როგორ ტემპერატურაზე უნდა ირეცხებოდეს სარეცხი ახლა, ვირუსების დროს?


ბევრ მანქანას აქვს სწრაფი, დელიკატური რეცხვის რეჟიმი, რომელიც დიასახლისებს დროის და ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს. თუმცა დღესდღეობით ამ რეჟიმებით სარგებლობას არ გირჩევთ. რატომ?

სწრაფი რეცხვის დროს გვაქვს ძირითადად ორი ვარიანტი, 30 და 40 გრადუსი.
ამ ორ რეჟიმს შორის სხვაობა ფაქტობრივად არ არსებობს, ორივე შემთხვევაში სარეცხი ნელ-თბილ წყალში ირიცხება.
ყველაზე სწრაფი რეცხვის რეჟიმი განკუთვნილია სამოსისთვის, რომელსაც იშვიათად ვხმარობთ, თუმცა დღევანდელ დღეს ამ შემთხვევაშიც თავის შეკავებას გირჩევთ.

რაც უფრო მეტია წყლის ტემპერატურა მით უკეთესი

რაც უფრო მაღალია იმ წყლის ტემპერატურა, რომელშიც სარეცხს
ვრეცხავთ მით მეტია ალბათობა იმისა, რომ მიკრობები იხოცება. იმისათვის, რომ დაგარწმუნოთ იმაში, რომ 40 გრადუსი მიკრობების დასახოცად საკმარისი არ არის მოვიყვანთ მაგალითს, რომ ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36,6 –ია, რაც ბაქტერიების და მიკრობებისთვის იდეალური პირობაა. აი, 60 გრადუსზე კი მიკრობების უმეტესობა იხოცება.
ინფექციის გავრცელების პერიოდში აუცილებელია სარეცხის ხშირი რეცხვა, იქნება ეს პირსახოცები, თეთრეული, ჩაის ტილოები, ხელთათმანები, ბავშვის ტანსაცმელი თუ სხვა.

თუ თქვენს სარეცხის მანქანას შრობის ფუნქციაც აქვს, ამაზე უკეთესი ამ ეტაპზე არაფერია, გირჩევთ აუცილებლად გამოიყენოთ ეს ფუნქციაც.
ასევე დროა დაიწყოთ სარეცხის დაუთოება, ცხელი უთო მიკრობებს ანადგურებს.

რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა

დროდადრო აუცილებლად ჩაუტარეთ დეზინფექცია თქვენს სარეცხის მანქანას. საამისოდ ჩაასხით მანქანაში ერთი ჭიქა ძმარი, შეარჩიეთ ტემპერატურა არა ნაკლებ 60 გრადუსისა და ჩართეთ ყველაზე ხანგრძლივ რეჟიმზე.
ძმარო მოაშორებს თქვენ მანქანას დაგროვილ ნადებს და დახოცავს მიკრობებს.

ეცადეთ არ დააგროვოთ სარეცხი კალათაში და შეძებისდაგვარად სწრაფად გარეცხოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ვინმე ავად არის.

კომენტარები

ჭკვიანი 2020-04-13 23:01
60°ზე რომელი ტანსაცმელი ირეცხება.
თეთრეული კი ბატონო,შეიძლება.
eka 2020-04-03 20:31
თუ გვეუბნებიან ვირუსს საპონი ანადგურებს ჩვეულებრივ ონკანის წყალთან ერთადო,სარეცხის ფხვნილი ვერ გაანადგურებს გინდაც თბილ წყალში?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი