ტრენდი: რა არის შიდა ბაღი და როგორ მოვაწყოთ


ანტისტრესული გარემოს შექმნის ყველაზე მარტივი ხერხი სიმწვანის დამატებაა. თანამედროვე დიზაინერები და არქიტექტორები კიდევ უფრო შორს მიდიან და ქმნიან ახალ ტრენდს, ბაღს ინტერიერის ნაწილად აქცევენ.

ჩვენ გადავავლეთ თვალი თანამედროვე დიზაინერების ნამუშევრებს, როდესაც ბაღი ორგანულად ერწყმის სახლის დიზაინს და საინტერესო ვარიანტებს თქვენც შემოგთავაზებთ, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ამ მოდელებით იხელმძღვანელოთ.



პატარა სახლის პატრონებს ყოველთვის უწევთ მსხვერპლის გაღება, მათ უარი უნდა თქვან ან საცხოვრებელი ფართის ნაწილზე ან ეზოზე.
თანამედროვე არქიტექტორები კი ამ პრობლემის მოგვარებას შემდეგნაირად გვთავაზობენ – ქმნიან ისეთ შიდა ბაღებს, რომელიც ცოტათი თუ
განსხვავდება საერთო ინტერიერისგან.



აქ შეიძლება დასვენება, ფეხშველა სიარული, დაძინება ისე, რომ არ შეგეშინდეთ მეზობელმა არ დაგინახოთ. ეს ინტერიერი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ აქ არის სუფთა ჰაერი და მისი მთავარი ელემენტი ნამდვილი ხეებია შუა ოთახში.



ხის მოჭრა ძალიან მარტივია, ამას სულ რაღაც 5 წუთი ჭირდება, მის გაზრდას კი წლები უნდა, ამიტომაც არქიტექტორები ცდილობენ შეინარჩუნონ ხეები და ჰარმონიულად შეურწყან ინტერიერს.



ასე რომ, ოთახის გასამწვანებლად სულაც არ არის აუცილებელი ქოთნის ყვავილები და ფოტოშპალერი, თანამედროვე სახლები იმის დასტურია, რომ სახლის შიგნით არსებული ბაღი შესაძლოა იყოს ისეთივე ლამაზი და ხშირი, როგორც მისი ექსტერიერული ანალოგი.

ამ სახლის ინტერიერის ავანგარდული არტ ობიექტი სახლის ნებისმიერი კუთხიდან კარგად მოჩანს, ეს არის ხე ქოთანში, რომელიც ჭერიდან ეშვება. ხის ფესვები უზარმაზარ გრუნტიან ქოთანშია დამალული.



ასე რომ, თუ გადაწყვიტეთ შიდა ბაღის მოწყობა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული. აი, თუ როგორი შეიძლება იყოს თქვენი ბაღი, ამაში ჩვენი ვერსიები დაგეხმარებათ.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები