შიშველი ნიმფები და ოქრო კედლებზე - 6 მლნ დოლარად ღირებული ბინა, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

ეს იშვიათი დიზაინის ბინა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს - 6 მლნ დოლარი, უგემოვნებით და კონტრასტებით უფრო გახდა პოპულარული. ბინა მოსკოვშია და გასაყიდად გამოიტანეს. ბინა რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ უბანშია, პრესტიჟულ კორპუსში, სადაც ვარსკვლავებსაც აქვთ ბინები. თუმცა ამ კორპუსში ეს ყველაზე ძვირად ღირებული ბინაა.

ბინის ფართი 223 კვადრატული მეტრია. ყველგან ფუფუნება და სიმდიდრეა, სახლი მუზეუმს უფრო ჰგავს. ჭერი სამ მეტრზე მაღალია, მაგრამ იმდენად დატვირთულია, თითქოს უნდა გაგსრისოს. ანტიკური სვეტები, ოქროს მარმარილოს იატაკი, ბარელიეფები, ფრესკები კედლებზე, მოოქროვილი დეკორი. ავეჯი იმპერიული ეპოქის შთაგონებით არის
დამზადებული. მსგავსს მართლაც მუზეუმშიღა თუ შეხვდებით.

დერეფანში ჭერიდან მოოქროვილი არწივები იმზირებიან, კედლებიდან კი მკერდმოშიშვლებული ნიმფები.

ჯერჯერობით ბინის შესახებ უფრო მეტს საუბრობენ გაოცებულები, ვიდრე მისი შეძენის სურვილს გამოთქვამენ.




კომენტარები

nianias და ninas 2023-02-02 10:09
ერთი სიტყვით ორივეს ასე თუ ისე მოგწონთ. თქვენზეა ნათქვამი ყანა ბიბინებსო ...
niania 2023-02-02 01:00
ex nina,nina sheni komentari shens kompleqsebsa da shinagan samyaros sruliad ashishvlebs.rom gachuqon albat uars ityvi radan ar mogcons xom?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები