ალბათ ორმაგად საინტერესოა, თუ როგორ სახლებში ცხოვრობენ ადამიანები, ვისი საქმეც ინტერიერის დიზაინია. რა მასალებს იყნებენ საკუთარი საცხოვრებლისთვის, როგორ ანაწილებენ სივრცეს, რომელ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ ინტერიერში მათსავე „ხელწერად ქცეულ“ დეტალებს თუ იკეთებენ.. სწორედ ამიტომ გთავაზობთ, დაათვალიეროთ ინტერიერის ქართველი დიზიანერების სახლები.
ინტერიერის დიზაინერმა ნინო ბაბუხადიამ 18 წლის წინ სოლოლაკში, რომელიც იმ დროისთვის არც თუ ისე პრესტიჟულ ადგილად ითვლებოდა, ბინა იყიდა, უფრო სწორად, როგორც თავად ამბობს, ბინა კი არა, მთლიანი სივრცე, სადაც ყველაფერი გასაკეთებელი იყო. ვინაიდან თვითონ
არქიტექტორი არ არის, მეგობარს სთხოვა დაპროექტება და მერე შეუდგა რემონტს.
- ოთახების წყობა ჩვენ თვითონ დავალაგეთ, ზუსტად ვიცოდი, რა და როგორ მინდოდა. ამ სახლში არავის აქვს სამზარეულო იქ, სადაც მე. ზოგადად, ოთახების განლაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა რომ ვაკეთებდე ამ ბინას, საერთოდ არაფერს შევცვლიდი, გავაახლებდი მხოლოდ. ამით ვხვდები, რამხელა მნიშვნელობა აქვს არქიტექტორის სწორ ნამუშევარს. მგონია, რომ თანამედროვე ინტერიერს ძალიან უხდება რეტრო სტილის დეტალები. თუკი გაქვს შესაძლებლობა, შეიტანო შტრიხი ძველი ნივთით, არ უნდა დაიხიო უკან, რადგან განსაკუთრებულობას სძენს ინტერიერს. - აღნიშნა ნინომ „შინ“ - თან საუბრისას
ვინც ნინოს იცნობს, ან მისი ნამუშვრები აქვს ნანახი, ეცოდინება მისი დამოკიდებულება სარკეებისა და მარმარილოს მოზაიკისადმი. დიზაინერმა საკუთარ ხელწერას თავისსავე სახლშიც არ უღალატა და მარმარილოს მოზაიკა და სარკეები ინტერიერში ორიგინალურად გამოიყენა. ალბათ ძალიან ცოტას გინახავთ ჭერში დამაგრებული სარკე, რომლიდაც ყინულის ლოლოებივით სრულიად გამჭირვალე სანათი „ეშვება“. ნინოს მისაღების ჭერი სარკით იმგვარად აქვს დაფარული, რომ ვიტრაჟებიდან სარკეში ეზოში მდგომი ხეები ირეკლება და მისაღებში მჯდომს ასოციაცია გიჩნდება რომ ბუნებაში ხარ. მისი სახლის მთავარი სიმდიდრე უშველებლი, მწვანეში ჩაფლული ტერასაა, ბაღნარი შუაგულ თბილისში, რომელიც შემკობილია მცენარეებით. ტერასაზე ცნობილი დიზაინერის სოფო გონგლიაშვილის შექმნილი ტახტი დგას. იატაკი კი მარმარილოს მოზაიკითაა მოპირკეთებული.
- სადაც მეძლევა საშუალება, გავაკეთო მარმარილოს მოზაიკა, უკან არ ვიხევ. ვგიჟდები ძველ სადარბაზოებზე და ამ იდეის ინსპირაცია სწორედ აქედან წამოვიდა. ვიპოვე მაგარი ბიჭი, რომელიც მუშაობს ამაზე და ჩემი ჩანაფიქრები განახორციელა. ლამაზია, თუმცა ამასთან ერთად მნიშვნელოვანია გამძლეობა, დრომ კი გვაჩვენა, რომ ძალიან გამძლე და პრაქტიკულია.
იხილეთ სრულად ინტერვიუ და დაათვალიერეთ ნინო ბაბუხადიას სახლი:
ცნობილი დიზაინერის გამორჩეული ბინა - სტუმრად ნინო ბაბუხადიასთან
ქეთი ნადიბაიძე პროფესიით სცენოგრაფია, თუმცა სახლი რომ იყიდა და მის სარემონტო სამუშაოებში ჩაერთო, ისე მოეწონა პროცესი, გადაწყვიტა ძალები ამ სფეროში მოესინჯა. თავდაპირველად პაატა ციკოლიასთან ერთად მუშაობდა შეკვეთებზე, დროთა განამვლობაში დააგროვა ცოდნა, გამოცდილება და ინტერიერის დიზაინერად ჩამოყალიბდა. სახლი საკუთარი იქნება თუ დამკვეთის, ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესობას ბუნებრივ მასალებს ანიჭებს.
- არ ვეხები ლამინატს, მეტალოპლასტმასს ან მსგავსი მასალის ავეჯს, კედლებს, ჭერს და ა.შ. ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე სწორედ ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი მასალებით ვაკეთებ ინტერიერს, ის სულაც არ არის ძვირად ღირებული. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, შევიძინო საქართველოში დამზადებული მასალა, ავეჯი და სხვა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს ინტერიერში ძველებური სტილი ჭარბობს. ბინები ძირითადად ძველ სახლებში მაქვს გაკეთებული და ყოველთვის ვცდილობ, შევუნარჩუნო ძველი იერი, ძველი სული, რომელიც ძალიან მომწონს. ვცდილობ, სახლი იყოს მყუდრო, ნათელი, მხატვრული და შემოქმედებითი.
მეტად საინტერესოა ვინტაჟური სტილი ქართული ელემენტებით. ინტერიერში ხშირად ვიყენებ ძველ ნივთებს, მეორად ავეჯს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვცდილობ, თანამედროვე დეტალებიც შევიტანო. ეს ნაზავი საინტერესოს ხდის გარემოს. იშვიათად ვყიდულობ თანამედროვე ავეჯს. თუ მაინც მიწევს ყიდვა, მირჩევნია, ხელოსანს დავამზადებინო. პირველ რიგში იმიტომ, რომ საავტოროა. ამავეე დროს მსიამოვნებს, როცა ავეჯზე ვფიქრობ და ჩემი დიზაინით ვამზადებინებ. ეს ჩემთვისაც ახალია, თანაც დამზადებული ავეჯი უფრო იაფი ჯდება.
იხილეთ ქეთის ინტერვიუ სრულად და მისი სახლის და მისი პროექტების ფოტოები
ვინტაჟური სტილი ქართული ელემენტებით - დიზაინერის გემოვნებიანი სახლი და რჩევები მკითხველს
ილია ზაქარაია წლებია, ინტერიერის დიზაინერია. საკმაოდ ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული და თავის სფეროში ბევრი მიღწევითა და წარმატებითაც შეუძლია დაიკვეხნოს. ცოტა ხნის წინ არქიტექტურული პრემიის მფლობელიც გახდა.
ილიას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. რა თქმა უნდა, მათთან ერთად მისსავე დაპროექტებულ და მოწყობილ ბინაში ცხოვრობს.
- ჩემს სახლში არის მოდერნისა და ინდუსტრიული სტილის ნაზავი, სასტუმროსთვის დამახასიათებელი სიმყუდროვე. ინტერიერში გამოყენებულია პასტელური ფერები, ნატურალური შპალერი, პარკეტის მასალითაა მოპირკეთებული კედლები და ჭერი.
უფრო დაწვრილებით ილიას სახლისა და მისი პროექტების შესახებ იხილეთ ჟურნალ "შინ"ის გაზაფხულის ნომერში.
ციცი ომანიძე

კომენტარები