ნივთები სახლში, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა გადაგეყარათ


როგორ გავხადოთ სახლი მყუდრო? პირველ რიგში უნდა მოვაშოროთ უსარგებლო, ძველი ნივთები, ისეთები, როგორიც არის:

ძველი კოსმეტიკა


ტონალური, ტუჩსაცხი, რომელიც მრავალი თვეა არ გამოგიყენებიათ, ან უბრალოდ თქვენი ფერი არ არის, გამხმარი ტუში და ფრჩხილის ლაქი და ა.შ. ყველაფერი ეს მოაშორეთ სახლიდან.

ლოგინის თეთრეული



ლოგინის თეთრეული არა მარტო ინტერიერის აქსესუარია, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. გირჩევთ ძველი, შელახული თეთრეული მოაშოროთ.

ძველი დამტენები


გაფუჭებული, უსარგებლო კაბელები, შნურები, რომელიც არაფერში გამოგადგებათ, ის უბრალოდ ადგილს იკავებს, მტვერს აგროვებს.

ძველი ქაღალდები


ნებისმიერი ძველი საბუთი, ქვითრები,
რომელთა შენახვაც ადრე ნორმა იყო, ახლა ამის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს, ყველა საბუთს ხომ აქვს ელექტრონული ვერსია.

უსარგებლო ბარათები და სავიზიტოები


ბევრი ჩვენგანი ვერ ელევა ძველ პლასტიკურ ბარათს თუ სავიზიტოებს, არადა, გარწმუნებთ, აღარაფერში გამოგადგებათ ვადაგასული პლასტიკური ბარათები. მოაშორეთ სახლიდან და გაათავისუფლეთ სივრცე.

ძველი წიგნები



ბიბლიოთეკა ნამდვილად კარგი რამ არის და ხშირ შემთხვევაში ძვირფასიც, თუმცა ზოგიერთ წიგნს ზუსტად ვიცით, რომ ოჯახში აღარავინ წაიკითხავს ან ბევრჯერ გაქვთ წაკითხული. გირჩევთ ეს წიგნები გააჩუქოთ ან ჩააბაროთ.

გაბზარული ჭურჭელი


გაბზარული ჭიქა, გარდა იმისა, რომ არაესთეტიკურია, ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. შესაძლოა გაბზარული ჭიქა, ცხელი ჩაით სავსე, უბრალოდ გასკდეს და დამწვრობა მიიღოთ. გირჩევთ გადაყაროთ ყველა ის ნივთი, რომელსაც რაიმე სახის ხარვეზი აქვს, ნახავთ როგორ შეიცვლება ამის შემდეგ სახლში აურა და დაისადგურებს სიმყუდროვე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები