თურმე ბოლო დროს მილიარდერების წრეებში სულ უფრო აქტუალური ხდება წყალქვეშა ნავები. მიუხედავად მოხშირებული ტრაგიკული შემთხვევისა, მდიდრებს არ აშინებთ ძვირადღირებული ღრმა წყლის ტურიზმი.
ივნისში "ტიტანის" აფეთქების შემდეგ გავრცელდა აზრის იმის თაობაზე, რომ კერძო კომპანიების მიერ შექმნილი წყალქვეშა ნავები შესაძლოა სასიკვდილო მახედ იქცეს მდიდრებისთვის. თუმცა მათ ეს სულაც არ აშინებთ. წყალქვეშა ნავების მწარმოებელი კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 200-მდე წყალქვეშა ნავი გამოიყენება. ამ 200-დან ზოგი სამეცნიერო კვლევებს ემსახურება, ზოგი კი ექსტრემალურ ტურიზმს. ტურისტული წყალქვეშა ნავების რიცხვი დღითიდღე იზრდება.
- ოკეანე ხომ ჩვენს ხელთ არსებული უდიდესი რესურსია, ის ერთად აღებულ ყველა კონტინენტზე ორჯერ დიდია, თუმცა სათანადოდ გამოკვლეული არ გახლავთ, - აცხადებს დალიო.
წყალქვეშა ტურის ბორტის ბილეთი საკმაოდ ძვირი ღირს, 250 000 აშშ დოლარი. წყალქვეშა ნავის ფლობა სულ სხვა ინფრასტრუქტურასა და კეთილდღეობას მოითხოვს. მსგავსი წყალქვეშა ნავის ფასი კი 2-და 7 მლნ აშშ დოლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, ამ ნავების მომსახურებას და ნავიგაციას ყოველდღიურად კიდევ 15 ათასი სჭირდება. მსგავს სუბმარინებს კერძო მფლობელები საკუთარ იახტებზე ათავსებენ. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამისთვის იახტა მინიმუმ 36,5 მ მაინც უნდა იყოს.
პერსონალური წყალქვეშა ნავების მწარმოებელი კომპანიის მეპატრონე ხსნის, რომ როდესაც ადამიანს ჰყავს მეგა იახტა და სუპერ იახტა, შემდეგ საფეხური წყალქვეშა ნავია.
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა პერსონალური წყალქვეშ ნავით თუ არა ის, რომ ჩავიდეს ოკეანის სიღრმეში და ათვალიეროს ასწლეულების განმავლობაში ჩაძირული გემების ნამსხვრევები, თუმცა, კერძო მფლობელები საკუთარ წყალქვეშა ნავებს ხშირად სამეცნიერო კვლევებისთვისაც კი აქირავებენ.