ფარდაგებით გადახურული ქუჩები ესპანეთში - ქალაქის მერიის დიდებული ჩანაფიქრი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოხიბლა

 

ძლიერი სიცხეები ქალქებში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჩარდახები, ქოლგები, ტილოები, ქუდები - მოსახლეობას ყველა საშუალებას ურჩევენ, რათა სიცხისგან თავი დაიცვას. ესპანეთში კი, ალაურინ დე ლა ტორეში, მალაგას პროვინციის პატარა ქალაქში, ქალაქის მერიამ ორიგინალური გამოსავალი იპოვა. რამდენიმე წელია, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მოსაჩრდილად ნაქსოვ ფარდაგებს იყენებს. 
ალაურინ დე ლა ტორეს მერიას სურდა, მცხუნვარე მზისგან დაცვის გამოსავალი გარემოსთვის ესთეტიკური და ჯანსაღი ყოფილიყო, ასევე შეენარჩუნებინა თავისი ქალაქის სტილი.

მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი სპეციალისტი ევა პაჩეკო, კრაკოტის ტექნიკის ექსპერტი დაიქირავა, რათა მას თავის სტუდენტებთან ერთად შეექმნა გიგანტური და ფერადი ჩარდახი,
რომელიც არა მხოლოდ ჩრდილს იძლევა, არამედ ალამაზებს ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებს.
უზარმაზარი საფარი იქსოვებოდა 2 წლის განმავლობაში, რომლებიც ხვადასხვა სახელოსნოში მოიქსოვა. საერთო ჯამში, იგი მოიცავს დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრ ფართობს და დაახლოებით 60 მეტრის სიგრძის მონაკვეთს.
ევა პაჩეკომ, ხაზი გაუსვა იმ ქალების ძალისხმევას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მის მომზადებაში, რადგან ეს რთული წელი იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისის გამო და ამ ინიციატივამ მათ ცოტათი დაავიწყათ პრობლემები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები