ეს მშვენიერი ბაღი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელშია. დუღაშვილებმა პაპის ძველი მარანი გააცოცხლეს, ტურისტულ კერად აქციეს და უამრავ ადამიანს მასპინძლობენ. ცოლ-ქმარი ოთხი შვილით სრულად არის ჩართული ამ ყველაფერში, ყველას თავ-თავისი საქმე აქვს განაწილებული და ერთმანეთს გვერდში უდგანან. ყვავილებით გადაპენტილ ეზოზე ოჯახის დიასახლისი, ყოფილი მასწავლებელი ეთერ მაჭავარიანი ზრუნავს.
- დავიწყებ ჩემთვის ყველაზე ყველაზე საამაყო ამბით: პირველ რიგში, გახლავართ ოთხი შვილის დედა. პროფესიით ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 42-წლიანი სამუშაო გამოცდილებით... თუმცა, შარშან, როდესაც ჩემს ოჯახს დასჭირ
და, სამსახურიდან წამოვედი და ჩვენს საერთო საქმიანობაში აქტიურად ჩავერთე.
- ეს ბაღი და ეზო, რომელსაც ასე რუდუნებით უვლით, თქვენმა ქალიშვილებმა ააღორძინეს - რამდენიმე სიტყვა გვიამბეთ ამაზე.
- ყვავილების სიყვარული ბავშვობის ასაკიდან დედამ ჩაგვინერგა. სპეციალობით ბიოლოგს, საუკეთესო ეზო და ყვავილნარი ჰქონდა. დედასთან ერთად მეც ვცდილობდი მონაწილეობა მიმეღო ეზოს გალამაზებაში.
მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი სახლი კახეთში ტურისტულ ობიექტად ექციათ, მე, რა თქმა უნდა, ყველანაირად გვერდში დავუდექი მათ. საკუთარ თავზე ავიღე კულინარიული საქმიანობა და ასევე, ბაღის მოწყობა- გალამაზება. დავიწყე ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა ვებ-გვერდზე, ვიწერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საუცხოო ყვავილებს - ნერგებსა და თესლს. ყვავილებს შვილებივით ვუვლი და ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. განსაკუთრებით მახარებს ის მომენტი, როცა ჩვენი სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ ჩვენი ღვინის ეზოს მონახულებისას.
- როგორ გაშენდა ბაღი, როგორ უვლით მცენარეებს, ვინ გეხმარებათ და რამე მეთოდები თუ გაქვთ? მაგალითად, ზოგი ამბობს, რომ ეფერება ყვავილებს და ისინი უკეთ ხარობენ. ზოგი ბუნებრივ სასუქს იყენებს და ა.შ.
- ვფიქრობ, ყველა საქმეში მთავარი მაინც სიყვარულია! ერთხელ, ჩემმა სტუმარმა, პატივისცემის ნიშნად ყვავილების ულამაზესი თაიგული მაჩუქა. შვილებს ხუმრობით ვუთხარი, რომ მე ამ თაიგულიდან ყველას გავახარებდი. მათ გაეცინათ - როგორ შეიძლებოდა მოწყვეტილი უცხოური ჯიშის ყვავილის დაფესვიანება?! - რამდენიმე დღის წინ ვაჩვენე ჩემს შვილებს, თუ როგორ ყვავიან მოწყვეტილი თაიგულიდან - უკვე გახარებული და მიწაში მცხოვრები ყვავილები... ეს მართლაც უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის. ვაპირებ, ფოტო გადავუღო და გავუგზავნო იმ ტურისტს, რომელმაც ეს ყვავილები მომართვა...
ბაღის ნაწილი თავიდანვე მქონდა. რაც შვილები წამომეზარდნენ და საზღვარგარეთ სიარული დაიწყეს, ცდილობდენ უცხოეთიდან ჩამოეტანათ ყვავილების ბოლქვები და თესლი. ჰოლანდიიდან ჩემმა შვილმა, ხელჩანთით ჩამომიტანა ტიტის ნაირ-ნაირი ჯიშები. ამ გაზაფხულზე, როცა ტიტები აყვავდა, ჰოლანდილელი ტურისტები გვეწვივნენ. მე მათ ეს ტიტები ვაჩვენე და მათი აქ მოხვედრის იტორიაც ვუამბე. ჰოლანდლიელმა სტუმრებმა გაოცება და სიხარული ვერ დამალეს და საკუთარი სამშობლოდან ჩამოტანილი ყვავილების დანახვაზე თვალზე ცრემლი მოადგათ...
ყველამ იცის, რომ ჩემთვის საუკეთესო საჩუქრად ყვავილები ითვლება. თვითონ ტუროპერატორებიც ხშირად მახარებენ ვარდებისა და ორქიდეის ნერგებით, ხშირად მეც ვცდილობ ხელდამშვენებულები გავუშვა ჩემი სტუმრები. ვიყენებ ბუნებრივსა და მინერალურ სასუქებს. ხშირად ვწამლი მცენარეებს. მყავს არაჩვეულებრივი დამხმარეც, თუმცა ძირითადად მაინც მე და ჩემი შვილები ვეფერებით თითოეულ ყვავილს.
- რომელი მცენარეები ხარობს თქვენს ბაღში და სამომავლოდ თუ აპირებთ ბაღის კიდევ უფრო გამდიდრებას ყვავილებით?
- ჩემს ბაღში ხარობს როგორც ტროპიკული, ასევე - სუბტროპიკული მცენარეებიც. მაგალითად, ბანანიც მაქვს და ოლიანდრიც. სამხრეთული კალისტემონიც და ფრანგული ოსტინის სტილის ვარდიც. განსაკუთრებით მაინც ვარდები მიყვარს, ამჟამად დაახლოებით 40, ან უფრო მეტი სახეობის ვარდი მაქვს. მუდმივად ძიებაში ვარ და რა თქმა უნდა, ვცდილობ ეზოს კიდევ უფრო გამავალფეროვნებას.
- ბოლო დროს ბაღების მოვლა, ყვავილების გახარება ერთგვარ ტრენდად იქცა. თუმცა, ყველას არ გამოსდის ეს საქმე. რას ურჩევდით დამწყებ მებაღეებს?
- ზოგადად, ვიქრობ, რომ ადამიანს, რომელსაც მცენარეები, ბუნება და მისი მოვლა უყვარს, ბოროტებას არასდროს ჩაიდენს, ცუდს არ გააკეთებს.
ბუნებასთან ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა. დღევანდელ სტრესულ გარემოში, ყვავილების მოვლა ერთგვარი ანტიდეპრესანტია. დამწყებ მებაღეებს კი ვურჩევ, ჯერ შეისწავლონ თითოეული მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო პირობები, რადგან ყველა მცენარე ინდივიდუალურ მოვლას საჭიროებს. მზრუნველობას და სიყვარულს აუცილებლად კი იგრძნობენ მათი მცენარეები და ბევრი ყვავილით (თუ მოსავლით) გაახარებენ პატრონს.
- რამდენიმე სიტყვა გვითხარით ოჯახზე - როგორც ვიცით, მთელი ოჯახი ერთი საქმის გარშემო გაერთიანდით და ამ ერთსულოვნებამ შედეგიც გამოიღო. იქნებ თქვენი ოჯახის მაგალითზე მისცეთ სტიმული სხვებს, რომ მათაც გადადგან გაბედული ნაბიჯები და რამდენიმე რჩევა მათაც მივცეთ.
- მე ისე გავზარდე ჩემი შვილები, რომ მუდმივად ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას ვასწავლიდი. ვფიქრობ, ამან თავისი შედეგიც გამოიღო. ამჟამად ჩვენ ერთ მუშტად შეკრული დიდი, ძლიერი ოჯახი ვართ, ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს განაწილებული, ამით ერთმანეთს ვაძლიერებთ და შედეგიც საამაყო გვაქვს. ჩვენი სტუმრები აღფრთოვანებულები არიან ამ დამოკიდებულებით და ეს პოზიტიური მუხტი მათზეც გადადის. რაც შეეხება რჩევას: ნებისმიერ საქმეში ალბათ პირველი - ერთგულება და სიყვარულია. ვურჩევდი ყველას, რომ სწორედ ერთგულებითა და სიყვარულით ეკეთებინოთ ნებისმიერ საქმე, - დიდი იქნება ეს თუ პატარა და შედეგი აუცილებლად კარგი ექნებათ.
- ბევრ უცხოელთან გაქვთ ურთიერთობა და საინტერესოა, რა შთაბეჭდილებებით მიდიან ისინი საქართველოდან? რა მოსწონთ აქ ყველაზე მეტად და რა არ მოსწონთ?
- როგორც ყველა ქართველის ოხაჯში, ჩვენთანაც - "სტუმარი ღვთისაა". ისინი ჩენი ოჯახის სტუმრები არიან. როგორც ნათესავი სტუმრობს ნათესავს და ეს უკანასკნელი გულუხვად უმასპინძლდება მას, ზუსტად ასეა ჩვენთანაც. იცით რა მოსწონთ ყველაზე მეტად? ერთ მუშტად შეკრული თბილი და მოსიყვარულე ოჯახი, ბუნებრიობა, ძველი ტრადიციების ახლებურად გაგრძელება, ურიერთობები. სწორედ ამიტომაა, რომ წასვლისას გულში გვიხუტებენ და მომალავლში კვლავ დაბრუნების სურვილით, აცრემლებულები გვემშვიდობებიან.
ზოგადად, საქართველოში, როგორც ისინი ამბობენ, ძალიან მოსწონთ ბუნება, მზე, სამზარეულო, ღვინო, ხილი. რა არ მოსწონთ, - ამაში არ ვარ კომპეტენტური.
ძალიან მიხარია, რომ უცხოელი სტუმრების აღფრთოვანებაში მოყვანაში, ჩემი ოჯახის პატარა წვლილიც ურევია.
”ზუსტად ვიცი, იტირებდა სიხარულისგან...” - პაპის მარანი, რომელიც შვილიშვილებმა გააცოცხლეს და ტურისტულ ობიექტად აქციეს