ეშმაკი, ჯადოქარი, ავი სული, მოჩვენება, პოლტერგეისტი - ყველაფერი ეს არა მხოლოდ საშინელებათა ფილმის პერსონაჟები არიან, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენო, ასე გვარწმუნებენ ეზოთერიკოსები და ექსტრასენსები. ექსტრასენსები გვირჩევენ, რომ უფრო ყურადღებით ვიყოთ საკუთარი გარემოს მიმართ და შესაძლოა თავადაც მივხვდეთ, რომ აქ რაღაც ისე არ არის. მოდით ვნახოთ, რა ნიშნებზე საუბრობენ სპეციალისტები.
- როდესაც ადამიანი საკუთარ სახლში, ოჯახში თავს ვერაფრით გრძნობს მყუდროდ და მშვიდად.
- როდესაც საკუთარ სახლში გაჩერება არა მხოლოდ არასასიამოვნო, არამედ გეშინიათ კიდეც, გგონიათ, რომ ვიღაც გითვალთვალებთ, მარტო არ ხართ. ღამის საათებში თავისთავად ირთვება რამე ტექნიკა.
- რიდესაც ხშირად ხდება ისე, რომ ვერაფრით პოულობთ ნივთებს, რომელიც თითქოს იცით, სადაც დადეთ.
- რამე გესიზმრებათ უცნობი ადამიანები, შიშის და დისკომფორტის გრძნობა ძილშიც არ გტოვებთ.
- სახლში გესმით უჩვეულო ხმები, ჩურჩულის მსგავსი.
- ატყობთ, რომ ბოლო დროს თქვენი ოთახის მცენარეები ვეღარ ხარობს.
- შინაური ცხოველებიც კი უცნაურად იქცევიან, ყეფენ და იჩენენ აგრესიას მაშინ, როდესაც სახლში უცხო არავინ არის.