სახლის დალაგება და მოწესრიგება ის პროცესია, რომლისთვისაც ფსიქოლოგიურად უნდა განეწყო. დიასახლისები ხშირად გადავდებთ ხოლმე ამ პროცესს მეორე, მესამე დღისთვის. რა თქმა უნდა, მტვრის გაწმენდა და ჟურნალის მაგიდაზე ნამცეცების დატოვება საგანგაშო არ არის და ამის გადადება არაფერს ავნებს, თუმცა არის ისეთი ფაქტორები, რომელთა გაუთვალისწინებლობამ და გადადებამ შესაძლოა შექმნას არა მარტო ქაოსი სახლში, არამედ სავალალო შედეგებამდეც მიგვიყვანოს. ვნახოთ, რისი გაკეთება არ ღირს.
არ დააგროვოთ სახლში ნაგავი
სარეკლამო ფლაერები, ძველი ქვითრები, უსარგებლო ჩანაწერები, სავიზიტო ბარათები ის ნივთებია, რომლებიც სახლში ნელ-ნელა გროვდება, ერთი შეხედვით
ეს ვითომ არაფერია, თუმცა დროთა განმავლობაში გროვდება უსარგებლო მაკულატურა და მტვერი. ასე რომ, გირჩევთ, მსგავსი ნივთები სასწრაფოდ მოიშოროთ თავიდან.
სავენტილაციო ბადე
ეს ატრიბუტი, როგორც წესი, ისეთ ადგილზე მდებარეობს, რომ თვალს ხშირად არ ხვდება და მას, როგორც წესი, ხშირად არ წმენდენ ხოლმე, არადა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნამდვილად მტვრის ბუდედ იქცევა. სახლის დალაგების დროს, კვირაში ერთხელ მაინც, გირჩევთ, ბადეს ყურადღება მიაქციოთ და სათანადო მეთოდით გაწმინდოთ. ასევე უნდა გაიწმინდოს ხოლმე სავენტილაციო სისტემა შიგნიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ოჯახის წევრები ალერგიამაც კი შეაწუხოს და ვერც კი მიხვდეთ, რომ ეს გაუწმენდავი სავენტილაციო სისტემის ბრალია.
საოჯახო ქიმია
საოჯახო ქიმიის შერჩევის დროს ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. სანამ ამა თუ იმ საშუალებას გამოიყენებთ, საგულდაგულო წაიკითხეთ რისთვის არის განკუთვნილი და მხოლოდ ამის შემდეგ მოიხმარეთ. არასწორად შერჩეულმა საშუალებამ შესაძლოა დაგიზიანოთ ესა თუ ის ნივთი.
ყურადღება მიაქციეთ სანტექნიკას
არასდროს დატოვოთ უყურადღებოდ სანტექნიკის სულ პატარა ხარვეზიც კი, მაგალითად თუ წყალი ბოლომდე არ იკეტება და წვეთავს, დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად შეგიქმნით დიდი პრობლემას, ასე რომ, გირჩევთ თავიდანვე მიაქციოთ ყურადღება.
დალაგების სასწრაფოდ დასრულება
რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ხოლმე, რომ დალაგების პროცესი მაქსიმალურად ხანმოკლე იყოს, თუმცა ზოგიერთ პროცედურას გარკვეული პერიოდო და ციკლი სჭირდება ბოლომდე მისაყვანად და ამ ციკლის დროზე ადრე შეწყვეტა ნამდვილად არ ღირს. ამ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ ეფექტს და უფრო მეტიც, შესაძლოა დააზიანოთ კიდეც ესა თუ ნივთი.
არასდროს უგულებელყოთ ამა თუ იმ მოწყობილობის მინიშნება
ხშირად ესა თუ ის მოწყობილობა გვანიშნებს ხოლმე, რომ რაღაც ისე არ არის, ჩვენ კი ამ სიგნალს ვაიგნორებთ. გირჩევთ, ყოველთვის მიაქციოთ ყურადღება მსგავს სიგნალს და დარწმუნდეთ, რომ ესა თუ ის ხელსაწყო მწყობრშია. თუ რაიმე ხარვეზი აქვს, აუცილებლად დროულად შეაკეთეთ.
ნუ დაგავიწყდებათ იმის გაწმენდა, რაც არ ჩანს
მაგალითად, ქურის გამწოვი. ძალიან ხშირად მისი გაწმენდა გვეზარება ან უბრალოდ გვავიწყდება. გარწმუნებთ, ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოგიწევთ, უბრალოდ ეს პროცესი ბევრად შრომატევადი და რთული იქნება. ასე რომ, თუ გინდათ, რომ თქვენმა გამწოვმა სათანადოდ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და თან სუფთა იყოს, თვეში ერთხელ მაინც უნდა მოხსნათ და გაწმინდოთ საგულდაგულოდ.