მესტიაში სახლის სახურავზე ძროხა აძვრა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ძროხა შენობის სახურავზე მოჩანს. ფოტოს მაია კახიანი ავრცელებს.

"მესტიის კინოთეატრის ეზოში შევიდა ქალბატონი ძროხა. იქ, რა თქმა უნდა, არავინ დახვდა და მეზობლის სახურავიდან გადაიხედა ქვემოთ, იქნებ ყოფილ ხელოვნების სკოლის შენობაში მაინც ვინმე სულიერი არსებობდესო. ფოტოს ავტორი გია ოტიაშვილი" - ასეთი მინაწერი ახლავს ფოტოს, რომელმაც უამრავი ადამიანი ხუმრობის ხასიათზე დააყენა.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ფოტო შენობასთან გავლის დროს არის გადაღებული, ამიტომ ავტორისთვის უცნობია, რა ბედი ეწია ამ უშიშარ ძროხას - თავად ჩამოვიდა დაბლა თუ დაეხმარნენ.
"უკანა მხრიდან
არის ფერდობი... სვანური სახლების პირველი სართული თითქმის ყველა ფერდობზეა მიდგმული და მიწისქვეშაა კედლები... შენობის უკან მშენებლობა მიმდინარეოდა და ეტყობა, ასასვლელი პირობები შეექმნა".
"ჩვენს ბავშვობაში ჯიხვები ძვრებოდნენ სახურავზე"
"სვანეთში ისე დგანან ქარაფებზე ძროხები, გეგონება, ფეხებზე მაგნიტები აქვთ და მიკრულები არიან მთებზე" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები, ერთ-ერთ კომენტარად სამტრედიელი "კანონმორჩილი ძროხების" ფოტოც მოხვდა.
"სამტრედიის სარკინიგზო ხიდს სამტრედიელი კანონმორჩილი ქალბატონი ძროხები არ იყენებენ, თუ?!"

კომენტარები

mate 2020-07-12 19:05
vepatrono unda qveyanas,tvara wamxtaria saqme!gulshi chailaparaka da shemdeg ki amoibgavla!
ედო 2020-07-04 15:10
ეხლა ამას ძროხა ქვია თუ თხა.
jeko 2020-07-02 20:28
svania/?
ნასოსი 2020-07-01 12:50
აი ამას ქვია ორგანიზება, ყოჩაღ ძროხებს.
ნუნუ 2020-07-01 10:23
აკონტროლებს სვანეთს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები