როგორ მოვაწყოთ ვიწრო სამზარეულო კომფორტულად

როგორ უნდა მოვაწყოთ ვიწრო სამზარეულო ისე, რომ იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მოხერხებული. რა უნდა გაითვალისწინოთ ავეჯის შერჩევის დროს, რომელ ფერებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, რას გვირჩევენ დიზაინერები? 


პირველი, რაც ვიწრო სამზარეულოს მოწყობის დროს უნდა გაითვალისწინოთ, არის ავეჯის შერჩევა და განთავსება.
ყველაზე სტანდარტული ვარიანტი არის ავეჯის ერთ მწკრივში დამონტაჟება, როდესაც ქურა ონკანის ერთ მხარეს არის, ხოლო მაცივარი - მეორე მხარეს. ასე თქვენ მაქსიმალურად დაზოგავთ სივრცეს და დაიტოვებთ ადგილს დარცენილი სივრცის მაქსიმალურდ კომფორტულად ათვისებაში.



არსებობს ასევე კუთხის ტიპის ავეჯი. ამ შემთხვევაში იტვირთება
კუთხეები და შეიძლება გამოიყენოთ ფანჯრის რაფაც, თუ ასეთი არსებობს.

აქტუალურია ორრიგიანი განლაგება. ამ ვარიანტსაც აქვს არსებობის უფლება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორ რიგს შორის არის თავისუფალი სივრცე არა ნაკლებ ერთი მეტრისა. თუ არსებობს სივრცის აღნიშნული ვარიანტით მოწყობის საშუალება, გირჩევთ მაგიდა ფანჯარასთან მოათავსოთ.


რაც შეეხება ფერს, ვიწრო სივრცისთვის ყველაზე მისაღები ფერი, რა თქმა უნდა, თეთრია თავისი მკვეთრი აქცენტებით.
თუ მუქი ფერები გინდათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა არა მთელ სამზარეულოში, მხოლოდ ნახევარ სივრცეში, ქვედა ნაწილში - სამუშაო ზედაპირის სივრცის დონემდე.

იმისათვის, რომ ვიწრო სივრცე ვიზუალურად გაადიდოთ, უნდა შეარჩიოთ ავეჯის სათანდო ფერი. მუქი ფერები და აქცენტები გამოიყენეთ მხოლოდ ქვედა ნაწილში, რათა არ გადატვრთოთ საერთო სივრცე.

არც განათება დაივიწყოთ. თუ სამზარეულოში არის ფანჯარა ან რამდენიმე ფანჯარა, ხომ კარგი, ეცადეთ, რომ სამზარეულოში უხვად შემოდიოდეს სინათლე, ეს მას ვიზუალურად გაადიდებს. არ ჩამოაფაროთ სქელი ფარდები. თუ ფანჯრები არ გაქვთ, გააკეთეთ განათების რამდნიმე კერა. თუ საზარეულოს მაღალი ჭერი აქვს, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ჭერს მიბჯენილი ჭაღი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გრძელი ჭაღი ბევრად ეფექტური და მისაღები იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები