როგორ შევარჩიოთ გათბობის რადიატორები სწორად - ფუნქციურად, მასალის და დიზაინის მიხედვით

გათბობის სისტემის მოწყობის დროს ახალი რადიატორების ყიდვა გვიწევს. რადიატორი სითბოს აკუმულირებს მთავარი ელემენტია. სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებთ, სასურველია კარგად გაეცნოთ მის პარამეტრებს.
ცენტრალური გათბობის სისტემის რადიატორების შერჩევისას ყურადრება უნდა მიაქციოთ მასალას, რისგან არის დამზადებული. ამ ფაქტორზე სამომავლოდ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს რადიატორები მზადდება თუჯისგან, ფოლადისგან, ალუმინისგან, სპილენძისგან და არსებობს ორმასალიანი რადიატორები, ბიმეტალი.

თუჯი

ბევრ ბინაში შემორჩა თუჯის რადიატორები. ეს გახლავთ სექციებად დაყოფილი საკმაოდ მძიმე კონსტრუქცია, ხშირად ემალის საღებავით დაფარული. ეს ტიპი თანდათან გადადის მოდიდან, მას თანამედროვე მოდელები ენაცვლებიან.
მიუხედავად
იმისა, რომ ამ ტიპის მიმართ მოთხოვნილება ნელ-ნელა ეცემა, მას გარკვეული უპირატესობები მაინც აქვს:
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლე მასალა
  • მდგრადია კოროზიის მიმართ
  • ექსპლუატაციის ვადა


რაც შეეხება მის უარყოფით მხარეებს, ბევრს აშინებს მისი დამონტაჟება შთამბეჭდავი წონის გამო, ასევე არცთუ მომხიბვლელი ვიზუალი. თუმცა თანამედროვე დიზაინერები ცდილობენ თუჯის რადიატორები მაქსიმალუარდ დახვეწონ.

ალუმინი

ალუმინის მოწყბილობა სულ უფრო აქტურად გამოიყენება გათბობის თანამედროვე სისტემებში, თუმცა მას განსაკუთრებული გათბობის ქვაბი სჭირდება. ეს მასალა მგრძნობიარეა და მისი დაზიანება შიგნიდან ნალექისა და ქვიშის გამო მარტივად ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ მრავალსართულიან სახლებში გათბობის ქვბის კონტროლი ვერ ხერხდება, ალუმინის რადიატორებს ძირითადად კერძო სახლებში აკეთებენ.
ამ ტიპის რადიატორების უპირატესობა არის ის, რომ სითბოს გაცემის კუთხით მას ტოლი ვერ მოეძებნება. გარდა ამისა, ძალიან კარგად ეხამება თანამედროვე ინტერიერს.

ფოლადი

რადიატორების შერჩევის დროს არ შეიძლება არ განიხილოთ ფოლადის ვარიანტი. ამ ტიპის მთავარი უპირატესობა მისი მრავალფეროვნებაა. ის ადვილად შეგიძლიათ მოარგოთ არასტანდარტულ ადგილებში, კუთხეებშიც კი, რაც მასზე მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ზრდის.
სითბოს გამოყოფის კუთხით შეიძლება შევადაროთ ალუმინს, თუცა არა თუჯს. რაც შეეხება ფასს, ის შეიძლება მივაკუთვნოთ საშუალობიუჯეტიან მოდელებს.


ბიმეტალი


მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას ყველაზე დახვეწილ ტიპს, ბიმეტალს ანიჭებს. მის დასამზადებლად იყენებენ ალუმინსა და ფოლადს. შედეგად ვიღებთ ტექნოლოიურ მასალას, რომელსაც ერთდროულად ორი ტიპის მახასიათებელი აქვს. ეს არის საკმაოდ კარგი ხარისხის, მაღალი ფასის მქონე რადიატოები, რომლის ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 50 წელიწადია. ერთი შეხედვით მისი მაღალი ფასი შესაძლოა დაბრკოლებად ჩაითვალოს, თუმცა ხარისხი ფასს ამართლებს.

და ბოლოს, თუ სწორად შეარჩევთ გათბობის ქვაბსა და რადიატორებს, ის ნამდვილად დიდხანს მოგემსახურებათ, ხოლო არაპროფესიონალურად შერჩევის შემთხვევაში, ყველაზე ძვირად ღირებული მოდელიც კი შესაძლოა დაზიანდეს და ვერ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

P.S. რასაკვირველია, დიზაინსაც აქვს მნიშვნელობა და ფოტოიდეებსაც გთავაზობთ:











როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად - სპეციალისტის რჩევები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები