სტილი, რომელიც ყოველთვის მოდაშია

ინტერიერის მოდა ცვალებადია. თუმცა არის მიმართულებები, რომლებიც დროს უძლებს და ყოველთვის აქტუალურია. წარმოგიდგენთ 6 ამგვარ მიმართულებას

არტ-დეკო


გეომეტრიული ფორმის ავეჯი მკაცრი ვერტიკალური ხაზებით, შუშისა და თითბერის (ლატუნის) დეტალები, ელვარე ქსოვილები - ეს ყველაფერი დეკორატიული ხელოვნებაა, რომელიც 1920-1930-იან წლებს ახასიათებდა.

მკაცრი ხაზები


შუშისა და თითბერის დეტალები

გეომეტრიული კონსტრუქციები

1950-იანები


ეს ტავისუფალი განლაგების სტილია, ერთგვაროვანი შალითები, სუფთა ფერები, მრგვალფორმებიანი წვრილფეხა ავეჯი, გეომეტრიული პრინტი და აბსტრაქცია - ასეთი იყო 1950-იანი წლების ამერიკა


რუსტიკი


მყუდრო და ძალიან კომფორტული სოფლური სტილი არასოდეს კარგავს აქტუალობას. მისთვის

დმახასიათებელია არცთუ მაღალი ჭერი, მომცრო ფანჯრები და ბუნებრივი ნეიტრალური ფერთა პალიტრა.



მოდერნი

უფრალო ფორმის ა ლაკონური ავეჯი, ჰაეროვანი ინტერიერი, ნათელი სივრცე - სკანდინავიური მოდერნი ჯერ კიდევ 30-იან წებში ჩაისახა და დღემდე ინარჩუნებს ხიბლს.

1970-იანები


ნათელი, ამყოლი და ქარაფშუტული, ბევრი მეტალის ელემენტით. ერთ-ერთი დამახასიათებელი დეტალი, რამაც ამ სტილს პოპულარობა მოუტანა, ბორბლებიანი მაგიდა იყო.


ფერების ნათელი შეხამება

სავარძლები


მეტალის ელემენტები
კლასიკა



მაღალი ჭერი, ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე, ჩრდილოვანი პანელები, განიერი პლინტუსები და ხის სტრუქტურა.

ექსპერტის რჩევები:

გამოიყენეთ ფუნჯი და საღებავი
როცა სახლში ინტერიერის შეცვლა გინდათ, კელდების შეღებვაზე მარტივი არაფერია. შეგიძლიათ შეღებოთ არამარტო კედლები, ჭერიც, კარიც და ხის სხვადასხვა ნივთებიც. თუ მუქ და გლუვ საღებავს აირჩევთ, კედლების ხარვეზები ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

გამოიყენეთ ტექსტილი
ერთი პატარა სიმპათიური საფენო ყველა ოთახში შეგიძლიათ დააგოთ. ის საერთო სივცეს შეარბილებს და საინტერესო ელფერს მისცემს. ხალიჩის გამოყენება მხოლოდ იატაკზე როდი შეგიძლიათ. ის კარგად გამოიყურება სავარძლებზეც და კედელზეც ნახატის მაგივრად.

შეცვალეთ განათება
თუ ატყობთ, რომ ინტერიერს სიცოცხლე და ხიბლი აკლია, საათები შეცვალეთ. იყიდეთ დიდი ლამაზი ჭაღი, დაამატეთ მაგიდის, კედლის ან დასადგმელი სანათი და იდეალურ ატმოსფეროსმიიღებთ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები