6 ნიშანი, რომ ბინაში ცუდი აურაა

ნებისმიერ ტერიტორიას, სივრცეს აქვს თავისი აურა - ხანდახან ის ყალიბდება საუკუნეების განმავლობაში, ირეკლავს მოვლენებსა და აზრებს. ენერგეტიკული ველი ყოველ სიტყვას შთანთქავს. 
აურაზე განსაკუთრებულად ცუდად მოქმედებს ოჯახში ჩხუბი, კონფლიქტები, შეურაცხყოფა, წყევლა.
წყევლა ან თუნდაც გამოუთქმელი აზრი, რომელიც შეიცავს ვინმეს ან რაღაცის მიმართ ბოროტების სურვილს, განსაკუთრებულად ცუდ გავლენას ახდენს აურაზე. ხანდახან ექსპერტები ოთახში შესვლისასვე ხვდებიან, რომ იქ ცუდი აურაა და ბოროტების მოსურნეთა ენერგეტიკით არის გაჯერებული.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ უმჯობესია მივენდოთ პირველ შეგრძნებებს. თურმე, თუ რაღაც სივრცეში შესვლისას კანზე სიცივეს იგრძნობთ ან თითქოს უკნიდან ვიღაც
დაჟინებით გიცქერთ, იქ აუცილებლად ცუდი აურაა და იქიდან ჯობს გახვიდეთ.

თუ სივრცე დიდი ხნის განმავლობაში არ გაიწმინდება უარყოფითი ენერგიისგან, მაშინ წარმოიქმნება მძლავრი ველი, რომელიც მიიზიდავს სხვადასხვა ავადმყოფობას და ცუდ მოვლენას. ამიტომ, ბევრი ეზოთერიკოსი მკაცრად გვირჩევს, რომ ახალ სახლში გადასვლის შემდეგ აუცილებელია რემონტის გაკეთება ატმოსფეროს გასაახლებლად. ისე კი უმჯობესია სახლის აურა თავიდანვე შეიგრძნოთ. არსებობს რამდენიმე აშკარა ნიშანი იმისა, რომ სახლში ცუდი აურაა.

ხშირად შეიძლება იპოვოთ "სიურპრიზები" წინა მეპატრონეებისგან, მაგალითად, ძაფები სარკეებზე ან ფანჯრის ჩარჩოებს შორის. უნდა გვესმოდეს, რომ ისინი დატოვეს გარკვეული მიზნით. ეს ნიშნავს იმას, რომ სახლში რაღაც ისე არ არის.
ყურადღება მიაქციეთ, რაიმე სიმბოლო ხომ არ არის კედელზე ან კარზე. ეს შეიძლება იყოს რელიგიური ატრიბუტიც.
თუ ახალ სახლში გადასვლის შემდეგ ხშირად გტკივათ თავი და ხართ მოთენთილი, არ არის გამორიცხული, თქვენზე მოქმედებდეს სახლის უარყოფითი აურა.

ასევე ასეთ დროს ხშირად იჩენს თავს უთანხმოებები ოჯახის წევრებს შორის, ჩხუბი და გაუგებრობა, უფრო მეტიც, შესაძლოა სახლში ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდეს წყობიდან ნივთები, მაგალითად, გაფუჭდეს ონკანი, გადაიწვას ნათურა, ჩატყდეს მინა და ა.შ.
კიდევ ერთი ნიშანია უმიზეზოდ მწერების მომრავლება, ჭიები, ჭიანჭველები, რწყილები, ტარაკნები. 
თუ ფიქრობთ, რომ სახლში ცუდი აურაა, აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ეს აურა. სახლი უნდა იკურთხოს ან სხვაგვარად გაიწმინდოს.

კომენტარები

კატერინა 2024-08-31 21:48
კი, დაბლა სართულებზე პლანს ეწევიან მთელი ღამე და ამოგდის, ე.ი. თუ აურას გაწმინდავ ის კვამლი არ შემოგივაა, ვაი თქვენს პატრონს, ჰაერი ყველგან შედის, სიგარეთის, პლანის, საჭმლის, ბენზინის აყროლებულ სუნს ლოცვა არ შველის, იმ ხალხის გაძევება კი, ვინც არღვევს წესრიგს
ნატალი 2024-08-29 10:23
უსაქმურები ვითომ რაღაცას წერენ
დავითი 2024-08-29 09:05
იდიოტიზმი
სალომე 2024-08-28 15:20
ტოტალური უვიცობა და იდიოტობა-სახლში თუ ჭიანჭველები, თაგვები და ტარაკანებია, ლოცვა-კურთხევა უშველის, თუ დალაგება-დასუფთავება?
მანანა 2024-08-28 00:59
რატომ გამოგაქვთ ასეთი უხამსი კომენტარი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები