საქართველოში ბევრი ნიჭიერი მხატვარია. მათ შორის არიან ისეთები, ვის ნამუშევრებსაც ერთი შეხედვითვე იცნობთ. მხატვარი ზურა გომელაური, რომლის ნახატებიც ფერადოვნებითა და ზღაპრული სიუჟეტებით გამოირჩევა, ერთ-ერთი მათგანია.
სახელოსნო სახლის პირველ სართულზე აქვს მოწყობილი. ეს არის ადგილი, სადაც მხატვარი ყველაზე დიდ დროს ატარებს; ადგილი, სადაც ქართული მითოლოგიის პერსონაჟები წარსულიდან ბრუნდებიან; თევზები, ბროწეულები, მტრედები მხატვრულ ფორმას იძენენ და საბოლოოდ, „ბედნიერების ხალიჩაზე“ იკავებენ ადგილს.
აღსანიშნავია, რომ ზურა გომელაურის ნახატები მთელ მსოფლიოში ისეთი ცნობილი ადამიანების სახლებს ამშვენებს, როგორებიც არიან ალ პაჩინო, ალენ დელონი, გერმანიისა და ბელარუსის
პრეზიდენტები... ასევე ნახავთ მის ტილოებს ცნობილი ქართველების ბინებშიც. ზურა გომელაური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია.
მხატვარი, რომლის ნახატებიც ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს დამთვალიერებელს, ამჯერად თავის სახელოსნოს კარს გვიღებს, სადაც ის და მისი ქალიშვილი, სალომე გომელაური, ერთად მუშაობენ.
- როდის და როგორ გაჩნდა ხელოვნება თქვენს ცხოვრებაში?
- ოჯახში მხატვარი არავინ მყოლია. ხატვა რომ დავიწყე, 5 წლის ვიყავი. მშობლებმა პიონერთა სასახლეში შემიყვანეს, ხატვის წრეზე. პირველი გამოფენაც იქ მქონდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან მხოლოდ 12 წლის ვიყავი. მაშინ ჯერ არ მქონდა სახელოსნო, მაგრამ სახლში სულ ვხატავდი.
სტუდენტობის დროს მხატვრის სახლში მოეწყო გამოფენა, სანამ შენობა დაიწვებოდა. შემდეგ იყო ბევრი პერსონალური გამოფენა, მათ შორის, უცხოეთშიც: გერმანია, იტალია, რუსეთი... სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, არ ვითვლი ხოლმე არც გამოფენებს, არც ნახატებს.
- ადევნებთ თვალს, რა მიმართულებით მიდიან თქვენი ნამუშევრები და მსოფლიოს რომელ ქვეყანაში იმკვიდრებენ ადგილს?
- არ ვადევნებ თვალს. ჩვეულებრივ, სხვები მეუბნებიან, რომ ამა და ამ ადამიანის სახლში ან გალერეაში ნახეს ჩემი ნამუშევარი. სანამ დადასტურებულად არ მეცოდინება, რომ ასეა, მანამდე ხმას არ ვიღებ. რაც დადასტურებულად ვიცი, ჩემი ნამუშევრები აქვთ ალ პაჩინოს, ალენ დელონს, გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს, რომელსაც ჩვენმა პატრიარქმა გადასცა საჩუქრად; ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, მსოფლიო პატრიარქს, დიზაინერ სლავა ზაიცევს, ნიკიტა მიხალკოვს აქვს ასევე ჩემი 8 ნამუშევარი; ასევე, ვანესა რედგრეივს, რომელიც აქ იყო და თავად აარჩია ნახატი. აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში და თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯეკ მეტლოკიც თავად იყო აქ მეუღლესთან ერთად და ნახატი შეარჩია. ამას გარდა, მთხოვეს და თეთრი სახლის ერთ-ერთი საშობაო მიღებისთვის მოსაწვევი ბარათები ჩემი ნახატით გააფორმეს.
ასევე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ბოლო სამი წელია ჩემი ნახატით გაფორმებულ კალენდარსა და მისალოც ბარათებს ბეჭდავს, რომლებიც მთელ მსოფლიოში იგზავნება... გალერეებს რაც შეეხება, ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი ლოს-ანჯელესის გალერეა-მუზეუმში, მუდმივ ექსპოზიციაში შაგალის გვერდით არის გამოფენილი.
- თქვენი ნამუშევრები ბევრი ქართველის ოჯახშიც იკავებს ადგილს…
- დიახ. მოდიან, მოსწონთ და ყიდულობენ. ზოგსაც მე ვჩუქნი. რამდენიმე მეგობრისთვის პორტრეტიც დამიხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი მიმართულება არ არის. მაგალითად, ნინელი ჭანკვეტაძეს, ნინო სუხიშვილს, ეკა მამალაძეს, ნანა შონიას აქვთ ჩემი შექმნილი პორტრეტები. სახლში ჩემი მეუღლისა და ქალიშვილის პორტრეტები მაქვს. ორივე დიდი ხნის წინ არის დახატული.
- როგორც ვიცი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-საც აქვს თქვენი ნახატები...
- დიახ. ჩვენი პატრიარქი დიდი ხნის წინ გავიცანი და ღვთის მადლით, ისე მოხდა, რომ ხშირად მიწევს მასთან მისვლა, ურთიერთობა. დიდი სიხარულია, რომ პატრიარქს ვიცნობ. ძალიან ინტერესიანია, ხშირად მეკითხება, ეს აქ რატომ არის, რას აღნიშნავს. თუკი ჩავთვლი, რომ ცოტათი მაინც მოსწონს ნამუშევარი, დაუფიქრებლად ვჩუქნი. პატრიარქს ჩემს ნახატებს სხვებიც ხშირად ჩუქნიან, შესაბამისად, მასთან ჩემი ბევრი ნახატია: "თეთრი ლომი", "სიცოცხლის ხე"... არის შემთხვევები, როდესაც საპატრიარქოდან თავად მიკავშირდებიან და საპატიო სტუმრებისთვის არჩევენ ჩემს ნამუშევრებს.
- თქვენი აზრით, რა განაპირობებს, რომ ამდენ უცხოელსა თუ ქართველს მოსწონს თქვენი ნახატები?
- ვფიქრობ, გამიმართლა. ისე მოხდა, რომ თავიდანვე დაინტერესდნენ ჩემი ნახატებით - იყო ასეთი გაზეთები: „ახალგაზრდა კომუნისტი“, „სამშობლო“, სადაც ჩემზე დაიწერა. ასევე, გოგი გვახარიამ პირველ არხზე ერთი გადაცემა ჩემს შემოქმედებაზე მოამზადა.
ჩვენი ოჯახის მეგობრები რომ ნახულობდნენ ჩემს ნამუშევრებს, მოსწონდათ და ყურადღებას მაქცევდნენ. რობიკო სტურუას მამა, რობერტ სტურუა, უნიკალური და ძალიან კარგი მხატვარი, მეგობრობდა ჩემს ოჯახთან, ხშირად მოდიოდა, ყოველთვის ვგრძნობდი მის ყურადღებას, რჩევებსაც მაძლევდა. რობერტ ბარძიმაშვილი და მისი მეუღლეც ხშირად მეხმარებოდნენ ნახატების გაყიდვაში; ხშირად გვსტუმრობდნენ რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძეც... აი, ასეთი ადამიანები იყვნენ ჩემ გარშემო.
- როგორია შემოქმედებითი პროცესი და რა დრო სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას?
- ვცდილობ, დიდი დრო გავატარო სახელოსნოში. ნამუშევარს გააჩნია - ზოგი შეიძლება ორ დღეში დავხატო, ზოგზე ერთი თვე ვიმუშაო. ყოველთვის ვცდილობ, რომ ნამუშევარი ადვილად აღსაქმელი იყოს მნახველისთვის - არ იყოს დამღლელი, არ ეტყობოდეს, რომ მასში დიდი შრომაა ჩადებული.
ნამუშევარში დადებით განწყობას ვდებ, რათა ოჯახში, სადაც ის შევა, სიხარული და ბედნიერება შეიტანოს; ვინც ნახავს, სიცოცხლის ხალისი მოემატოს, სიყვარული და ბედნიერება მოუნდეს. ამიტომ, არასოდეს ვხატავ, როცა მეტისმეტად დაღლილი ან ცუდ ხასიათზე ვარ. განსაკუთრებით, დილას მიყვარს მუშაობა - მზის ამოსვლიდან 6 საათამდე.
- რა ხდება ხოლმე თქვენი შთაგონების წყარო?
- ხშირად ვამბობ: თუ ვინმეს ჩემი დასჯა უნდა, ხატვა უნდა ამიკრძალოს. ასე რომ, შთაგონების წყაროც სულ მაქვს, სულ მინდა, რომ ვიმუშაო. ძალიან მიყვარს ქართული მითოლოგია, ზღაპრები, ორნამენტები, ძველი კერამიკა, ხალიჩები... ვაკვირდები სიცოხლის სიმბოლოებს, ჩემი ინტერპრეტაციით გადმოვცემ, რაღაცებს ვამატებ და ბოლოს ფერადი ხალიჩასავით გამოდის. ასევე, მიყვარს ზღაპრული სიუჟეტები, ხშირად ვხატავ ქორწილებს, მეფე-დედოფალს. ამ ბოლო დროს ბროწეულები შემიყვარდა განსაკუთრებით, როგორც სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო.
- თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე რას ფიქრობთ?
- რთული შეკითხვაა. უნდა აირჩიო, რა გინდა ცხოვრებაში და შენი ადგილი იპოვო. ხელოვნება გაძლევს იმის საშუალებას, რომ წარსული და აწმყო ერთმანეთს დაუკავშირო. მაგალითად, ქართველებს ძალიან საინტერესო, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი მითოლოგიური სიუჟეტები, ზღაპრები თუ ორნამენტები გვაქვს, რომლებსაც ჩემს ნამუშევრებში ხშირად ვიყენებ. მთავარია, შენ როგორ შეუხამებ კულტურასა და თანამედროვე ხელოვნებას. მე მირჩევნია, ზღაპრების სამყაროში დავრჩე, რაც, პრინციპში, სულაც არ ეწინააღმდეგება პოსტმოდერნიზმს.
- თანამედროვე ქართველ მხატვრებზე რას გვეტყვით?
- გუდიაშვილს უთქვამს ადრე: ნიჭი რიყის ქვასავით ყრია საქართველოშიო. ხელოვნების სფეროში უამრავი ნიჭიერი ადამიანია. მხატვრები ხომ საერთოდ - ბევრი კარგი მხატვარი გვყავს: ირაკლი სუთიძე, ლევან ჭოღოშვილი... - ყველა რომ ჩამოვთვალო, შორს წავალთ.
- გაქვთ ნამუშევარი, რომელზეც ფიქრობთ, რომ არასოდეს გაყიდით?
- არასოდეს მიჭირდა ნამუშევრის გაშვება, სულ მეგონა, რომ უკეთესს დავხატავდი. სახლში რომ მოდიოდნენ და რომელიმე ნახატი მოეწონებოდათ, დაუფიქრებლად ვხსნიდი კედლიდან. ამ ბოლო დროს კი კედელზე რასაც დავკიდებ, მისი მოხსნა აღარ მიყვარს და ასე რჩება სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ მათგანს, შეიძლება, დაუნანებლად გაყიდული ჯობდეს.
ასე რომ, მართალია, ნამუშევრების გაშვება არ მიჭირდა, მაგრამ ძველი დროის ნამუშევრები საერთოდ აღარ მაქვს. ჩემი 2-3 ნახატი შემთხვევით ვნახე სადღაც და დაუფიქრებლად ვიყიდე.
ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ მივსულვარ სადღაც და შემთხვევით ჩემი ნამუშევარი აღმომიჩენია, რომლის არსებობა არც მახსოვდა. მაგალითად, ქეთი დოლიძეს აქვს ჩემი რამდენიმე ძველი ტილო. როცა მივდივარ მასთან, ნახატის წინ ვდგები, ვუყურებ, ვაკვირდები. ქეთი არ მომყიდის, მაგრამ კიდევ სადმე თუ წავაწყდები ჩემს ძველ ნამუშევარს, აუცილებლად შევიძენ.
- თქვენს სახლსა და ოჯახზეც გვიამბეთ. რამდენი წელია, რაც ამ სახლში ცხოვრობთ?
- ეს სახლი 30 წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ავაშენეთ. მაშინ დიდი არეულობა იყო ქვეყანაში, ყველას გვიჭირდა. სხვათა შორის, ერთმა კოლექციონერმა ბლოკი გამიცვალა ნამუშევრებში. ამ 30 წლის განმავლობაში არაფერი შეგვიცვლია, მხოლოდ ნახატები იცვლებოდა კედლებზე.
მეუღლე მოქანდაკეა, მერაბ ბერძენიშვილის მოსწავლე. ახლა ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში მუშაობს. ჩემმა ქალიშვილმა, სალომემ, აკადემია დაამთავრა მოდის დიზაინის განხრით, ახლა მინანქარზე მუშაობს. ბევრს მოსწონს მისი ნამუშევრები, ცნობილი ქალბატონები ეკრანზეც ხშირად ჩნდებიან სალომეს სამკაულებით, რაც ძალიან მახარებს.
- სალომე, როდის გაგიტაცათ ხელოვნებამ და მამისგან თუ იღებთ რჩევებს?
- ასეთ გარემოში რომ იზრდები, რთულია, არ მოგინდეს, რომ შენც იმ სამყაროს ნაწილი იყო, რასაც ხელოვნება ჰქვია. ორივე აქ, ერთ სახელოსნოში ვმუშაობთ. ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. მისგან რჩევებსაც ხშირად ვიღებ და მისი შემოქმედება ჩემს ნამუშევრებშიც ისახება. მაგალითად, ყელსაბამი „მატარებელი“ ზურას ნახატის შთაგონებით არის შექმნილი. ორივეს გვიყვარს მითოლოგია, ფილოსოფია, სიმბოლიკა, რაც ხშირად ხდება ჩვენი შთაგონების წყარო.
მარიამ ტურძილაძე