შიდა კარსა და თაღს შორის არჩევანის გაკეთება ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ორივე ვარიანტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ფუნქციონალურობასა და ვიზუალს შორის ბალანსის დაცვა კი შესაძლოა რთული იყოს. რემონტის ან სახლის კეთილმოწყობისას ადამიანებს ხშირად უჩნდებათ მრავალი კითხვა, მათ შორის შიდა კარების ან თაღის არჩევასთან დაკავშირებით. არჩევანის გაკეთება ადვილი არ არის.
შიდა კარის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ფუნქციონალურობაა. ის უზრუნველყოფს იზოლაციას ხმაურისა და სუნისაგან და ასევე ქმნის კონფიდენციალურობის განც
დას. დიახ, კარი გვთავაზობს კონფიდენციალურობის უფრო დიდ ხარისხს, განსაკუთრებით - საძინებლებსა და აბაზანაში. გარდა ამისა, შიდა კარი უკეთ გვიცავს მტვრისა და სიცივისგან.
მნიშვნელოვანია კარი ესთეტიკური კუთხითაც. ლამაზი კარი არა მხოლოდ ფუნქციური გადაწყვეტაა, არამედ დეკორატიული ელემენტიც. კარის კიდევ ერთი უპირატესობა არის კარგი ხმის იზოლაციის უნარი. სწორად დამონტაჟებულ კარს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ხმაური მეზობელი ოთახებიდან და შექმნას კომფორტული ატმოსფერო ოთახში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც განმარტოებასა და სიმშვიდეს ეძებს.
ოთახის იზოლირების აუცილებლობა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია შიდა კარის არჩევისას. თუ გჭირდებათ ადგილი, რომელიც დახურული იქნება ცნობისმოყვარე თვალისგან, ამ შემთხვევაში კარი საუკეთესო გამოსავალია.
ამ ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია კარის უარყოფითი მხარეებიც. მთავარ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მისი მაღალი ფასი. თუ სამზარეულოდან ან სხვა ოთახიდან კარის ამოღებას გადაწყვეტთ, მზად უნდა იყოთ სერიოზული ფინანსური ხარჯებისთვის. კარების დაყენება შეიძლება ძვირი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გჭირდებათ თანამედროვე და მაღალი ხარისხის დიზაინი.
ასევე გაღების დროს ის დამატებით ადგილს იკავებს, რაც შეიძლება პრობლემა იყოს შეზღუდული სივრცის შემთხვევაში. გარდა ამისა, კარს შეუძლია დაბლოკონ სინათლის ნაკადი, რაც ოთახს ჩააბნელებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ოთახებში, სადაც სინათლის ყველა სხივი მნიშვნელოვანია.
მეორეს მხრივ, თაღი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას შექმნას სივრცითი და ვიზუალური ეფექტი. ის ინტერიერს ანიჭებ სიმსუბუქეს და ელეგანტურობას, ასევე ვიზუალურად ხდის ოთახს უფრო ფართოს. თაღი უზრუნველყოფს სინათლის წვდომას, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა სივრცეში. გარდა ამისა, თაღი შეიძლება იყოს დეკორატიული ელემენტი, რომელიც ინტერიერს კომფორტს და სტილს შეჰმატებს.
თაღი იძლევა საშუალებას გააფართოვოთ სივრცე, შექმნათ უფრო ღია და ფართო ინტერიერის განცდა. თაღი შეიძლება იყოს ელეგანტური და ასევე ფუნქციონალური გადაწყვეტა სახლის შიდა ზონირებისთვის, განსაკუთრებით შეზღუდულ სივრცეში.
გარდა ამისა, თაღოვანი სტრუქტურები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჰაერის მიმოქცევას. თაღი ჰაერის თავისუფალი შედინების და ცირკულირების საშუალებას იძლევა ოთახებს შორის, უზრუნველყოფს ბუნებრივ ვენტილაციას და აუმჯობესებს საერთო ატმოსფეროს სახლის შიგნით.
თაღი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ზონირებისთვის, სივრცის თაღებით დაყოფა საშუალებას მოგცემთ გამოყოთ ცალკეული ფუნქციონალური უბნები, ისე, რომ თან შენარჩუნდეს ერთიანი და გააზრებული ინტერიერის განცდა. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ოთახებში, სადაც არ არის კედელი ან მუდმივი გამყოფი დანაყოფი და თქვენ უნდა შექმნათ მკაფიო საზღვრები სხვადასხვა ფუნქციურ ზონებს შორის.
რაც შეეხება ღირებულებას, თაღოვანი კონსტრუქციები ბევრად უფრო ხელმისაწვდომია კარის დამონტაჟებასთან შედარებით. ამიტომ ის უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია შეზღუდული ბიუჯეტის მქონეთათვის.
თუმცა, თაღოვან ღიობებსაც აქვს გარკვეული უარყოფითი მხარეები, ეს გახლავთ ხმის იზოლაციის ხარისხი, რადგან თაღი არ უზრუნველყოფს ოთახებს შორის ხმაურის სრულ დაბლოკვას. ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფიდენციალურობის პრობლემები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თაღი შეუთავსებელია სამზარეულოსთან. სამზარეულო მოითხოვს ყურადღებას, სისუფთავესა და წესრიგს, ხოლო თაღოვანმა დიზაინმა შეიძლება გაზარდოს სისუფთავის შენარჩუნების აუცილებლობა. და ეს, თავის მხრივ, ხდება დროისა და ძალისხმევის დამატებითი ხარჯვის მიზეზი.
ასე რომ, სანამ არჩევანს გააკეთებდეც, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:
შერჩევის კრიტერიუმი არის ოთახის ფართობი. პატარა ოთახების გაფორმება უფრო რთულია თაღებით, რადგან მათ შეუძლიათ ვიზუალურად შეამცირონ ფართობი და შექმნან ქაოსის შთაბეჭდილება. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია იქონიოთ ჩვეულებრივი კარი.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჭერის სიმაღლე. დაბალ ჭერს შეუძლია შეზღუდოს თაღის დაყენების შესაძლებლობები, რადგან ის ვიზუალურად ამცირებს ოთახის სიმაღლეს. თუ ჭერის სიმაღლე მინიმუმ 2.5 მეტრია, მაშინ შეგიძლიათ განიხილოთ თაღიანი ვარიანტი. გარდა ამისა, თაღები მიზანშეწონილია გამოიყენოთ დიდ ოთახებში, რადგან ისინი ქმნიან სივრცისა და სიმაღლის განცდას.
და ბოლოს, მესამე ფაქტორი, ეს გახლავთ ოთახის დანიშნულება. ოთახის ფუნქციიდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეთ კარი ან თაღი. მაგალითად, თუ თქვენ აწყობთ სამუშაო ან საბავშვო ოთახს, შეგიძლიათ აირჩიოთ თაღი. ეს შექმნის თავისუფლებისა და სიმსუბუქის განცდას. ასევე კარგი არჩევანია თაღი მისაღებ ოთახში.