როდესაც საბჭოთა კავშირის დროს სახლებს, ე.წ. ხრუშოვკებს აშენებდნენ, განსაზღვრული იყო, რომ ამ სახლებს 30 წელზე მეტი არ უნდა ემსახურა. გადაწყვეტილი იყო, რომ საბოლოოდ ე.წ. ხერუშოვკები ახალი ტიპის სახლებს უნდა ჩაენაცვლებინა. თუმცა, 30 წლის შემდეგ ვითრება ისეთი აღარ იყო, როგორც 30 წლის წინ წარმოედგინათ. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა საერთოდ შეწყვიტა არსებობა. გავიდა ხანი, თუმცა ე.წ. ხრუშოვკები ისევ დგას ბევრგან.
იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ატრიბუტი თუჯის აბაზანები იყო. დღესდღეობით ბაზარზე შემოსულია ფოლადის აბაზანები და შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ეს
ახალი მოდელები ბევრად ხარისხიანია, ვიდრე ძველი, თუჯის, მაგრამ ასე არ არის. მართალია, ფოლადის აბაზანას ორი დიდი პლუსი აქვს: ერთი ის, რომ შედარებით იაფია და მეორე, ბევრად მჩატეა და მისი მონტაჟიც ბევრად მარტივია. ამით მთავრდება საუბარი უპირატესობებზე და იწყება მინუსები - სამწუხაროდ, ფოლადის აბაზანა ძალიან მარტივად ექვემდებარება დეფორმაციას, საამისოდ პატრონის ზედმეტი წონაც საკმარისია. მძიმე ნივთის ჩავარდნა-დავარდნა აბაზანაში კატასტროფის ტოლფასია, რადგან ის ემალის მსხვრევას იწვევს. სულ მთავარი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ფოლადი წყლის ავსების დროს ძალიან ხმაურობს.
სულ სხვა საქმაე თუჯის აბაზანა. რა თქმა უნდა, ისე ბევრად მძიმეა. თუ ფოლადის აბაზანა 20-დან 40-კგ.მდე იწონის თუჯის აბაზანის წონა 100-დან 170 კგ.-მდე მერყეობს. სამაგიეროდ, თუჯის აბაზანას ემალი ბევრად მყარად ეკიდება, ის თითქმის არასდროს ძვრება. გარდა ამისა, ასეთი აბაზანა უფრო კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას, ავსებული ცხელი წყალი თუჯის აბაზანაში უფრო გვიან ცივდება. ასევე წყლის ავსების დროს თითქმის არანაირი ხმა არ აქვს. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით თუჯის აბაზანა აქტუალობას დღევანდელ დღესაც არ კარგავს.