გერმანელების მიერ აშენებული სოფელი საქართველოში და სახლები, რომლებიც გერმანული არქიტექტურის ხიბლს ინარჩუნებენ

ეს ფოტოები ელიზაბეტალში, ახლანდელ ასურეთში სულ ახლახან არის გადაღებული. ფოტოების ავტორი ანი გაგუაა. მისივე ნებართვით ვაზიარებთ მის სტატუსს და ფოტოებს:

"XIX საუკუნეში მეფის რუსეთის მიერ საქართველოში გადმოსახლებული და მერე ყაზახეთში გადასახლებული გერმანელების მიერ აშენებული სოფელი ელიზაბეტტალი, ახლანდელი ასურეთი.

აღუდგენიათ, თუმცა სახლების უმეტესობა ქართული, ალბათ გაჭირვებით გამოწვეული არაესთეტიურობით არის გადაგლესილი".





მცირე ინფორმაცია ვიკიპედიიდან
ასურეთი (ყოფ. ელიზაბეტალი) — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ასურეთისხევის (ალგეთის შენაკადი) მარჯვენა მხარეს; მდებარეობს ზღვის დონიდან 760-800 მეტრზე; თეთრიწყაროდან დაშორებულია 20 კილომეტრით, ხოლო თბილისიდან — 29 კმ-ით.
არის ამავე სახელწოდების თემის ცენტრი, რომელიც ასევე მოიცავს სოფლებს: ენაგეთი და შავსაყდარი.

ასურეთი ძველი ქართული სოფელია, რომელიც XVIII საუკუნეში გაუკაცრიელდა მტრის შემოსევების გამო. ცარისტულმა რუსეთმა XIX საუკუნის 20–იან წლებში ჩამოასახლა გერმანელი კოლონისტები და შექმნა გერმანული კოლონია, სახელად ელიზაბეტალი, როგორც საკუთარი პოლიტიკის ერთგვარი დასაყრდენი. ელიზაბეტალი სოფელს ერქვა XX საუკუნის 10–იან წლებამდე, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი — ასურეთი. სოფლისთვის დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია ძველი გერმანული ეკლესია, რომელიც აშენებულია 1871 წელს. აქ გერმანული დასახლება არსებობდა 1941 წლამდე, ვიდრე ი. ბ. სტალინის ბრძანებით გაასახლებდნენ მათ საქართველოდან. აქვეა გერმანელების სასაფლაოც. 1941 წელს ასურეთში ჩამოასახლეს ამბროლაურისა და ონის რაიონის მოსახლეობის ნაწილი.

კომენტარები

ideodub 2024-10-19 06:34
Risk factors for Peyronie s disease a case control study priligy reddit I agree with some of the other posts in saying that reserach shows that pregnancy after cancer does NOT increase your risk of recurrence
ideodub 2024-10-17 05:05
Investigation into immune mediators of the observed increase in tumor fibrosis and cell death in Tamoxifen О± Lactalbumin, revealed a significant increase in CD3 T cells, CD4 and CD8 infiltrates in tumors treated with О± Lactalbumin specific cell transfer compared to those treated with non specific antigen OVA primed lymphocytes Figure 7, Top three panels buy priligy tablets
ideodub 2024-10-16 10:14
What can be better than that can you buy priligy in usa
თბილისელი 2020-06-16 20:38
ქართველი ვერსალში შეასახლე, იმ დღესვე ლოჯიას მიაშენებს. აშენებ აშენებ და ცოტა ლამაზად მაინც მიაშენე,რო შეხედვა არ შეეზაროს კაცს. მობრეცილი, წლობით შეუღებავი ღობე-ჭიშკრები. მიტყაპნილი კედლები, ათასი ხარახურით გატენილი ეზო. ტუალეტი ჭიშკართან. კოშმარია. კოშმარი.
status quo 2020-06-14 14:17
ელიზაბეტტალი.ერთი ტ-თი რატომ წერთ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები