ლანა ლაგვილავა ტრენერი და მწერალია. ასევე გატაცებულია ხელსაქმით და გარდა ამისა, მეუღლესთან ერთად, საკუთარი გემოვნებით და ძალებით მოაწყო ბინა. სწორედ თავის ბინაზე და საქმიანობაბზე გვიამბობს.
- საქმიანობის სფერო სხვადასხვა და მრავალფეროვანია - ვარ ტრენერი - ბიზნეს გეგმის დაწერის, პროექტების მართვის და გაყიდვების მიმართულებით. მაქვს ჩემი ორგანიზაცია, სადაც ამ კუთხით ვცდილობ დავეხმარო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს. ამასთან ერთად, წერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. და ცოტა ხნის წინ წიგნიც გამოვეცი - "სად გაქრა ჯეინი“, ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომელიც ლიტერატურულ კონკურსებშიც მონაწილეობდა. წიგნი
არის ჯეინის თავგადასავალზე. ჯეინი საიდუმლო მისიით ახალი პლანეტის აღმოსაჩენად გაემართა და გზაში გაუჩინარდა. ის, თუ რა ხდება და სად გაქრა ჯეინი, ამას მკითხველი წიგნიდან შეიტყობს. ამ ეტაპზე ამ ძირითადი საქმიანობებით ვარ დაკავებული.
- ხელსაქმითაც ხართ დაკავებული და ამაზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა.
- ხელსაქმით საკმაოდ გვიან დავინტერესდი, როდესაც ჩემთვის ფერადი საზაფხულო სამკაულების შექმნა დავიწყე. მერე ეს სამკაულები მეგობრებს მოეწონათ და გაჩნდა ფეისბუქ გვერდის შექმნის და გაყიდვის იდეა. ყველა ნამუშევარი, რომელიც რამდენიმე წელი იქმნებოდა, ამჟამად გაყიდულია. ამასთან, ასევე დავინტერესდი კერვით და ჩემი კოლექციით გამოვედი სამოდელო ჩვენებაზე.
ამჟამად სამოსს და სამკაულებს ძირითადად ჩემთვის ვქმნი, თუმცა სამომავლოდ შესაძლოა ეს იდეაც სერიოზულ საქმედ ვაქციო.
- ცოტა რამ გვიამბეთ ბინაზე - რამდენოთახიანია, როგორ არის სივრცე გადანაწილებული, რამდენი ხანი აკეთებდით და ვისი იდეებია რეალიზებული?
- სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენი აშენებულია. მთელს სამშენებლო პროცესს მეუღლე ხელმძღვანელობდა. პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ დეტალურად შეისწავლა ეს საქმე. ერთობლივად შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც მერე რეალობად ვაქციეთ. ავაშენეთ სამსართულიანი მინი-კორპუსი, სადაც პირველ ორ სართულზე განლაგებული ბინები კომერციული მიზნებისთვის გამოვიყენეთ, ხოლო ბოლო მესამე სართულზე ვცხოვრობთ ჩვენ. იმის გამო, რომ ძალიან გამკაცრებულია რეგულაციები, შევძელით ნახევრად მანსარდული ტიპის სახლის აშენება, სადაც უკან მხარეს დახრილი ნაწილია განთავსებული.
ბინა არის სრული 80 კვადრატი - მისაღები ოთახით, ცალკე სამზარეულოთი, საძინებლით, კაბინეტით და აბაზანა-ტუალეტით.
აშენებიდან დაწყებული, რემონტის ყველაზე პატარა დეტალის ჩათვლით, ყველაფერი ჩვენი გემოვნებითაა შესრულებული.
ხანგრძლივობას რაც შეეხება, პროექტის შექმნიდან დაწყებული, რემონტით დასრულებული, როცა საცხოვრებლად გადავედით, ერთი წელი დაგვჭირდა. აქედან ოთხი თვე პროექტირებამ და ნებართვებმა წაიღეს, დანარჩენი რვა თვე კი - უშუალოდ სამშენებლო პროცესმა.
- ყველაზე დიდი სირთულე რა იყო, რასაც წააწყდით რემონტის ან საკუთარი ჩანაფიქრის, იდეების განხორციელების დროს?
- ჩემი საყვარელი ფრაზაა: თუ წყვილი რემონტის დასრულების მერე ერთად დარჩება, ესე იგი მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. თუმცა ყველაზე დიდი სირთულე საერთო დიზაინის აწყობა-გამონახვაა. ის, რაც ორი ადამიანის სურვილებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს იყო პირველი სირთულე. ორივეს გვინდოდა ჩვენი გემოვნებით მოწყობა, თუმცა მეორე მხარის იდეის გაზიარების ფონზე.
ამის შემდეგ, მასალების პოვნა იყო მეორე სირთულე. გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც დეკორატიული შპალერი გავაკარით იმასთან მიახლოვებული, რაც წარმოგვედგინა, რადგან რაც გვინდოდა, ის ვერ ვიშოვეთ. მაგრამ ერთ დღეს შემთხვევით გადავაწყდით ზუსტად იმას, რასაც ვეძებდით. უკვე გაკრული ჩამოვხსენით და ის გავაკარით, რაც გვინდოდა.
- თუ გაამართლეს ხელოსნებმა? ეს დიდი პრობლემაა ხოლმე.
- ხელოსნები და მათთან ურთიერთობა ცალკე თემაა. ხანდახან იმდენ იდეას გთავაზობენ, რომ იბნევი. ხშირად ამ იდეებს იმიტომ გთავაზობენ, რომ სამუშაო გაიმარტივონ, ან მალე დაასრულონ. და თუ მყარად არ დგახარ შენს პოზიციაზე, შესაძლოა გაიტანონ კიდევაც თავისი. მნიშვნელოვანია ასევე ხარისხის კონტროლიც, ამისთვის ფაქტობრივად სულ ადგილზე უნდა იყო. იშვიათად თუ გვხვდებოდა ხელოსანი, რომელსაც ეს კონტროლი არ სჭირდებოდა.
- რას ურჩევთ თქვენი გამოცდილებით მათ, ვინც ახლა აპირებს რემონტს?
- თუ თქვენ გიწევთ, თავად შეარჩიოთ დიზაინი და არა პროფესიონალის დახმარებით, პირველ რიგში კარგად ჩამოყალიბდით, რა გინდათ. ამისთვის უამრავი ონლაინ-პროგრამა არსებობს, სადაც მარტივად არის შესაძლებელი სახლის ელექტრონულად აწყობა. ვიზუალიზაცია გადამწყვეტია ასეთ დროს. ზოგჯერ ეს პროგრამები ან მარტივი ფოტოშოფი პატარა დეტალის ჩასმის საშუალებასაც იძლევა, რაც აადვილებს აღქმას, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ ვიზუალიზაციისთვის საჭირო ხელსაწყოები. მეორე რჩევა ის მექნებოდა, რომ ყოველთვის შეარჩიეთ ისეთი ხელოსნები, რომელთაც საქმიანად დაელაპარაკებით და თავის მხრივ, ისინი გულითადად, პროფესიონალურად შეასრულებენ თავის საქმეს.
- არის ეს ის, რაც გინდოდათ და რაც ჩაფიქრებული გქონდათ?
- კი, ნამდვილად ისაა, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, თუმცა როცა დრო გადის, თუნდაც ნახევარი წლის მერე, უფრო ვხვდებით, რომ რაღაცას ცოტა სხვანაირად გავაკეთებდით. ანუ მოთხოვნები იცვლება მუდმივად. ახლანდელი გადმოახედიდან რამდენიმე რამეს აუცილებლად შევცვლიდი. თუმცა მთავარი ისაა, რომ ძირითადი ნაწილი, ფერები, განლაგება და საერთო კონტექსტი არის ის, რაც სულ გვინდოდა, რომ გვქონოდა.

კომენტარები