"ხალიჩის ქვეშ ხურდა ფული დააწყვეთ" - როგორ დავალაგოთ ნივთები სახლში, რომ ბარაქა მოვიზიდოთ- ფენ-შუის ხრიკები ბარაქისთვის


ფიქრობთ, რომ წარმატებამ ზურგი გაქციათ, ფული საფულეში არ გიჩერდებათ და ბარაქა არ გაქვთ? ამ დროს შეგიძლიათ ფენ-შუის იმედი გქონდეთ, რომელიც ჰარმონიას დაგიბრუნებთ და ფინანსების მოზიდვაშიც ხელს შეგიწყობთ.
პირველ რიგში თქვენი სახლის გეგმა დახაზეთ. მოგიწევთ გაზომოთ მთელი სახლის ფართობი, შემდეგ კომპასით მონიშნოთ ჰორიზონტის მხარეები. ფინანსებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორი ახდენს გავლენას. იპოვეთ ეს მხარე თქვენი გეგმის ნახაზზე. სწორედ ამ ზონაზე მოგიწევთ მუშაობა.

ფერები
ფინანსური კეთილდღეობა რომ მიიზიდოთ, გამოიყენეთ მწვანე და ლურჯის ნებისმიერი ელფერი. თუ უახლოეს ხანებში რემონტის დაწყებას აპირებთ, ეს ფერები კედლების შეღებვისას

გაითვალისწინეთ.

მცენარეები
ფულის ზონაში აუცილებლად უნდა იყოს მცენარეები და ცოცხალი ყვავილები. რაფებზე ქოთნის მცენარეები განათავსეთ. ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ზონაში იპოვეთ ადგილი, სადაც პერიოდულად ლარნაკით ყვავილებს დადგამთ. თუ მცენარეების განთავსება ვერ ხერხდება, კედლებზე ბუნების და სიმწვანის ამსახველი ნახატები ჩამოკიდეთ.

შადრევანი
დღეს ნაირ-ნაირი ზომისა და ფორმის ოთახის დეკორატიული შადრევნები ბევრგან იყიდება. ფენ-შუის მიხედვით, ნებისმიერი ფორმის შადრევანი გამოდგება. ეცადეთ, ისეთი მოდელი შეარჩიოთ, რომელიც წყაროს ჰგავს. ის თქვენს ოჯახში სიმდიდრის წყარო გახდება. თუ სახლში საკმარისი ადგილი არ არის, მისი ამსახველი ფოტო და ნახატიც გამოდგება. ზომიერებაც არ დაივიწყოთ - წყალს ნახატზე ძალიან დიდი ადგილი არ უნდა ეკავოს. წყლის სტიქიას ხომ ყველაფრის წალეკვა შეუძლია.

აკვარიუმი
ფენ-შუის სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ აკვარიუმი სიმდიდრის მისაზიდად უძლიერესი ელემენტია. ისისიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ზონაში განათავსეთ, თუმცა დაიცავით რამდენიმე წესი:
პირველ რიგში აკვარიუმის ზომა ოთახის ფართობის შესაფერისი უნდა იყოს - ზედმეტად დიდი აკვარიუმი არ გჭირდებათ. პროპორცია და ჰარმონია უმნიშვნელოვანესია.

თევზებზეც დიდი ყურადღებით უნდა იზრუნოთ, რაც უფრო კარგად გაუძღვებით ამ საქმეს, იღბალიც ისეთივე მოწყალე იქნება თქვენს მიმართ. ფულს არ უყვარს ადამიანები, რომლებიც სიმბოლოებს პატივს არ სცემენ.
აკვარიუმში ისეთი თევზები ჩასვით, რომლები მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებენ. ოქროს თევზები კლასიკური ვარიანტია. თუ აკვარიუმის დადგმა არ გამოგდით, ფულის სექტორში თევზის სიმბოლო განათავსეთ, უმჯობესია, შუშის ან ხის მასალის.

ფულის ხე
ფენ-შუის მიხედვით, ფულის ხედ ითვლება მრგვალი, სქელი ფოთლების მქონე მცენარეები. არ გირჩევთ ამ ზონაში კაქტუსებს, სხვა წვეტიანი ფოთლების ან ეკლების მქონე მცენარეებს.

შემოსასვლელი
შემოსასვლელი რომც არ მდებარეობდეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ზონაში, მაინც დიდ როლს ასრულებს ბარაქის მოზიდვის საკითხში. თუ შემოსასვლელში ბნელა, თუ იქ გაჩერება არაკომფორტულია, ფულსაც ვერ მოიზიდავს. შესასვლელში არეულობაც აფრთხობს ბარაქას. ამიტომ გაიტანეთ შესასვლელიდან ყველა არასაჭირო ნივთი, ქურთუკები და ფეხსაცმელი ყოველთვის კარადაში შეაწყვეთ. იზრუნეთ, რომ ჰოლს კარგი განათება ჰქონდეს, ხალიჩის ქვეშ ხურდა ფული დადეთ ციფრით ზემოთ და კარის პირდაპირ ნუ დაკიდებთ სარკეს.

უნივერსალური რჩევები:

  1. შეამოწმეთ და შეაკეთეთ ყველა ონკანი, რომელიც ჟინავს.
  2. ხალიჩის ქვეშ გამხმარი ხავსის ან წყალმცენარის ფრაგმენტი მოათავსეთ.
  3. სამხრეთ-აღმოსავლეთ ზონაში ფულის ხე მოათავსეთ.
  4. კარგია წითელაბაჟურიანი სანათი.
  5. ნაგვის ურნა სიმდიდრის ზონისგან მოშორებით უნდა იყოს.
  6. ჩრდილოეთ ნაწილში კუს სიმბოლო დადეთ.
  7. შესასვლელში დიდნათურიანი ჭაღი დაკიდეთ.
  8. მოაშორეთ კაქტუსები და სხვა ეკლიანი მცენარეები.
  9. ზშირად გაანიავეთ სახლი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები