"როდესაც უხეშად ერევი შენობის კონსტრუქციაში, იღებ ამ სურათს... როცა შე­ნო­ბა მი­წისძვრის გა­რე­შე ინ­გრე­ვა, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფა რომ მოხ­დეს, რა შე­დეგ­ზე გა­ვალთ"


დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, თეა გო­დო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში შე­ნო­ბის ნგრე­ვა შე­ნო­ბის კონ­სტრუქ­ცი­ა­ში უხე­შად ჩა­რე­ვამ გა­მო­იწ­ვია. მან ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ბა­თუმ­ში გრუნ­ტის, გა­რე­მოს დაც­ვი­თი და სხვა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, რა­საც არას­წო­რი სამ­შე­ნებ­ლო პო­ლი­ტი­კა ემა­ტე­ბა.

„აქ არა­ნა­ირ აფეთ­ქე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი კო­ლაფ­სი, რო­დე­საც უხე­შად ერე­ვით შე­ნო­ბის კონ­სტრუქ­ცი­ა­ში და ფაქ­ტობ­რი­ვად ის ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია, ანუ ხდით მას ამორ­ტი­ზე­ბულს. რა­საც ვსა­უბ­რობთ მუდ­მი­ვად, ეს არის არას­წო­რი სამ­შე­ნებ­ლო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი. ასე უხე­შად
ჩა­რე­ვა კონ­სტრუქ­ცი­ა­ში არ შე­იძ­ლე­ბა.

ყვე­ლა პრობ­ლე­მა ერ­თა­დაა ბა­თუმ­ში, ეს იქ­ნე­ბა გრუნ­ტის პრობ­ლე­მა, გა­რე­მოს დაც­ვი­თი პრობ­ლე­მა და ა.შ. აქ როცა ამა­ტებთ არას­წორ სამ­შე­ბენ­ლო პო­ლი­ტი­კას, იღებთ აი ამ სუ­რათს.

ეს ქვე­ყა­ნა არ არის მდგრა­დი ქვე­ყა­ნა, იგი­ვე გე­ო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან, სე­ის­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და რო­დე­საც ასე­თი ბევ­რი შე­ნო­ბა მი­წისძვრის გა­რე­შე ინ­გრე­ვა, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფა რომ მოხ­დეს, რა შე­დეგ­ზე გა­ვალთ“, - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძემ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები