უბრალო ნივთი, რითაც ოთახს კედლის გარეშე გატიხრავთ - მას ნებისმიერი ხელოსანი დაგიმზადებთ

შირმა - ინტერიერის უძველესი აქსესუარია, რომელიც დღესაც ხშირად გამოიყენება. მისი დახმარებით შეგიძლიათ ბინაში სიმყუდროვე შექმნათ, ოთახი ზონებად დაყოთ ან უცხოებისთვის დამალოთ ის, რისი ჩვენებაც არ გსურთ. ეს ძალიან მარტივი კონსტრუქციაა და მისი დამზადება ნებისმიერ ხელოსანს შეუძლია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უკვე გამზადებულიც იყიდოთ.

შირმა მსუბუქია და მის გადატანა-გადმოტანას მარტივად შეძლებთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დღეს ერთ ოთახში გამოიყენოთ, ხვალ - მეორეში.

ტიხრის ისტორია მჭიდროდაა კავშირში ქალის ცხოვრებასთან, სამოსისს გამოცვლა, მაკიაჟის გაკეთება, სასიყვარულო თავგადასავალი... ტიხარის მიღმა ხშირად ისტორიული სცენებიც კი ვითარდებოდა. სხვათა შორის,
ოთახის მორთვის გარდა არსებობდა, მინიატიურული შირმაც, რომელიც მაგიდაზე იდგმებოდა და მას მაგიდის სანათის შუქის მოსაჩრდილადაც იყენებდნენ.




საუკუნეების გასვლის მიუხედავადა შირმას აქტუალურობა არ დაუკარგავს. დღეს შირმის დამზადება თავადაც შეგიძლიათ. მას მინიმუმ 2 ფრთა უნდა ჰქონდეს, მაქსიმუმ - 8. თითოეულის სიგანე 40-60 სმ-ია. სიმაღლე 150-200 სმ. ხის ჩარჩოს პლასტიკატის მილებმა შეცვალა. აბრეშუმი - მინამ, სარკემ, ბამბუკმა, ბატიკამ, ნაქსოვმა ელემენტებმა. არსებობს დრეკადი ტიხარიც, დაწნულიც, თაროებიანიც. შირმა შეგიძლიათ ფიტოდიზაინით დაამზადოთ, ხოლო თუ ერთფეროვნება არ მოგწონთ, შირმა შეგიძლიათ პირადი ფოტოებითაც კი გააფორმოთ.









თავად სიტყვა "შირმა" გერმანული წარმოშობისაა, დაცვას, ტიხარს ნიშნავს. ძველ თბილისში შირმას ტიხარს, თეჯირს უწოდებდნენ. შირმა ევროპაში ჩინეთიდან მოხვდა. თუმცა, პირველი ცნობა შირმის შესახებ ჩვენს ერამდე მეორე საუკუნით თარიღდება. თავდაპირველად, შირმას ტყავისგან, ქსოვილისგან ან მინისგან ამზადებდნენ. მოგვიანებით, შირმისთვის განკუთვნილ ხის მთლიან ფირფიტებს ჩუქრურთმებით ამკობდნენ. მოგვიანებით, როცა ჩინეთში აბრეშუმის წარმოება დაიწყეს, შირმას, მოხატული აბრეშუმოთ ამზადებდნენ. პოეტები ხშირად ლექსებშიც აღწერდენენ შირმას: "ჩურჩული აბრეშუმის შირმის მიღმა - ჩუმად შემოიპარება ზამთარი".
ჩინეთიდან შირმა იაპონიაში მოხვდა. აქ მას კიტო უწოდეს და გულითადად შეიყვარეს. არისტოკრატთა სახლებში შირმა იცვლებოდა ამინდისა და განწყობის შესაბამისად, სადღესასწაულოდ... მასზე ძირითადად მინიატურებს გამოსახავდნენ. ჩიტებს, ყვავილებს, პერიზაჟებსა და ჟანრულ სცენებს. იაფფასიანი ტიხარები ღარიბების სახლებსაც ამშვენებდა. მხოლოდ შირმას შეეძლო ერთი ოთახის ორ ზონად დაყოფა.



დიდი პოპულარულობით სარგელობდა ორფრთიანი შირმა, რომელსაც ძირითადად ჩაის სმის ცერემონიისთვის იყენებდნენ. შირმა შეიძლება ცხრაფრთიანიც იყოს, მაგრამ ყველაზე პოპულარული სამფრთიანია. სხვათა შორის, იაპონიაშის ტიხარის კულტურაც გაჩნდა. სხვათა შორის, იაპონიაშივე შეიქმნა დეკორის განსაკუთრებული მიმდინარეობა, რომლის მიმდევრებიც მხოლოდ შირმის მოხატვაში იწაფებოდნენ. მკაცრი იაპონური კანონის თანახმად კი ქალს სამოსის გამოცვლა მხოლოდ სპეციალური შირმის "კიტეს" მიღმა შეეძლო.







ევროპაში შირმა XVII-XVIII საუკუნეებიდან ავეჯის განუყოფელი ნაწილი გახდა. აზიიდან ევროპაში უძვირფასესი სპილოს ძვლის, სადაფითა და ძვირფასი ქვებით გაწყობილი წითელი ხის, მოჩუქურთმებული და მოოქრული შირმები იგზავნებოდა. მარტივი კონსტრუქციის შირმა სწრაფად გახდა ევროპელების საყვარელი ავეჯის აქსესუარი.

რუსუდან გელაშვილი

კომენტარები

lali 2021-08-19 23:18
sad iyideba meoradi shirmebi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები