„ორბი ჯგუფმა“ ბახმაროს მრავალფუნქციურ კოლმპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო


კომპანია ორბი ჯგუფი“ ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაცია, თავად ბახმაროს პროექტის ავტორმა, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შესულმა კომპანია WilkinsonEyre-ის პარტნიორმა და დირექტორმა, მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა სემ ვრაითმა გამართა.
მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში 350 სასტუმრო ნომერს გაყიდის, რომელიც პრემიუმ კლასის იქნება. ყველა აპარტამენტს ექნება ტერასა, მთისა და ტყის ხედებით. აპარტამენტების მინიმალური ფასი კვადრატულ მეტრზე 1500 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი, 5000 დოლარს აღწევს.
სასტუმრო კომპლექსი ბახმაროს უნიკალურ ადგილზე განთავსდება და მთლიანად იქნება ადაპტირებული
ადგილობრივ ლანდშაფტთან.
მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.


„ორბი ჯგუფის მიზანია ბახმარო 4 სეზონიან კურორტად გადაიქცეს, შეიქმნას თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი, რომელიც უნიკალური იქნება როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით.
ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წლის ვადაზეა გათვლილი და 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
ჩვენი მიზანია, ბახმაროს ახალი სიცოცხლე შევძინოთ, შევუქმნათ საერთაშორისო იმიჯი და მისი საკურორტო თვისებების ხაზგასმა მსოფლიო დონეზე მოვახდინოთ“, - აცხადებს, კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.
ბახმაროში, „ორბი ჯგუფის“ აპარტამენტების შეძენის მსურველებმა უნდა დარეკოთ ნომერზე: +995 322 50 50 15; +995 555 31 00 00 ან ეწვიეთ ვებგვერდს: https://orbigroup.ge/geo/bakhmaro

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები