აქ არც ერთი ნივთი ”ტყუილად” არ შეუნახავთ - ოჯა­ხუ­რი რე­ლიკ­ვია მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის სახ­ლ­ში

კი­ნო­რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის­თ­ვის აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლის ერთ-ერთ ბი­ნა­ში 1976 წლი­დან ცხოვ­რობს. ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის შთა­მო­მავ­ლის ბი­ნა სა­და, ნა­თე­ლი და მყუდ­როა. აქ მი­სი მფლო­ბე­ლის ხა­სი­ა­თი, წარ­მო­მავ­ლო­ბა და პრო­ფე­სი­აც კი კარ­გად ჩანს.

ბი­ნა­ში ვერ ნა­ხავთ გან­სა­კუთ­რე­ბით ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს. აქ გა­მე­ფე­ბულ უბ­რა­ლო­ე­ბა­ში, სი­სა­და­ვე­სა და ორი­გი­ნა­ლო­ბა­ში პო­უ­ლობ იმ რე­ლიკ­ვი­ებს, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ მი­სი გვა­რი­სა და წი­ნაპ­რე­ბის ის­ტო­რი­ას ინა­ხავს, არა­მედ კო­ლე­გე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს კი­ნო­რე­ჟი­სო­რის მი­მართ და პი­რი­ქით. სა­ნამ კონ­კ­რე­ტულ შე­კითხ­ვებს დავ­ს­ვამ, ვხვდე­ბი, რომ ესა თუ ის ნივ­თი "ტყუ­ი­ლად" არ შე­უ­ნა­ხავთ.

მი­სი მშობ­ლე­ბი

არ­ჩილ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი და მა­რი­ნე ჯორ­ჯა­ძე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ. 1937 წელს მა­მა სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს და მხო­ლოდ 1956 წელს მი­ი­ღეს ცნო­ბა, რომ ის და­ჭე­რი­დან ერ­თი წლის შემ­დეგ გარ­დაც­ვ­ლი­ლა. დე­და რეპ­რე­სი­ებს გა­და­ურ­ჩა და ერ­თა­დერთ ვაჟს მარ­ტო ზრდი­და.



ვინ­ტე­რეს­დე­ბი, სად მუ­შა­ობს, აქვს თუ არა ამ ბი­ნა­ში სა­კუ­თა­რი კუთხე ან კა­ბი­ნე­ტი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ არა, და არც არას­დ­როს ჰქო­ნია. "მა­გი­და არ მაქვს. სცე­ნა­რებს რო­ი­ალ­თან ვწერ. სწო­რედ ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მი­წევს მა­გი­დის ფუნ­ქ­ცი­ას, ჩემ­თ­ვის იქ ჯდო­მა ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი­ა", - ამ­ბობს მას­პინ­ძე­ლი.

არას­დ­როს ყო­ფი­ლა კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი. უცხო ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზი­თა და სიძ­ვე­ლით გა­მორ­ჩე­ულ ნივ­თებს აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას. შეხ­ვედ­რამ­დე ვთხო­ვე, რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ნივ­თ­ზე მო­ეთხ­რო, მაგ­რამ რო­ცა ვეწ­ვიე, აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­სა­უბ­რო ძა­ლი­ან ბევ­რი გვქონ­და.

უპირ­ვე­ლე­სად ყუ­რადღე­ბას მი­სა­ღებ­ში კედ­ლებ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბი თუ ფო­ტო­ე­ბი იქ­ცევს. აქ ნა­ხავთ რო­გორც უცხო­ე­ლი, ისე ქარ­თ­ვე­ლი მხატ­ვ­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას: ფრანც შტუ­კის, პაბ­ლო პი­კა­სოს, ელე­ნე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის, თა­მაზ ხუ­ციშ­ვი­ლის, გია იაშ­ვი­ლის, ირაკ­ლი ოჩი­ა­უ­რის, თენ­გიზ და გია მირ­ზაშ­ვი­ლე­ბის და სხვა­თა. მი­მო­ხილ­ვა­საც სწო­რედ ნა­ხა­ტე­ბით ვიწყებთ:



- ერ­თხანს, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი ქუ­თა­ის­ში იყო. მა­შინ დე­და და დე­ი­და­ჩე­მიც თე­ატ­რ­თან ერ­თად იქ იყ­ვ­ნენ და ელე­ნე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის ეს ნა­მუ­შე­ვა­რი, სწო­რედ იქაა გა­კე­თე­ბუ­ლი. გვაქვს პი­კა­სოს ორი ნა­მუ­შე­ვა­რიც. ის რა­მეს რომ და­ხა­ტავ­და, იმა­ვე თე­მა­ზე ას­ლებს გა­სა­ყი­დად ქმნი­და და აქ სწო­რედ ასე­თი ორი ას­ლია გა­მო­ფე­ნი­ლი. ბი­ძა­ჩე­მი მე­რაბ ჯორ­ჯა­ძე ემიგ­რა­ცი­ა­ში გახ­ლ­დათ საფ­რან­გეთ­სა და ბელ­გი­ა­ში, ის ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის რაზ­მ­თან ერ­თად წა­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან. ცო­ლად შე­ირ­თო რუ­სი ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ოლ­გა შერ­ბა­ტო­ვა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ იც­ნობ­და და ახ­ლობ­ლობ­და პი­კა­სო­სა და ილია ზდა­ნე­ვიჩ­თან. სწო­რედ ბი­ცო­ლა­ჩე­მის­გან გვაქვს პი­კა­სოს ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი და სულ­ხან-სა­ბას კონ­სულ­ტა­ცი­ით შექ­მ­ნი­ლი კავ­კა­სი­ის რუ­კა, რო­მე­ლიც ჰო­ლან­დი­ა­ში დამ­ზად­და. აქვეა გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვ­რის შტუ­კის ნა­მუ­შე­ვა­რიც, ჩემს წი­ნაპ­რებს ეკუთ­ვ­ნო­დათ, მიყ­ვარს და გა­მოვ­ფი­ნე.

პი­კა­სოს ქვე­ვით, შუ­შე­ბი­ან სერ­ვან­ტ­ზე ორი ნივ­თი დევს. ერ­თი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის სა­მელ­ნეა, რო­მე­ლიც ჩვენს მას­პინ­ძელს ბე­ბი­ის­გან შე­მორ­ჩა, ხო­ლო მე­ო­რე სა­ჩუ­ქა­რია - მონ­ღო­ლი მე­ომ­რე­ბის ფო­ლა­დის საგანი, რო­მელ­შიც აბედს ინა­ხავ­დ­ნენ და კვე­სავ­დ­ნენ.



- შინ შე­სა­ნიშ­ნა­ვი კი­ნომ­ხატ­ვ­რის გო­გი მი­ქე­ლა­ძის ნა­მუ­შე­ვა­რი მაქვს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩე­მი ფილ­მის "ცხე­ლი ზაფხუ­ლის სამ დღე" ეს­კი­ზია. მას­ში დე­და­ჩე­მი გა­და­ვი­ღეთ. ნა­მუ­შე­ვარ­ზე სწო­რედ დე­და­ჩე­მის ბი­ნის ეს­კი­ზია.

რო­ი­ალ­თან დე­და­ჩე­მის პორ­ტ­რე­ტია, მის გვერ­დით კე­დელ­ზე - ფა­რა­ჯა­ნო­ვის ნა­ჩუ­ქა­რი ნა­ქარ­გი. სერ­გომ მითხ­რა, ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძეა, შე­ნი წი­ნა­პა­რიო. ნა­ქარ­გი სერ­გოს მი­ერ ფუნ­ჯით არის "შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი", ძვე­ლია და ეტყო­ბა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. რო­ი­ალ­ზე წვრი­ლი ვარ­დის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი თეფ­ში რომ დევს, იმ სერ­ვი­სის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც 1896 წელს ბე­ბი­ა­ჩემს ქორ­წილ­ში მა­შინ­დელ­მა რუს­მა მთა­ვარ­მარ­თე­ბელ­მა აჩუ­ქა. და­ნარ­ჩე­ნი ჭურ­ჭე­ლი წი­ნან­დ­ლის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი ოჯა­ხის ბევ­რი სხვა ნივ­თი.

ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლის ერთ-ერ­თი ფო­ტოც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს. ჩე­მი ერთ-ერ­თი შვი­ლი წი­ნან­დალ­ში ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რია. არ­სე­ბობს ნი­ნო ჭავ­ჭა­ვა­ძის კოს­ტი­უ­მის ნა­წი­ლი, რომ­ლის რეს­ტავ­რი­რე­ბაც მოხ­და. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­მო­სი ჩემს შვი­ლიშ­ვილს ჩა­აც­ვეს და გა­და­ი­ღეს. რე­ზო გაბ­რი­ა­ძის ეს­კი­ზით შექ­მ­ნი­ლი შარ­ფიც, თა­ვის დრო­ზე წი­ნან­დ­ლის მუ­ზე­უ­მის­თ­ვის გა­კეთ­და, თე­მა­ზე - "გრი­ბო­ე­დო­ვის ვალ­სი".



ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლის ფო­ტოს გვერ­დით ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის საფ­რან­გეთ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ღია ბა­რა­თის გა­დი­დე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია. გვაქვს პა­ტა­რა ბა­რა­თი წარ­წე­რით "ქარ­თ­ვე­ლი ტი­პე­ბი". მას­ზე დე­და, ბი­ძა და დე­ი­და­ჩე­მი არი­ან აღბეჭდილი და ამი­ტო­მაა ეს ბა­რა­თი ჩემ­თ­ვის ძვირ­ფა­სი.

ამ თეფ­შ­ზე რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ჭი­ქა დევს და მათ შო­რი­საა ეგ­ვიპ­ტი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ლამ­პა­რიც. ეს არ ვი­ცი, რამ­დე­ნად ძვე­ლია, მაგ­რამ ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ეგ­ვიპ­ტუ­რი ფი­გუ­რა რომ მაქვს, ეს ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცი. ჩვენს წელთ აღ­რიცხ­ვამ­დე პე­რი­ო­დი­საა და ისიც ბი­ცო­ლა­ჩემ­მა მა­ჩუ­ქა.

ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლის მი­ერ და­სუ­რა­თე­ბუ­ლი "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილს უშან­გი ჩხე­ი­ძემ პირ­ველ და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქა. გად­მო­ცე­მით იცის, რომ ფე­ხი ამ მსა­ხი­ობ­მა აად­გ­მე­ვი­ნა. თურ­მე, რო­ცა ის გაჩ­ნ­და, უშან­გი უკ­ვე ავად იყო და თე­ატ­რ­ში აღარ და­დი­ო­და. ისი­ნი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და გვერ­დიგ­ვერდ ოთა­ხებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ. მსა­ხი­ო­ბი თა­ვის ოთახ­ში იწ­ვა და ბალს შე­ექ­ცე­ო­და, მის გვერ­დით ოთახ­ში კი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი იატაკ­ზე და­ფორ­თხავ­და. ალ­ბათ ბავ­შ­ვ­თან სა­თა­მა­შოდ უშან­გი ჩხე­ი­ძემ ბლის ყუნწს ძა­ფი გა­მო­ა­ბა, გა­და­აგ­დო და ნელ-ნე­ლა თა­ვის­კენ გას­წია. მე­რე უყ­ვე­ბო­და, ბალს რომ ვერ მის­წ­ვ­დი, ჯერ ფორ­თხ­ვით მოჰ­ყე­ვი, მე­რე წა­მო­დე­ქი და ჩემ­კენ წა­მოხ­ვე­დიო.


"ვეფხის­ტყა­ოს­ნის" გა­მო­ცე­მა მის ოჯახ­ში 1935 წლი­დან ინა­ხე­ბა. მას­პინ­ძ­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ეს სა­ჩუ­ქა­რიც და წარ­წე­რაც, რო­მე­ლიც წიგ­ნის პირ­ველ გვერ­დ­ზე უშან­გი ჩხე­ი­ძეს და­უ­ტა­ნია. ბიბ­ლი­ო­თე­კის ერთ ნა­წილ­ში, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილს ამ მსა­ხი­ო­ბის პორ­ტ­რე­ტიც აქვს გა­მო­ფე­ნი­ლი.

აქ იმ წიგნებს ნა­ხავთ, რო­მლებ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად მი­მარ­თავს. აქ­ვეა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფილ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა. წიგ­ნე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის გვერ­დით ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თია. მათ შო­რი­საა ბი­ზან­ტი­უ­რი ხა­ტი, უფ­რო სწო­რად მი­სი ფრაგ­მენ­ტე­ბი.

- სა­და­ფის ხა­ტი ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. თა­ვის დრო­ზე, ეკ­ლე­სი­ას რომ ებ­რ­ძოდ­ნენ, ეს ხა­ტი ჩემს წი­ნაპ­რებს სარ­დაფ­ში გა­და­უ­მა­ლავთ. ბი­ზან­ტი­უ­რია, რო­მე­ლიც უკ­ვე ექ­ვ­სი სა­უ­კუ­ნეა, აღარ არ­სე­ბობს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ცა­რი დალ­პა და ტრიპ­ტი­ხი და­ი­შა­ლა, ნა­წი­ლი და­ი­კარ­გა. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ხა­ტი ჩვე­ნი ხე­ლით ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ავაწყ­ვეთ და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ვამ­თ­ლი­ა­ნეთ.



წიგ­ნე­ბის თა­რო­ზე დევს ქარ­თუ­ლი ხის თა­სიც, რომ­ლი­თაც ჩემს ქორ­წილ­ში სადღეგ­რ­ძე­ლო­ებს ვსვამ­დით. "ლი­მონს" ხე­დავთ? სერ­გომ მა­ჩუ­ქა, ფა­რა­ჯა­ნო­ვი მა­მა­ჩემ­თან სწავ­ლობ­და ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვ­რას. ერ­თხელ ქუ­ჩა­ში შემ­ხ­ვ­და. მითხ­რა, მე შენ ახ­ლა ლი­მო­ნი უნ­და გა­ჩუ­ქოო და ეს ლი­მო­ნის მსგავ­სი ნივ­თი მა­ჩუ­ქა. იქ­ვეა დე­ი­დას სახ­სო­ვა­რიც - ბუ­დას ფი­გუ­რა. მითხ­რა, ყო­ველ ოც მა­ისს შაქ­რი­ა­ნი წყა­ლი გა­და­ავ­ლეო.

- და­ნა­ბა­რებს თუ ას­რუ­ლებთ?

- ვცდი­ლობ, მაგ­რამ ხან­და­ხან მა­ვიწყ­დე­ბა. ჩე­მი ბრა­ლია (ი­ღი­მის).

სა­სა­დი­ლო ოთახ­ში, რე­ზო გაბ­რი­ა­ძის ნა­ხა­ტე­ბის ფონ­ზე, მას­პინ­ძ­ლის პორ­ტ­რე­ტია. ბა­ტო­ნი მე­რა­ბი სამ­ზა­რე­უ­ლოს კა­რა­დი­დან სტუ­დენ­ტე­ბის, ასის­ტენ­ტე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის სახ­სო­ვარ ორ ჩა­ის ჭი­ქას იღებს:



- ერ­თ­ზე მე ვარ "არ და­ი­დარ­დოს" გა­და­ღე­ბე­ბის დროს. 75 წლის რომ გავ­ხ­დი, მა­შინ მა­ჩუ­ქეს, ხო­ლო მე­ო­რე 80 წლის იუბი­ლე­ზე ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რებ­მა მი­სახ­სოვ­რეს, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი დავ­რ­ჩით. ამ შავ-თეთრ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც ჭი­ქა­ზეა, 17-18 წლის ვარ...

- გარ­და "ცხე­ლი ზაფხუ­ლის სა­მი დღის" ეს­კი­ზი­სა, თქვენს ფილ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა მო­გო­ნე­ბე­ბი სად ინა­ხე­ბა?

- ერ­თი ნა­წი­ლი კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილ­მ­ში­ა", ხო­ლო მე­ო­რე - კი­ნო­სა და თე­ატ­რის მუ­ზე­უმ­ში. პლა­კა­ტებ­სა და ზო­გი­ერთ ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნივთს სოფ­ლის სახ­ლ­შიც ვი­ნა­ხავ. აქაც და იქაც ყვე­ლა ის ნივ­თია თავ­მოყ­რი­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს მახ­სე­ნებს, მათ მა­კავ­ში­რებს და ჩემ­თ­ვის უაღ­რე­სად ფა­სე­უ­ლია. 

ბატონი მერაბის სახლისა და საოცარი ნივთების კიდევ მეტი ფოტო ნახეთ ფოტოგალერეაში
ანა კა­ლან­და­ძე

კომენტარები

kvebe 2017-01-07 10:37
1991-92 wl gaixsenet,is avtomatic miumatet tqvens arqivs"patrioto'
გაიოზ გოშაძე 2017-01-05 14:28
ბატონო მერაბ ჯანმრთველობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ. ნამდვილი ქართველი პატრიოტი კაცი ბრძანდებით. ამ დიდ ქარტეხილებში ნამდვილი კაცური ცხოვრებით იცხოვრე და ემსახურე სამშობლოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები