ფიცრების ნარჩენებისგან აშენებული ეკო სახლი, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს

ეს სახლი ხის ფიცრების ნარჩენებისგან არის აშენებული და ნორვეგიაში მდებარეობს, სამხრეთ სანაპიროზე. ვერაფერს იტყვი, უჩვეულო და რაც ყველაზე საინტერესოა, ეკოლოგიურად სუფთა სახლია.



არქიტექტორებმა შეიმუშავეს სახლის გარე ფასადის ხის იატაკის ფიცრებით მოპირკეთების ორიგინალური იდეა. ეს მასალა ყოველთვის ხელმისაწვდომი და შედარებით იაფიც არის, ამასთან, ეკოლოგიურად სუფთა.



სახლის აშენების დროს არქიტექტორების პრინციპი იყო მშენებლობის დროს მარტივად მოსაძიებელი მასალის გამოყენება.

სახლი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მასში ბავშვებიანი ოჯახი ცხოვრობს. აქ ადრე ძველი დასასვენებელი სახლი იყო, არქიტექტორებმა მისი განახლება გადაწყვიტეს, პირვანდელი პროექტი შეინარჩუნეს. სახლი ხუთ
დონეზეა განლაგებული ადგილობრივი რელიეფის გათვალისწინებით.


სახლი ორი ნაწილისგან შედგება და ერთმანეთს კორიდორით უკავშირდება. ერთ ბლოკში სამზარეულო და სასადილო ოთახებია, მეორეში - სამი საძინებელი, აბაზანა, მანსარდა და ბუხრიანი მისაღები.


ხე მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მარტო სახლის გარე ფასადის მოპირკეთებაში, არამედ შიდა ინტერიერშიც, ხის არის კარადები, კიბეები, ჭერი.

განიერი, დიდი ფანჯრებიდან იშლება საოცარი ხედი. სახლს აქვს ტერასა და ბევრი დასასვენებელი ზონა.

კომენტარები

ვახტანგი 2023-04-05 15:36
აქ ნარჩენები რომელია?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები