ელემენტები დიზაინში, რომლებიც შეცდომით მიაჩნიათ უგემოვნოდ და მოძველებულად


ინტერიერის დიზაინი პერსონალურ სტილს ჰგავს: თითქოს ამაში რთული არაფერია, ეს ყველას შეუძლია -  ჩვენ ყოველდღიურად ვიცვამთ ტანსაცმელს და ვცხოვრობთ სახლებში, რომლებიც, ასე თუ ისე, ნორმალურად არის მოწყობილი. სინამდვილეში კი ყველაფერი ცოტა უფრო რთულად არის და ყველას გვსმენია უგემოვნო ინტერიერის და ჩაცმის სტილის შესახებ.
არსებობს ინტერიერში დეტალები, რომლებიც საყოველთაოდ არის მიჩნეული უგემოვნოდ, თუმცა მათი განახლებით კვლავ შეიძლება ისინი მისაღებ ვარიანტებად იქცნენ.

ხალიჩა კედელზე


ხალიჩა კედელზე ჩვენი ბებიების დროს პოპულარული იყო და ხვეწდა კიდეც ინტერიერს, თუმცა თანამედროვე ინტერიერში ასეთ კედელი უცნაურია, თუმცა მილანში, ინტერიერის მოდის დიზაინში მსგავსი გადაწყვეტილებაც გამოიყენება.
მთავარია, ხალიჩა იყოს თანამედროვე სტილის და ფერები შესაფერისი. ხალიჩა შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერიერში აქცენტად.

ჭურჭლის კარადა


ბროლის ჭურჭლით სავსე კარადა წარსულის გადმონაშთია. თითქოს სასაცილოა ისეთი ჭურჭლით გამოტენილი ავეჯი, რომელსაც წელიწადში ერთხელ მოვიხმართ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ნივთები ჩვენთვის ძვირფასია და თბილ მოგონებებს აღგვიძრავს. გირჩევთ, განაახლოთ ძელი კარადა და ისე განათავსოთ შიგნით თქვენთვის ძვირფასი ჭურჭელი.

დიდი ბროლის ჭაღი



დიდი ბროლის ჭაღი სასაცილოდ და უგემოვნოდ გამოიყურება პატარა ზომის ოთახში, თუ პროპორციებს დაიცავთ და სათანადო სივრცეში სათანადო ზომას გამოიყენებთ, გვერწმუნეთ, სასაცილო ამაში ნამდვილად არაფერი იქნება.

ჭერის პლინტუსები და მოლდინგი



ჭერის პლინტუსს სივრცეს ადაბლებს. არადა, კარგი ხარისხის და მცირე ზომის ჭერის პლინტუსს ბევრი ხარვეზის დაფარვა შეუძლია და არც ისე ღარიბულად გამოიყურება, როგორც შეიძლება გეგონოთ.

რეპროდუქცია ტილოზე

ყველას როდი აქვს საშუალება, შეიძინოს საყვარელი მხატვრის ორიგინალი ნამუშევარი. არაფერია სამარცხვინო იმაში, თუ რეპროდუქციას დაკიდებთ კედელზე, საკუთარ ინტერიერში, მთავარია, ყველაფერი ერთმანეთს გემოვნებით ეხამებოდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები