უფრთხილდით ამ ფერებს ინტერიერში
რომელმა ფერებმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა? აი, ის ოთხი ფერი, რომელთა ინტერიერში გამოყენებისგან დიზაინერები თავის შეკავებას გირჩევენ, თუმცა, თუ ძალიან მოგწონთ ეს ფერები და თვლით, რომ ის სწორედ თქვენი ფერებია, უნდა იცოდეთ მათგან მოსალოდნელი ეფექტებიც.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები ხშირად გამოიყენება სიმშვიდისა და დასვენების განცდის შესაქმნელად, თუ ისინი ჭარბად ან არასწორ პალიტრაში გამოიყენება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნულ ინტერიერში თავი ენერგიულად იგრძნოთ. თუმცა, სწორად გამოყენების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ იდეალურ გარემოს მშვიდი ძილისთვის. მეორეს მხრივ, თამამი და ცეცხლოვანი ტონები შესაძლოა
ცეცხლოვანი წითელი
ეს ფერი ითვლება აგრესიულ, ენერგიულ და მასტიმულირებელ ფერად. ამ ფერის ჭარბად გამოყენება ადამიანს დაღლილობის შეგრძნებას უჩენს. თუ მაინცდამაინც წითელი ფერის გამოყენება გნებავთ, გირჩევთ შედარებით თბილი ელფერები შეარჩიოთ, მაგალითად, აგურისფერი ან იასამნისფერი.
ცივი ნაცრისფერი
მიუხედავად იმისა, რომ ნაცრისფერი, ერთი შეხედვით, მოსაწყენ ფერად მიიჩნევა, ის აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ნაცრისფერი სამზარეულო და მისაღები ისევ მოდაშია, თუმცა არ გირჩევთ ამ ფერის გამოყენებას ისეთ ინტერიერში, სადაც სინათლის ნაკლებობაა.
მუქი ფერები
მუქი ფერები ხშირად გამოიყენება ინტერიერში და ლამაზიც არის, თუმცა მათთან სიფრთხილეა საჭირო, ზედმეტად მუქმა გამამ შესაძლოა ადამიანის ფსიქიკაზე არცთუ დადებითი გავლენა მოახდინოს, ეცადეთ, რომ ფერი იყოს თბილი და ჰაეროვანი.
მონოქრომული სქემები
ერთფეროვანმა სივრცემ შესაძლოა ადამიანი გააღიზიანოს და შეაშფოთოს. იმისათვის, რომ სივრცე იყოს ვიზუალურად საინტერესო, აუცილებელია კონტრასტის არსებობა.