ინტერიერის რომელ დეტალებს უნდა შეველიოთ სახლის თანამედროვე დიზაინში




1. პრიალა, სარკის ზედაპირი
სარკე აფართოებს ოთახს, თუმცა გადამეტებული სიპრიალე აქტუალური ნამდვილად აღარ არის.



2. თაღები და კოლონები
ბაროკო და ამპირი უხდება სასახლეს და არა საცხოვრებელ სახლს, ასეთი სტილი თანამედროვე ინტერიერში დღესდღეობით სასაცილოდ მიიჩნევა.



3. ჩუქურთმებიანი სავარძელი
სავარძლის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ უნდა იყოს მაქსიმალურად მოხერხებული. ძველებური, ჩუქურთმებინაი სავარძლები დღეს აღარავის ჭირდება.



4. მრავალი
არუსიანი ფარდები

ასეთ ფარდებს ელიტურ ფარდებს უწოდებენ, თუმცა ისევე, როგორ ბაროკოს სტილი, ის ლამაზი და აქტუალურია უზარმაზარ ფანჯრებზე, სადმე თეატრში. სტანდარტულ ფანჯრებს ასეთი ფარდები არავითარ შემთხვევაში არ მოუხდება.



5. წყალვარდნილები და შადრევნები
ცოცხალი კუთხე უნდა იყოს ცოცხალი, ხელოვნური ოაზისი კორპუსის ბინაში სასაცილოდ გამოიყურება.



6. მრავალდონიანი ჭერი
აღარ გირჩევთ ფანტაზიის გამოყენებას და მრავალიარუსიანი ჭერის გაკეთებას, ჭერს სისადავე უხდება.



7. ძვირიანი-მდიდრული
აზიური ქვეყნების სტილი, ხლიჩები, ბროლი – ეს ხშირად მხოლოდ იმიტაციაა და არ გირჩევთ ამის გაკეთებას. ხალიCჩა უნდა იყოს ნამდვილად ირანული, ბროლი კი ჩეხური.



8. თაბაშირი
უხდება მხოლოდ ძალიან ფართო ინტერიერს, წინააღმდეგ შემთრხვევაში ოთახს ადაბლებს და ავიწროვებს.



9. ცნობილი მხატვრების ასლები
თუ მოგწონთ მხატვრობა, ჯობს შეიძინოთ არცთუ ცნობილი მხატვრის ორიგინალი, ვიდრე ცნობილი მხატვრის ასლი.



10. სუვენირები და მაგნიტები
ასეთი ნივთები უნდა შეინახოთ კარადაში ან ტუმბოში რათა არ გადატვირთოს თქვენი სივრცე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები