სოფი სილაგაძე არქიტექტორ-დიზაინერია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება და ბევრი საინტერესო პროექტი დაუგროვდა. მასთან მის საქმიანობაზე სასაუბროდ და პრაქტიკული რჩევების მისაღებად მივედით.
- განათლებით არქიტექტორი ვარ, ძირითადად ვმუშაობ სხვადასხვა თემატიკისა და ფუნქციის მქონე ინეტრიერის დიზაინზე, ასევე თავისუფალ დროს (რაც, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად გამომიჩნდება ხოლმე) მიყვარს ჩანახატებისა და კოლაჟების კეთება. ამ სფეროში დაახლოებით ათი წელია ვმოღვაწეობ. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შრომატევადი პროფესიაა, საოცრად მიყვარს, რაც ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეში.
- როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით და რა გხიბლავთ ყველაზე მეტად
ამ საქმიანობაში? რა გამოარჩევს თქვენს ბინებს სხვათაგან?
- ინტერიერის დიზაინით აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლისას დავინტერესდი და ადრეული წლებიდანვე გავყევი ამ საქმიანობას. ყველაზე მეტად მხიბლავს ახალი გამოწვევები და ასევე ახალი სივრცის მორგება ამა თუ იმ ადამიანზე, რაც ძალიან საინტერესოა. „გამოიცნო, რა სურს დამკვეთს“ - გამოცდილების დაგროვებასთან ერთად უფრო მარტივი ხდება.
ჩემი ხელწერა, ვფიქრობ, გამოიხატება უფრო მეტად ნათელი ფერებისა და ბუნებრივი მასალების (ვგულისხმობ ხის ფაქტურას), ინდუსტრიული სტილის დეტალების გამოყენებაში, მომწონს ასევე აქცენტური ფერის გამოყენება ინტერიერში ავეჯის ამა თუ იმ დეტალის ან დეკორის სახით. ჩემი აზრით, გამწვანებაც უდიდეს როლს თამაშობს მყუდრო სივრცის შექმნაში და ხშირად ვურჩევ ხოლმე დამკვეთებს, მწვანე ფერი ამგვარად შეიტანონ შინ.
- ძირითადად რომელ სტილში მუშაობთ და თუ არის სტილი, რომელიც არ მოგწონთ და არასდროს იყენებთ?
- ძირითადად, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვიყენებ ინდუსტრიული სტილის ელემენტებს. მაგალითისათვის, ვიტრაჟებს, რაც გამართლებულია როგორც სივრცის სიმსუბუქის შენარჩუნების მიზნით, ასევე სიმბოლურ კედელსაც ქმნის და ძალიან პრაქტიკულია ორი სხვადასხვა სივრცის გამოსაყოფად. რაც შეეხება სტილს, რომელსაც არასოდეს ვიყენებ, ასე უხეშად ვერ გამოვყოფდი, რადგან რიგ შემთხვევებში ჩემი დაპროექტებული ინტერიერები ყველა სტილს მოიცავს, რაც, საბოლოო ჯამში, ეკლექტურ სახეს იღებს და საინტერესოცაა.
თითოეული სტილი თავისებურ ჰარმონიას ქმნის, მთავარი მათი ზომიერად გამოყენებაა.
- როდესაც ბინას აპროექტებთ, რას აქცევთ მთავარ ყურადღებას - დამკვეთის ინტერესებს, მის ხასიათს, ცხოვრების წესს, ბინის შესაძლებლობებს...
- მართალი გითხრათ, ყველაფერს ერთად, თუმცა პრიორიტეტული ყოველთვის დამკვეთის სურვილების მოცემულ სივრცეზე მორგებაა, ოღონდაც შედეგი აუცილებლად დანიშნულებაზე მორგებული უნდა იყოს.
- რას იტყვით დღევანდელ ტენდენციებზე - თუ მოგწონთ თბილისური ბინების ინტერიერი, რა არ მოგწონთ და რა აქცენტებს გამოარჩევდით?
- პირველ რიგში მომწონს ის, რომ საზოგადოებაში ხშირია არქიტექტორის/ინტერიერის დიზიანიერის სერვისის გამოყენების ტენდენცია, რაც თავისთავად გულისხმობს ბევრ გემოვნებიან ინტერიერს ჩვენს ქალაქში, რადგან ბევრი ნიჭიერი და გემოვნებიანი ადამიანი მუშაობს აღნიშნულ სფეროში.
- ამბობენ, რომ წელს ბუნებრივი მასალის გამოყენებაა ტრენდი. ასეა თუ არა და კიდევ რა მოდურ ელემენტებს გამოარჩევდით?
- სწორად ახსენეთ ბუნებრივი მასალები, რადგან წელს დიზაინერები თავიანთ პროექტებში მასობრივად იყენებენ მარმარილოს (როგორც დეკორის, ასევე მასიურად კედლების სრული დაფარვით), ასევე აქტუალურია კედლებზე გეომეტრიული პრინტების შპალერის სახით გამოყენება. ფერებს რაც შეეხება, ტრენდულია მომწვანო და ლურჯი ფერები, ინტერიერში მწვანე დეტალების გამოყენება.
- თავად თქვენი ბინა თუ გაქვთ მოწყობილი თქვენი პროექტით და გემოვნებით და როგორია ის?
- დიახ, ჩვენი ბინა თავიდან ბოლომდე ჩემი და ჩემი მეუღლის გემოვნებითაა მოწყობილი, თუმცა ვცდილობთ, სივრცე მუდმივად განვაახლოთ ხოლმე.
- ყბადაღებულ ხელოსნების თემაზე - რას იტყვით? რა გამოცდილება გაქვთ და რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა აპირებს ბინის მოწყობას, რემონტს? როგორ უნდა აარჩიონ კარგი დიზაინერი, გამოცდილი და სანდო ხელოსანი?
- სამწუხაროდ, კარგი, სანდო და ხარისხიანი პროფესიონალის მოძიება ნებისმიერ სფეროში რთულია, თუმცა დიზაინერის შემთხვევაში მარტივად შეიძლება არჩევანის გაკეთება მისი ნამუშევრების მიხედვით. ასევე ბევრი დიზაინერი თანამშრომლობს ხელოსნების ბრიგადებთან, რაზეც თავად აგებს პასუხს. თუმცა, ჩემი რჩევა იქნება, სანამ დაიწყებთ თანამშრომლობას, აუცილებლად გააფორმეთ კონტრაქტი და წინასწარ შეთანხმდით ვადებზე, რაც ხარისხიანი და სანდო თანამშრომლობის წინაპირობაა როგორც დამკვეთისათვის, ასევე დიზაინერისა და ხელოსნისათვის.
- არის თუ არა სინამდვილეში შესაძლებელი, ბინა გააახლო ან მოაწყო ლამაზად ძვირად ღირებული მასალების და დიდი დანახარჯების გარეშე?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მთავარი ბევრი იდეა და მონდომებაა.
- რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მკითხველებისთვის: საქართველოში ბინების უმრავლესობა კრემისფერში, თეთრსა და ხისფერშია გადაწყვეტილი. ხალხი ერიდება ისეთ ფერებს, რომლებისთვისაც ავეჯის და ტექსტილის შეხამება გაუჭირდება. მათ რომ ურჩიოთ, რომელი ფერის კედლებს რა ფერის იატაკი, ფარდა და ავეჯი უხდება...
- ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება თავისუფლად შეარჩიონ ფერები და არ შეეშინდეთ აქცენტურად რომელიმე მკვეთრი ფერის გამოყენების. თუმცა, რაც შეეხება ნეიტრალურ ფონს, ჩემთვის კედლისთვის საყვარელი ფერი თეთრია, რაც გაძლევს საშუალებას, მცირე დეკორის მეშვეობით - ეს იქნება ფარდა, ავეჯი თუ ნახატი, ან თუნდაც ბალიში, ხშირად შეცვალო ინტერიერი და სხვადასხვა დეტალზე გააკეთო აქცენტი. მოკლედ რომ ვთქვათ, გააახლო სივრცე.
- კლასიკურ სტილზე რას ფიქრობთ, მართლაც ყოველთვის მოდურია?
- ჩემი აზრით, მოდური ნებისმიერი სტილის სწორად შერჩეული, ხარისხიანი და მორგებული ინტერიერია.
- მოსახლეობის უმრავლესობას შემორჩენილი აქვს ძველებური ავეჯი, ჭურჭელი, თუნდაც ვიტრინები... მათი ერთი ხელის მოსმით გადაყრა შეუძლებელია. როგორ უნდა გააახლონ ინტერიერი ისე, რომ ყველაფერი თავიდან საყიდელი არ გაუხდეთ?
- ჩემს პროექტებში ხშირად ვიყენებ მსგავს ძველ ავეჯს, რომელსაც რესტავრაცია ესაჭიროება და, ჩემი აზრით, აუციელებელიცაა მათი გაახლება და გაფრთხილება, რადგან თითოეული მათგანი ისტორიის მატარებელია და ძვირფასია მფლობელისთვის.
- რა არის ის მთავარი, რაც ბინას სძენს სიმყუდროვეს, სითბოს და რაც აქცევს მას სწორედ „შენს“ სახლად და არა სხვისად?
- მთავარია, ოჯახის თითოეულ წევრზე მორგებული კუთხე, ბევრი ბუნებრივი სინათლე და, ჩემი აზრით, ბევრი გამწვანება.
ლელა ზურებიანი