როგორ გავაახლოთ ძველი ავეჯი საკუთარი ხელით, მინიმალური დანახარჯებით

თუ ინტერიერის განახლება გადაწყვიტეთ, მაგრამ თანხების უქონლობის გამო ახალი ავეჯის შეძენას ვერ ახერხებთ, არ დაღონდეთ. შესაძლოა ძველი ავეჯი ისე გადაასხვაფეროთ, რომ ვერავინ მიხვდება, ახალი რომ არ გიყიდიათ.

საამისოდ თქვენ დაგჭირდებათ სამი ძირითადი ეტაპის გავლა:

გაწმენდა
ყველაზე კარგად მოვლილი ავეჯიც კი იმტვერება და საჭიროებს გასუფთავებას, რაც არცთუ რთული პროცედურაა. საამისოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი საპნიანი წყალი და რბილი ღრუბელი. რთული ადგილებიდან მტვრის ამოღება კი ძველი კბილის ჯაგრისით არის შესაძლებელი.

სახელურები
ძველებური ლამაზი სახელურები ის არის, ყველა, საბჭოთა ავეჯსაც კი რომ გადაასხვაფერებს. აი,
მორყეული ფეხების გამაგრება კი უმჯობესია სპეციალისტს მიანდოთ.

რემონტი
თუ ავეჯი მორყეული და დაზიანებულია, ის უბრალო წმენდით ვერ განახლდება, მას სპეციალსტის შეკეთება ჭირდება.

ახლა კი კონკრეტულად იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადასხვაფერდეს ეს ძველი ავეჯი:

გადაღებვა
გასუფთავების შემდეგ ავეჯი შესაძლებელია უბრალოდ გადაღებოთ, თუმცა გაითავლისწინეთ, თუ ავეჯი ძვირფასი ხის მასალისგან არის დამზადებული, ხშირ შემთხვევაში ის საღებავის გარეშე ბევრად ეფექტურად გამოიყურება, თუ ჩვეულებრივი მასალაა, ბევრს ნუღარ იფიქრებთ, თამამად შეარჩიეთ საღებავი.

დეკუპაჟი
ძველი ნივთის გასაახლებლად კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა დეკუპაჟი. საამისოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ აბსოლუტურად ყველაფერი, ძველი ფოტოებიდან დაწყებული გაზეთებითა და ჟურნალებით დამთავრებული. ეს აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც სპეციალური დეკუპაჟის ხელსახოცები გამოიყენება.

მოზაიკა
ეს ცოტა უფრო რთული, თუმცა ძალიან ეფექტური საშუალებაა. საამისოდ ძველ კერამიკულ ფილებს იყენებნ ხოლმე. ამ დროს ასევე მთავარია სასურველი ნახატის შერჩევა ან ორნამენტის.

პეჩვორქი
ყველაზე საინტერესო რბილი ავეჯის რეაბილიტაციაა. ესეც აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, იქნება ეს ფერთა შეხამება და სტრუქტურა. ეს ავეჯის განახლების ძალიან ეფექტური და კარგი საშუალებაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები