ნივთები, რომელთა გარეშეც საბჭოთა დროს ადამიანი ღარიბად ითვლებოდა


ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ადამიანები მოკრძალებულად ცხოვრობდნენ - სტანდარტულ სახლებში, ერთნაირი ავეჯით და უბრალო საყოფაცხოვრებო დეკორით.
ჩეხური კედელი და რბილი ავეჯი ფუფუნებად ითვლებოდა, მასიური ხის რუმინული ავეჯი იმდენად ძვირადღირებული სიამოვნება გახლდათ, რომ სოციალური სტატუსის მანიშნებელიც იყო.  ამ ნივთების მოპოვება არცთუ მარტივი საქმე გახლდათ. წიგნების სტელაჟები და შალის ხალიჩა უფრო ხელმისაწვდომი იყო უბრალო ოჯახებისთვის. მოკლედ, არსებობდა საგნები, რომლის გარეშეც ოჯახი ღარიბად ითვლებოდა. მოდით, ვნახოთ ამ საგნების ჩამონათვალი.

ნახატები



განსაკუთრებული პოპულარობით და მოთხოვნით სარგებლობდა რეალისტური ნახატები და მადისაღმძვრელი ნატურმორტები.

ირმის რქა

მსგავსი ნივთი
სახლში არავის აკვირვებდა. ეს ნორმად მიიჩნეოდა.

ბამბუკის ფარდა


ეს არცთუ მოხერხებული აქსესუარი თითქმის ყველა ოჯახში შეგხვდებოდათ.

ხალიჩები



70-იანი წლებიდან შალის ხალიჩები განსაკუთრებით მოდაში შემოვიდა. იქამდე კედლებზე გობელენი ეკიდა.

ნაქსოვი ხელსახოცები


იმ დროს არ არსებობდა ცნება "ჰენდ მეიდი" და საავტორო ნამუშევარი, თუმცა ამის გაკეთება ბევრმა იცოდა. ქსოვას ყველა ბებია ასწავლიდა თავის შვილიშვილს. ამიტომ გახამებული, ხელით ნაქსოვი თეთრი ხელსახოცი ყველა ოჯახს ამშვენებდა.

თერმომეტრი და ბარომეტრი



ახლა ყველა ინფორმაციის მოძიება ტელეფონშია შესაძლებელი, ამინდი იქნება თუ სხვა რამ. იმ დროს კი მხოლოდ თერმომეტრი და ბარომეტრი არსებობდა ყველა ოჯახში.

ჭაღი "კასკადი"


ჭაღით ბევრი ოჯახი იწონებდა თავს, მით უმეტეს, რომ თუ ბავშვები ბურთის თამაშის დროს დააზიანებდნენ, მისი დაწებება ადვილად იყო შესაძლებელი.

ბროლი




მისაღებ ოთახში, ე.წ. სერვანტში თუ ბროლის ჭურჭელი იწონებდა, თავს ე.ი. ოჯახი შემდგარი და წარმატებული იყო.

ნაქსოვი ფეხსაგები


ყაისნაღით ნაქსოვ ფეხსაგებს ძირითადად სოფლის სახლებში შეხვდებოდით. მსგავსი ტიპის საფენებს სკამებისთვისაც იყენებდნენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები