გაითვალისწინეთ ეს რჩევები პატარა და ვიწრო შესასვლელის მოწყობის დროს


დერეფნის ზომა ყოველთვის როდი გვაკმაყოფილებს.  ხშირ შემთხვევაში ის პატარა და ვიწროა. ამ დროს გამოსავალი თითქოს არ არსებობს, თუმცა ინტერიერის დიზაინერებმა მრავალი წლის შრომის შედეგად ჭკვიანურად გადალახეს ეს დაბრკოლება.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ ეს ადგილი არ უნდა იყოს არეული და უნდა იყოს კარგად განათებული. ასევე დიზაინის სტილიც თქვენთვის აბსოლუტურად მისაღები უნდა იყოს. არ არის სავალდებულო მხოლოდ ღია, ნათელი ფერები, მისაღებია მუქი, ღრმა, ფერებიც. მოდით ვნახოთ რჩევები და ხრიკები, რომელიც დერეფნის მოწყობის დროს დაგვეხმარება.



პირველი და მთავარი რჩევა არის ის, რომ დერეფანი არ
გადავტვირთოთ. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ქაოსი, არ გირჩევთ ნივთების ამ ზონაში შენახვას, თუ ეს გარდაუვალია, გირჩევთ ყველაფერს თავისი კონკრეტული ადგილი მიუჩინოთ, რათა თავიდან აიცილოთ ქაოსი.
მინიმალიზმი დერეფნის გაფორმების დროს შესაძლოა შეუცვლელი გადაწყვეტილება იყოს. შეარჩიეთ ისეთი ნივთები, რომელიც ეფექტურიც იქნება ვიზუალური თვალსაზრისით და თან პრაქტიკული. უპირატესობა მიანიჭეთ ჩაშენებულ ავეჯს, რომელიც კედელს შეერწყმება, აქცენტების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახატები და პრინტები. გაითვალისწინეთ ასევე ისიც, რომ ერთი ფერი დიდი სივრცის ილუზიას ქმნის.




სტრატეგიული განათება ის ნიუანსია, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს აღნიშნული პრობლემის მოგვარების დროს. უპირატესობა თბილ განათებას მიანიჭეთ. შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ ბუნებრივი განათება.




მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები არ გვირჩევენ შეზღუდულ სივრცეში მუქი ფერების გამოყენებას, შეგვიძლია გირჩიოთ, რომ არ შეუშინდეთ მსგავს გადაწყვეტილებებს. გონივრულად გამოყენებული მუქი ფერი შესაძლოა ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს.
და ბოლოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დერეფნისთვის არის სარკე, რომელიც, რატომღაც ხშირად ავიწყდებათ. ეცადეთ, რომ თქვენს დერეფანში აუცილებლად გამონახოთ ადგილი სარკისთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები