ყველასათვის საყვარელი მომღერალი, თემურ წიკლაური თბილისურ რუტინას გაექცა და მისაქციელში, ულამაზეს ხის კოტეჯში არჩია ცხოვრება. ეს სახლი მეგობრებმა აუშენეს. არაგვისხეობიდან 500 მეტრში ქუჩას, რომელიც თემურ წიკლაურის სახლთან მიგიყვანთ, არწივის ქუჩა ჰქვია და ამის დამადასტურებელი ნიშანი სოფელში ნამდვილად დაგხვდებათ.
როგორია მომღერლის ახალი ცხოვრება ახალ სივრცეში, ამის შესახებ ბატონ თემურს AMBEBI.GE ესაუბრა:
- თბილისთან შედარებით 4-6 გრადუსამდე ტემპერატურული სხვაობაა, იმიტომ რომ ხეობაა. არაგვის ხეობიდან 500 მეტრშია ეს მიწა. აქ რომ ნიავი დაუბერავს, ერთ რამედ ღირს. მირჩიეს, რომ თბილისდან უნდა გახვიდეო, ინსულტიან კაცს
სჭირდება, სუფთა, ჟანგბადით სავსე ჰაერი, იმიტომ რომ ტვინი მარაგდებოდეს ჟანგბადით და ტვინმა და ფილტვებმა სწორად იმუშაოს. ასევე წნევა არ უნდა იყოს მაღალი. ახლაც, თქვენ რომ გესაუბრებით, ისეთი ნიავია, ხის აივანზე ვზივარ... მისაქციელში რომ შემოხვალ, ხელმარჯვნივ დაგხვდებათ ტრაფარეტი, რომელსაც აწერია არწივის ქუჩა, მე დავარქვი (იცინის). თავიდან ივერიის ქუჩა მინდოდა დამერქმია და მითხრეს, გვაქვს ივერისუბანიო და გადავწყვიტე არწივის ქუჩა დამერქმია. წავედი, ტრაფარეტი დავამზდებინე, დავაწერინე ზედ, მოვიტანე და აქ ჩავარჭე.
- ნატურალურ საკვებსაც მიირთმევთ, ალბათ...
- დიახ, გარეთ ყველაფერი იყიდება. ხალხი საკუთარი შრომით მოყვანილ ხილ-ბოსტნეულს და რძის ნაწარმს ყიდის. აქ მეზობელი მყავს მიხეილ ბრაჭული, ყველას ვუსურვებდი ასეთ მეზობელს. დღე და ღამე შრომობს და თავისი ხელით მოყავს ყველაფერი. ამიტომ ყოველდღე მაქვს კარგი კვერცხი, რძე, მაწონი, სახლის კარაქი... ახლა ნახევარ თვეში მექნება ჩემი კიტრი, პომიდორი, ლობიო, კარტოფილი, მწვანილები, ნიორი, ხახვი, ჩემი დათესილია ყველაფერი. მართალია, კონცერტები არ გვაქვს და მთავრობასაც არ ვახსოვართ, რომ არსებობენ და ამათაც ჭამა უნდათო. სოციალურად გაჭირვებულს ვერ გაგხვდიან, თორემ...
ვის ვუმღერო აბა, დარბაზში არ შეიძლება ბევრი ხალხის ერთად შეყვანა. ახლა ონლაინ ვმღერი და 60 ათასი კაცი კი უსმენს და შემოევლოს ჩემი სიცოცხლე მთელ საქართველოს და ამ ადამიანებს, მაგრამ ხანხადან მშია ხოლმე და რა ვქნა?! (იცინის). ეგ არაფერი, გავუძლებ, 21 დღე ხომ ვიყავი მშიერი და ერთი ოცდაერთსაც გავუძლებ და გამომივა 42 დღე (იცინის)...
ყველაფერი რიგზეა, მე გავიმარჯვე ინსულტზე და ამ კორონავირუსსაც დაანებეთ თავი, არაფერი არ არის. კორონავირუსმა უნდა შეაშინოს ქრისტიანი კაცი? - აღდგომა დღეს ერთი კოვზით ლამის მთელი საქართველო ეზიარა და არავის არაფერი არ მოსვლია. ამიტომ ყველას, ვისაც კორონავირუსი აქვს, წავიდეს ეკლესიაში და ილოცოს, იდგეს მუხლისჩოქა, შესთხოვოს უფალს და ეშველება. ამით დავამთავრებ საუბარს.
წაიკითხეთ სრულად