სახლის გასათბობად წყვილმა მას გარშემო სათბური გაუკეთა

სტოკჰოლმში მცხოვრებმა წყვილმა სახლის გასათბობად ორიგინალურ მეთოდს მიმართა - მზის ენერგიის შესანარჩუნებლად, არც მეტი, არც ნაკლები, სახლს გარშემო სათბური გაუკეთეს.

ეს სახლის გათბობის არატრადიციული მეთოდია, თუმცა ძალიან ეფექტური გამოდგა. ახლა მზის ენერგია არა მარტო სახლში სითბოს უზრნველყოფს, არამედ მის გარეთაც საკმაოდ რბილ ატმოსფეროს ქმნის.


სახლზე ორჯერ დიდი სათბური რკინისა და საკმაოდ სქელი, 4 მმ-იანი შუშის კონსტრუქციაა. იმისათვის, რომ სათბურის შიგნით არსებული სივრცე მაქსიმალურად ოპტიმალურად ყოფილიყო გამოყენებული, მეპატრონეებმა სახლის სახურავზე გააკეთეს შესანიშნავი ტერასა, სადაც შეიძლება გარუჯვა, წიგნის კითხვა და ბავშვებთან თამაში.
ასევე მოჰყავთ

ხილი, ბოსტნეული, ყურძენი. აქვე ნახავთ შესანიშნავ ხელოვნურ წყალსაცავს ოქროს თევზებისთვის.
მსგავსი კონსტრუქციის შექმნისკენ კი წყვილს უბიძგა არქიტექტორ ბენტ ვარნის გაცნობამ, რომელმაც ანალოგიური კონსტრუქცია ჯერ კიდევ 1974 წელს შექმნა.


მიუხედავად სათბურის მრავალი უპირატესობისა, საცხოვრებელი ფართი მაინც საჭიროებს დამატებით გასათბობ საშუალებებს. ეს არ არის ისეთი სახლი, რომელსაც გათბობის პრობლემა არც ერთ სეზონზე არ ექნება.

- ზამთარში ჩვენ სახლის გასათბობად სპეციალურ გამათბობელ საშუალებებს ვიყენებთ, - ამბობს სახლის დიასახლისი.

კომენტარები

inga 2016-05-30 08:14
zapxulshi temperatura 20C-ze zevit titkmis ar icevs stokholmshi, ase tom ik gamodgeba es metodi.
ll 2016-04-26 11:23
Zafxulshi rogor udzleben am.satburs

კომენტარის დამატება