინებელთან გაერთიანება უწევთ. ერთი შეხედვით გაუგებარია, რატომ უნდა გვინდოდეს საძინებლის იზოლირების დარღვევა. თუმცა, ვეცდებით გასწავლოთ რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ შეიძლება ამის კარგად და გემოვნებით გაკეთება ისე, რომ სტუმრებსაც კომფორტულად გაუმასპინძლდეთ და ღამეც გემრიელად დაიძინოთ. რაც მტავარია. თქვენი სივრცე უფრო ფართო და გამოყენებადი გახდება.
ვარიანტი 1
თუ ფართობი იძლევა ამის საშუალებას, შეიძლება ორი ზონა ერთმანეთისაგან გასაწევი კარით გამოყოთ. კარი შესაძლებელია იყოს მეტალის ან ხის, რომლიც არ დაიკავებს ზედმეტ ადგილს. ასეთ შემთხვევაში შესასვლელი კარიდან მოშორებული ზონა უმჯობესია საძინებლად გამოიყენოთ,
ვარიანტი 2
საძინებლის მისაღებისაგან გამოყოფა დეკორატიული ხრიკით, ანუ ფარდებითაც არის შესაძლებელი. რბილი ტექსტილი ვიზუალურად ფარავს საძილე ზონას. თუ ფართობი იძლევა საშუალებას, ძალიან კარგი იქნება საძინებელ ზონაში კარადის დამონტაჟებაც. ეს ფუნქციონალურად ძალიან მომგებიანი იქნება.
ვარიანტი 3
მეტი სინათლისა და სივრცის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია, ტიხრად გამჭირვალე მინის გამოყენება, რომელიც ჭერიდან იატაკამდე იქნება განთავსებული. ეს კონსტრუქცია ძალიან ლამაზად და მსუბუქად გამოყურება. დღესდღეობით ისეთი მაღალი ხარისხის შუშები არსებობს, რომ თავისუფლად შეუძლია გაუწიოს კონკურენცია ტრადიციულ კაპიტალურ კედლებს.
ვარიანტი 4
სივრცის ორად გაყოფის ალტერნატიულ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ სტელაჟის ან კარადის გამოყენება. სივრცე პირობითად ორად იქნება გაყოფილი, თუმცა ფაქტობრივად მაინც ერთი ოთახი გექნებათ.