ცხოვ­რე­ბა კაცხის სვეტ­ზე - იდუ­მა­ლი ად­გი­ლის წარ­სუ­ლი და დღე­ვან­დე­ლო­ბა

კაცხის სვე­ტი ჭი­ა­თუ­რი­დან საკ­მა­ოდ შორს მდე­ბა­რე­ობს... სვეტ­თან მი­სას­ვ­ლე­ლად სო­ფე­ლი კაცხი უნ­და გა­ი­ა­რო. და­ბე­ტო­ნე­ბულ სწორ გზას მო­ნას­ტ­რამ­დე მივ­ყა­ვართ... ზე­ცად აზი­დუ­ლი სვე­ტის ხილ­ვა მო­ლო­დინს აჭარ­ბებს...

კაცხის მა­მა­თა მო­ნას­ტ­რის წევ­რებ­მა ში­ნა­უ­რუ­ლად მი­მი­ღეს და შინ მი­მიწ­ვი­ეს... მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვ­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­მა, კე­თილ­მო­წე­სემ, იღუ­მენ­მა ილა­რი­ონ­მა (კვი­რი­აშ­ვი­ლი) მეგ­ზუ­რო­ბა გა­მი­წია და კაცხის სვე­ტის წარ­სულ­თან ერ­თად მო­ნას­ტ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წე­სიც გა­მი­ზი­ა­რა.


კაცხის სვე­ტი ის ად­გი­ლია, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რად აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­საც. მას არა­ერ­თი სტა­ტია მი­უძღ­ვ­ნა ად­გი­ლობ­რივ­მა თუ უცხო­ურ­მა პრე­სამ, თუმ­ცა ეს თე­მა ამო­უ­წუ­რა­ვია. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, და­გა­ნა­ხვოთ სვე­ტის სულ

სხვა ცხოვ­რე­ბა, წარ­სუ­ლი, დღე­ვან­დე­ლო­ბა და "ში­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი" გიჩ­ვე­ნოთ.



- სვე­ტი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იქ­ცევ­და ყუ­რადღე­ბას და მას სა­ლო­ცა­ვად იყე­ნებ­დ­ნენ. ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე აქ წარ­მარ­თუ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბი და კულ­ტე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მა აღეს­რუ­ლე­ბო­და. ტა­ძარ­სა და სვეტს შო­რის არ­სე­ბულ ქვა­ზე კი მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვას ას­რუ­ლებ­დ­ნენ

კაცხის სვე­ტი კლდო­ვა­ნი მა­საა, რო­მე­ლიც ტექ­ტო­ნი­კუ­რი ძვრე­ბი­სა და ჩა­მო­რეცხ­ვე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მ­ნა, მი­სი სი­მაღ­ლე 40-45 მეტ­რია, ხო­ლო თხე­მის ზე­და­პი­რი და­ახ­ლო­ე­ბით 150 კვ/მ-ს შე­ად­გენს.



ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ კაცხის სვე­ტი წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბა­თა პან­თე­ონს სა­მუ­და­მოდ გა­მო­ე­ყო. პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც სვეტ­ზე გვხვდე­ბა, ხე­ლით ნაკ­ვე­თი ბოლ­ნუ­რი ჯვა­რია, რო­მე­ლიც V-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა. და­სავ­ლე­თის მხრი­დან, დაბ­ლა არის მცი­რე ზო­მის გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, სა­დაც ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. იქ­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის კვა­ლი. სვეტ­ზე პირ­ვე­ლი მეს­ვე­ტე სა­ვა­რა­უ­დოდ VII-VIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ავი­და.

პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­დი­ცია სვეტ­ზე 1944 წელს მო­ეწყო. ამ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ: ალ­პი­ნის­ტი ალექ­სან­დ­რე ჯა­ფა­რი­ძე, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ვახ­ტანგ ცინ­ცა­ძე, მწერ­ლე­ბი: ლე­ვან გო­თუა და აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი. მათ თხემ­ზე მცი­რე გათხ­რე­ბი ჩა­ა­ტა­რეს და ჩონ­ჩხის ნა­წი­ლე­ბი და თა­ვის ქა­ლა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ იქ მოღ­ვა­წე მეს­ვე­ტის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო (ნეშ­ტის ნა­წი­ლე­ბი დღე­საც სვე­ტის თავ­ზეა დას­ვე­ნე­ბუ­ლი). აგ­რეთ­ვე ნა­ხეს ტაძ­რის ნან­გ­რე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ ცხო­ველ­ს­მ­ყო­ფე­ლი ჯვრის სა­ხე­ლო­ბის იყო. ამ ტაძ­რის იატა­კის ქვეშ აკ­ლ­და­მაა გა­მარ­თუ­ლი. იქ­ვე ყო­ფი­ლა საცხოვ­რე­ბე­ლი სე­ნა­კი და მა­რა­ნიც, რო­მე­ლიც ექ­ვ­სი ქვევ­რი­სა­გან შედ­გე­ბო­და (ამ ქვევ­რე­ბი­დან ოთხი დღემ­დე ხე­ლუხ­ლებ­ლა­დაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ორი კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ა). გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს მი­აკ­ვ­ლი­ეს ბრინ­ჯა­ოს სა­სან­თ­ლეს და ვერ­ცხ­ლის მო­ოქ­რულ ფირ­ფი­ტას, რო­მელ­ზე­დაც ჯვრის მო­ტი­ვის გაბ­მუ­ლი ორ­ნა­მენ­ტია გა­მოყ­ვა­ნი­ლი.



სვე­ტის ძირ­ში არის საძ­ვა­ლე და სვი­მონ მეს­ვე­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი. სვე­ტი და მას­თან არ­სე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი საკ­მა­ოდ ვრცე­ლი სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ, რო­მე­ლიც მთელ ამ ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავ­და. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და თხემ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლა მი­უ­თი­თებს, რომ სვე­ტის თავ­ზე ადა­მი­ანს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე უცხოვ­რია.

...კაცხის სვეტ­ზე მო­ნას­ტ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა 1998 წლი­დან გა­ნახ­ლ­და. მა­შინ აქ ერ­თი ბე­რი ცხოვ­რობ­და, რო­მელ­მაც სრუ­ლი მო­ნას­ტ­რუ­ლი გა­რე­მო შექ­მ­ნა და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­მო­ნას­ტ­რო ცხოვ­რე­ბას. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნას­ტ­რის წევ­რე­ბის­თ­ვის სე­ნა­კე­ბი აშენ­და. უწ­მინ­დე­სი­სა და მე­უ­ფე და­ნი­ე­ლის (და­თუ­აშ­ვი­ლი) ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ექ­ვ­სი წლის წინ მარ­ტყო­ფის ღვთა­ე­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტ­რი­დან კაცხის სვე­ტის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში ხუ­თი ბე­რი გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვ­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მე ვარ. მა­ნამ­დე მა­მა ელიზ­ბა­რი (ყუ­რაშ­ვი­ლი) წი­ნამ­ძღ­ვ­რობ­და, - გა­ნაგ­რ­ძობს სა­უ­ბარს მა­მა ილა­რი­ო­ნი.

გა­ნახ­ლ­და ქვე­და, სვი­მონ მეს­ვე­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი. ჩა­მონ­გ­რე­უ­ლი ტაძ­რი­დან მხო­ლოდ კედ­ლე­ბი­ღა იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ამ ტაძ­რის აღ­დ­გე­ნის შემ­დეგ და­იწყო სვეტ­ზე მდე­ბა­რე ჯვრის სა­ხე­ლო­ბის უძ­ვე­ლე­სი ტაძ­რის აღ­დ­გე­ნა. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მეს­ვე­ტე მა­მე­ბის ცხოვ­რე­ბა. დი­დი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია სვე­ტი თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით. აქ მოღ­ვა­წე მა­მე­ბის დი­დი ღვაწ­ლია ჩა­დე­ბუ­ლი. ეზო­ში არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე სე­ნა­კი, მუ­ზე­უ­მი­ვით პა­ტა­რა ოთა­ხია მოწყო­ბი­ლი, სა­დაც გა­მო­ფე­ნი­ლია ფო­ტო­ე­ბი და მო­ნას­ტ­რის ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი.



სვე­ტის ჯვრის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში გარ­კ­ვე­ულ დღე­ებ­ში ტარ­დე­ბა ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა. სვე­ტის ტა­ძარ­ში მხო­ლოდ სა­კურ­თხე­ვე­ლია მო­ხა­ტუ­ლი. და­ხა­ტუ­ლია ღვთის­მ­შობ­ლის და მღვდელ­მ­თავ­რე­ბის ფრეს­კე­ბი.

სვეტ­ზე ას­ვ­ლა დი­დი რკი­ნის კი­ბის დახ­მა­რე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სვეტ­ზე კი­ბეა მიდ­გ­მუ­ლი, გარ­შე­მო სალ­ტე­ე­ბი აქვს გა­კე­თე­ბე­უ­ლი და ამით ამ­ს­ვ­ლე­ლი საფ­რ­თხის­გან და­ცუ­ლია.

იქ ას­ვ­ლა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია. მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი­სა და უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, სა­მი-ოთხი წე­ლია აიკ­რ­ძა­ლა სა­ე­რო პი­რე­ბის ას­ვ­ლა, მან­დი­ლოს­ნე­ბი მა­ნამ­დეც არ ადი­ოდ­ნენ. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ან რა­ი­მე აუცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­იშ­ვე­ბა. სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლებს, წყალს, საკ­ვებს ჯა­ლამ­ბა­რის დახ­მა­რე­ბით ვზი­დავ­დით. ვფიქ­რობთ, რომ წი­ნათ აქ მოღ­ვა­წე მა­მე­ბიც ჯა­ლამ­ბარს იყე­ნებ­დ­ნენ.

ლოც­ვა და შრო­მა
მო­ნას­ტერ­ში ლოც­ვა ღა­მის 2 სა­ათ­ზე იწყე­ბა და გამ­თე­ნი­ამ­დე, 4-5 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. დი­ლით, 11 სა­ათ­ზე ტრა­პე­ზია. მე­რე მორ­ჩი­ლე­ბე­ბი იწყე­ბა.

„ძი­რი­თა­დად მშე­ნე­ბა­რე მო­ნას­ტე­რია და უფ­რო სამ­შე­ნებ­ლო საქ­მით ვართ დატ­ვირ­თუ­ლი. რამ­დე­ნი­მე სკა ფუტ­კა­რი გვყავს და იმას ვუვ­ლით. ნი­ა­და­გი ხელს არ გვიწყობს და დი­დი მე­ურ­ნე­ო­ბა არ გვაქვს, არც სა­ქო­ნე­ლი გვყავს. უფ­რო ეზოს მოწყო­ბი­სა და გა­სუფ­თა­ვე­ბის საქ­მით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი. მშე­ნებ­ლო­ბის­კენ ვართ გა­დახ­რი­ლე­ბი, სე­ნა­კებს ვამ­რავ­ლებთ - ჩვენს მო­ნას­ტერს სტუ­მა­რი ბევ­რი ჰყავს და ამის­თ­ვის სე­ნა­კე­ბია სა­ჭი­რო. ღვთის მად­ლით, საძ­მოც გამ­რავ­ლ­დე­ბა... ყვე­ლას ჩვე­ნი მორ­ჩი­ლე­ბა გვაქვს, გვყავს ტრა­პე­ზა­რი, რო­მე­ლიც ამ­ზა­დებს საჭ­მელს, არის მორ­ჩი­ლე­ბა, რო­მელ­შიც შე­დის ჭურ­ჭ­ლის გა­რეცხ­ვა. მოკ­ლედ, მო­ნას­ტერ­ში ყვე­ლას თა­ვი­სი საქ­მე აქვს. ტრა­პე­ზა­რო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი მორ­ჩი­ლე­ბაა - ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის და­პუ­რე­ბა გე­ვა­ლე­ბა. ამ კუთხით პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც დი­დია. სამ­წუ­ხა­როდ, პურს ვერ ვაცხობთ... მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ ფურ­ნეს აშე­ნე­ბას, მე­რე პურ­საც გა­მო­ვაცხობთ.



შრო­მა აუცი­ლე­ბე­ლია, უშ­რო­მე­ლად არა­ფე­რი გა­მო­დის. თუ ადა­მი­ა­ნი შრო­მობს, ღმერ­თი და­ი­ნა­ხავს მის მონ­დო­მე­ბას და უფა­ლი აუცი­ლებ­ლად შე­ე­წე­ვა. ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით არა­ფე­რი ძა­ლუძს, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ადა­მი­ან­მა უნ­და მო­ინ­დო­მოს, რომ ღვთის­გან მოწყა­ლე­ბა მი­ი­ღოს. რო­დე­საც ღმერ­თი ხე­დავს ადა­მი­ან­ში მონ­დო­მე­ბას და ძა­ლის­ხ­მე­ვას, რა­თა სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ის­წო­როს და სა­კუ­თარ თავ­თან იბ­რ­ძო­ლოს, უფა­ლი აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას და გზა­საც უხ­ს­ნის.

ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ოდეს­მე საჭ­მ­ლის გა­კე­თე­ბა თუ მო­მი­წევ­და, ან ჭურ­ჭ­ლის გა­რეცხ­ვა, და­ლა­გე­ბა და ასე შემ­დეგ. თა­ვი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თ­ვის უცხო იყო. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოც - რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია, ჩვენს თავს მო­ვუ­ა­როთ. ნამ­დ­ვი­ლად ვერ შე­ვედ­რე­ბით დე­დებს, მან­დი­ლოს­ნებს კუ­ლი­ნა­რი­ულ სა­კითხებ­ში, თუნ­დაც და­ლა­გე­ბა­ში, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, სა­კუ­თარ თა­ვებს მო­ვუ­ა­როთ, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც გვჭირ­დე­ბა.

- მა­მაო, ცდი­ლობთ მი­ემ­ს­გავ­სოთ მეს­ვე­ტე მა­მებს?

- ჩვე­ნი გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი სურ­ვი­ლია, მივ­ბა­ძოთ მა­მებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ. მა­თი ლოც­ვით სა­ქარ­თ­ვე­ლო დღემ­დე ძლი­ე­რია. ბე­რო­ბა არ არის ცხოვ­რე­ბის სხვა სტი­ლი. ამა­ში ყო­ველ­დღი­უ­რი სიღ­რ­მეა ჩა­დე­ბუ­ლი. ჩვენ­თ­ვის არც ერ­თი დღე არ არის ერ­თ­ნა­ი­რი. ყო­ვე­ლი წუ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. სა­კუ­თარ თავ­ში ყო­ველ­დღე სხა­დას­ხ­ვას ვხე­დავთ. ძი­რი­თა­დი ბრძო­ლა სა­კუ­თარ თავ­თან გვაქვს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­ურ ახალ აღ­მო­ჩე­ნებს იწ­ვევს. მე­რე ვიწყებთ ბრძო­ლას ამ უარ­ყო­ფი­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ და მუდ­მი­ვად ასეთ ბრძო­ლა­ში ვართ. წი­ნა­პა­რი მა­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გვეხ­მა­რე­ბა ამ ბრძო­ლის გა­და­ლახ­ვა­ში. ღვთის მად­ლით ჩვენც ამ გზას მივ­ყ­ვე­ბით.

თეა ცა­გუ­რიშ­ვი­ლი

კომენტარები

tako 2017-03-16 16:36
რატომ ვართ ადამიანები ასე დაუნახავები.ადგილი,რომლითაც დღეს ესე ვიწონებთ თავს მამა მაქსიმეს დამსახურებაა.მიკვირს ,როცა ასეთ სტატიებს წერთ,რატომ არ ახსენებთ მამა მაქსიმეს ღვაწლს.
asmati 2017-03-14 17:59
kacxis svetis teritoria ,ramdenime celia,martlac saamo sanaxavia.ik kopna simhvides anihebs adamians.am kvelapers sapudzveli daudo kvtis mosavma adamianma,mama maximem .gmerti hegeciot mamao ketilhobilur sakmehi.madloba tkven kvelaprisatvis,rac mokvasistvis gaaketet.
nana 2017-03-11 14:05
Cmertma gagadlierot.
იზო ცარციძე 2017-01-05 19:22
მამა მაქსიმეს უდიდესი წვლილი მიუძღვის, უფლის შეწევნით, იმაში, რომ კაცხის სვეტი დღეს ასე პოპულარულია....მადლობა, მამაო, იმ დაუღალავი შრომისათვის, რაც თქვენ გასწიეთ მარტოდ მარტომ წლების მანძილზე,,, უფალმა გაგაძლიეროთ....

კომენტარის დამატება