ყველაზე ბარაქიანი მცენარე - როგორ გავზარდოთ ბაზილიკი სახლში 7 დღეში

ბაზილიკი ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა, რომელსაც ფენომენალური ძალა აქვს და არა მარტო კულინარიაში გამოიყენება. ლათინურიდან ითარგმნება, როგორც "სამეფო ბალახი" და მისი მთავარი თვისება თურმე წარმატების მოზიდვაა. ამის გაკეთება მას რეალურად შეუძლია.

ინდოეთში ბაზილიკს ტულსის ეძახიან. გადმოცემის თანახმად, კრიშნა ტულსის ყელსაბამს ატარებდა, რათა ხალხის რწმენა და უანგარო სიყვარული მოეპოვებინა. გარდა ამისა, ეს მცენარე არეგულირებს ადამიანის ემოციურ სფეროს და ამდიდრებს იმუნიტეტს.

თუ ბაზილიკის სახლში გაზრდა გადაწყვიტეთ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით. პატარა ბაზილიკის მოსავლისთვის დაგჭირდებათ 2-3 კაშპო, მიწა და ბაზილიკის თესლი. თუ ზრდის პროცესის დაჩქარება
გინდათ, შეიძინეთ თხევადი სასუქი და რამდენიმე წვეთი დაამატეთ წყალში.

როგორ გავახაროთ ბაზილიკი

თითოეული კაშპო გაავსეთ მიწით და მორწყეთ ნიადაგი. თითოეულ კაშპოში 5-7 თესლი მოათავსეთ.
გადააფარეთ კაშპოს სასურსათო ცელოფანი, რათა სათბურის ეფექტი შექმნათ. წყალში გაურიეთ სასუქი და ნიადაგი დღეში რამდენჯერმე მორწყეთ.
7-9 დღეში პირველი ნაყოფი გამოვა, მოაშორეთ ცელოფანი და გააგრძელეთ მორწყვა.
როდესაც აივანზე დათბება, გაიტანეთ კაშპო აივანზე და გააჩერეთ ზაფხულის ბოლომდე. პერიოდულად შეგიძლიათ ჩაუმატოთ ახალი თესლები და მოაშორო ძველი ტოტები, რომელსაც გამოიყენებთ სადილში.

კომენტარები

ნელი 2023-05-29 15:24
კაშპო რა არის? ბაზილიკი ქართულად როგორაა? ან თესლი სად შევიძინო?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები