ისტორიული ტრადიციებისა და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველია ის საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, რომლებსაც ოდითგანვე მოიხმარდნენ ქართველები შინ. ხის, ქვის, თიხისა და ლითონის ნაკეთობები უხვად გვხვდება მუზეუმებსა თუ უბრალოდ ოჯახებში (წინაპართაგან დანატოვარი). სწორედ ამ უწყვეტი ტრადიციების საუკეთესო ფორმით გაგრძელების თვალსაჩინო მაგალითია ახალგაზრდა დიზაინერების - ქეთევან ჭაბუკიანისა და გიორგი ჭახელიძის გამორჩეული ნამუშევრები, რომლებიც მასალათა გასაოცარი სინთეზითა და თანამედროვე ინტერპრეტაციით მოგვითხრობენ არქაულ ფესვებთან კავშირზე.
მათი გზები შემოქმედებითი ძიებების დროს გადაიკვეთა, რის შემდეგაც ოჯახი შექმნეს, დღეს კი წარმატებით საქმიანობენ ერთად. ქეთევანმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ქსოვილების
დიზაინი. ხოლო გიორგი ჯერ თოიძეში სწავლობდა, ხის განხრით, შემდეგ კი თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.
დიზაინერებს სახელოსნოში ვესტუმრეთ:
ქეთევან ჭაბუკიანი:
- ტექსტილზე მუშაობა ძალიან საინტერესოა, თუმცა თავიდანვე თემატიკამ უფრო გამიტაცა, რომელიც სიმბოლურ ორნამენტს, უფრო სწორად, ორნამენტულ სიმბოლიკას მოიცავდა, იმიტომ განვასხვავებ, რომ ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება სიმბოლიკაზე და არა ორნამენტსა თუ დეკორზე. ტექსტილზე მუშაობისას სხვა მასალების ინტერესიც გამიჩნდა. მათ შორის რკინაზე მუშაობით დავინტერესდი და სწორედ ამ ინიციატივით მივედი სახელოსნოში გეგასთან. აღმოჩნდა, რომ ორივე მსგავსი თემატიკით ვიყავით გატაცებული. ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარი ასომთავრული ანბანის ინსტალაცია იყო. დღეს უკვე ერთად ვსაქმიანობთ. პასუხისმგებლობის გადანაწილებას რაც შეეხება, ალბათ ნამუშევრის ფორმა, დიზაინი გეგას პრეროგატივაა, ხოლო მხატვრული გაფორმება - ჩემი. როდესაც იდეაზე იწყება საუბარი, უკვე ორივე ვერთვებით, ერთობლივი პროცესია. ჯერ ჩნდება იდეა, შემდეგ გააჩნია, ვის რა შემოაქვს ამ თემის გარშემო, რა მოცულობას აძლევს, რაზე აკეთებს აქცენტს. თავიდანვე ჩნდება ფორმაც, ნახაზიც, ვთქვათ, როგორი მხატვრული სიმბოლო მოუხდება, რა ფორმით, მაგრამ ეს ისეთი ცოცხალი პროცესია, შეიძლება კომპოზიციაც გქონდეს მოფიქრებული, შემდეგ კი მთლიანად შეცვალო. შემთხვევითი მომენტიც კი შეიძლება იქცეს რაღაც საინტერესო დეტალად და იდეის ნაწილად, რომელიც ყოველდღე იცვლება.
- რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
- ჩვენთან ყველაფერი შერწყმულია, ზოგადად, იდეა გვკარნახობს ხოლმე სტილს, რადგან მისი მატერიალიზაციაა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველა ნამუშევარს აქვს სახელი, თავისი ისტორია. როდესაც მე და გეგა რაღაც ნამუშევარს განვიხილავთ, თითოეულ დეტალს, სანტიმეტრს, ტონს და გრადაციას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველაფერი გააზრებულია და შემთხვევითი არაფერია. ვფიქრობ, მთავარია დააფასო, რა იყო შენამდე, ჩვეულებრივი ადამიანის შრომა, მით უმეტეს, ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნება, ბევრად უფრო ფაქიზ და სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს, რადგან ის ჩვენი მემკვიდრეობაა, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითაროთ და გავათანამედროვოთ ისე, რომ მნიშვნელობა და ღირებულებები არ დავუკარგოთ.
არსებობს იმგვარი არქეტიპები და ფორმები, რომელიც არა მხოლოდ კონსტრუქციაა, არამედ რაღაც ფორმულა. ჩვენთვის საინტერესო თემები გადაგვაქვს ინტერიერში, დეკორატიულ ნივთებში.
- როგორი უნდა იყოს სახლი, რომ თავი შინ იგრძნო?
- რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენნაირი იქნება სახლის იდეა. პირადად ჩემთვის, ყველაფერი ცოცხალი უნდა იყოს სახლში, რაღაცას უნდა მეუბნებოდეს და თან არ მბეზრდებოდეს, კონცეფციით იქნება, ფორმით თუ ორნამენტით, ყოველდღე ახალი რაკურსით უნდა ვხედავდე, თან იმის საშუალებას მაძლევდეს, რომ ინტერიერში გადავათამაშო, გადავაადგილო ან სხვა ფუნქცია მივცე. ჩვენც გავაკეთეთ ნივთები, რომლებიც ტრანსფორმირდება, მაგალითად, მაგიდა, რომელიც კედელზე შეიძლება დამაგრდეს და პანოდ გარდაიქმნება.
- სანტერესო და მომხიბვლელია მასალათა ის ჰარმონიული სინთეზი, რომელიც თქვენს ნამუშევრებს ახასიათებს. კონკრეტულად რა მასალებს იყენებთ?
გიორგი ჭახელიძე:
- სხვადასხვა მასალას: რკინა, ხე, ქვა, ფაქტობრივად, უკვე ყველა მეტალს, ნახევრად ძვირფას ქვებს. ჩვენთან ზღვარი არ არსებობს არც მასალაში, არც თემატიკაში, არც სტილისტიკაში, რასაც ჩვენი სახელოსნოს უპირატესობად მივიჩნევ გარკვეულწილად. ყველა სპექტრში ვმუშაობთ, არ არსებობს არც სტილი, ან რაღაც მიმართულება, რომელიც გვზღუდავს. ერთადერთი ის არის, რომ ქართული ხასიათის გატარებას ვცდილობთ, რასაკვირველია, თანამედროვე ინტერპრეტაციით.
- მოდურ ტენდენციებს თუ ადევნებთ თვალს, რამდენად ითვალისწინებთ და ინტერიერის დიზაინის ელემენტებსაც თუ ქმნით?
- რა თქმა უნდა, ვადევნებთ თვალს, რაღაცებს ვითვალისწინებთ კიდეც, თუმცა არ ვეყრდნობით. გამუდმებით ახლის ძიებით ვართ დაკავებული, ამიტომ სულ ექსპერიმენტებს ვატარებთ, რასაც დიდ დროს ვუთმობთ. რაც შეეხება ინტერიერს, თითქმის ყველაფერს ვაკეთებთ. ინტერიერი, ექსტერიერი, თავისი აქსესუარებით არის ის გარემო, რასაც ადამიანი ქმნის თავის არეალში და ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული დეტალი იყოს ურთიერთკონტაქტში. არა მხოლოდ ერთმანეთს რა უხდება, არამედ რომელი რის სათქმელს გააგრძელებს.
თეა იაკობაშვილი

კომენტარები