ორიგინალური იდეა სახლისათვის საკუთარი ხელით - ხალიჩა ძველი მაისურებისგან

ახლა კი თქვენმა ძველმა მაისურებმა შესაძლოა რეალურად შეიძინონ მეორე სიცოცხელე. თქვენ შეგიძლიათ მშვენიერი, ფერადი ხალიჩის გაკეთება საკუთარი ხელით.


ხალიჩა მაისურებისგან

დაგჭირდებათ:

  • 5-10 ძველი მაისური
  • ძაფი და ნემსი
  • მაკრატელი
  • საკერავი მანქანა (თუმცა შესაძლოა მის გარეშეც იმოქმედოთ)



დამზადება

1. ფერების მიხედვით შეარჩიეთ რამდენიმე ძველი მაისური. რაც უფრო დიდი ხალიჩის გაკეთებას დაგეგმავთ, მით მეტი მაისური დაგჭირდებათ. პირველი ეტაპი ამ ძველი მაისურების გრძელ ლენტებად ქცევაა. მოკლედ, მაისური გრძელ ნაჭრებად უნდა დაჭრათ.





2. როდესაც ასეთი ნაჭრები მზად გექნებათ, უნდა შეუდგეთ მათ დაწნას. ლენტების ბოლოები დამჭერით დააფიქსირეთ, რომ საქმე
უფრო გაგიმარტივდეთ.



3. შემდეგი ეტაპი ხალიჩის დამრგვალებაა. ეს პროცედურა ნაზად და ფრთხილად უნდა გააკეთოთ. ხალიჩა თითქმის მზად არის.



4. საბოლოოდ ამ ფერადი ნაწნავების შეკერვა გახლავთ, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ხელით ან საკერავი მანქანით, როგორც მოგიხერხდებათ. შეკერვა ხალიჩის ცენტრიდან უნდა დაიწყოთ, უნდა წამოხვიდეთ სპირალისებურად.





შედეგი მართლაც საოცარია. წარმატებებს გისურვებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები