გაზაფხულის მზიანი დღეების მოსვლასთან ერთად, ბევრი ჩვენგანი იწყებს ოცნებას, ცხოვრობდეს კერძო სახლში, ჰქონდეს პატარა მწვანე ბაღი, რომელსაც მაღალი დიდფოთლოვანი ხეები დაჩრდილავს, მათ ძირში კი საქანელა-სავარძელს დადგამს და წიგნის კითხვაში ხელს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი თუ „შეუშლის“. მართლაც ლამაზი სურათია, განსაკუთრებით კი ზაფხულის სიცხეში, როცა შენი ბინის აივანს მთელი დღე მზე მოსდგომია და სულმოუთქმელად ელოდები საღამოს, რომ იქნებ ნიავზე გახვიდე...
თუ ოცნების რეალობად ქცევაზე ფიქრობთ, ეზოსა და ბაღის მოვლაში კი გამოცდილება არ გაქვთ, მაშინ ჩემნაირ დილეტანტთან მცირე კონსულტაცია გჭირდებათ. დიახ, არა პროფესიონალ
მებაღესთან, არამედ დილეტანთან, რომელმაც ეზოს მოწყობასა და მოვლაში ბევრი შეცდომა დაუშვა და შეიძლება ახლაც ვერ ისწავლა ჭკუა.
მარტის მოსვლასთან ერთად, ეზო უკვე ამწვანებას იწყებს. ბალახი დღითიდღე იზრდება, ხშირად წვიმს და ჰაერში მიწისა და მცენარეების სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. თავდაპირველად ეს ყველაფერი ძალიან გართობს, დიდი სიამოვნებითაც შეიძლება ჩამოჯდე ბალახზე, დაისვენო, განიტვირთო, მაგრამ ყველაფერი რთულდება, როცა ერთ დღესაც სარეველათა მთელი ჯგუფი წელამდე მოგწვდება. იცით, თავდაპირველად როგორ ვიქცეოდი? ჩავიცვამდი ხელთათმანებს და ვცდილობდი, ეს კარგად ფესვგადმული სარეველა ბალახი ძირიანად ამომეღო ჯერ კიდევ ნესტიანი მიწიდან, მაგრამ გადიოდა ორი კვირა და იმავე პრობლემის წინაშე ვიდექი! როცა ბინიდან კერძო სახლში გადადიხარ და თანაც სამუშაო დღეებში ძალიან დაკავებული ხარ, ყოველ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ბალახის გლეჯა მართლაც დიდი დისკომფორტია. ჩემნაირი დილეტანტის პირველი რჩევა, ოქროს წესი თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, იქნება ის, რომ კერძო სახლს ბონუსად მოაყოლოთ გაზონის საკრეჭი აპარატი. ცოტა რამ ფასებზეც: ამგვარ ტექნიკაში არც ძალიან ბევრი უნდა გადაიხადო და არც იმდენად მცირე, რომ ეს მის ხარისხზე აისახებოდეს. ჩემს შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური ეს კონკრეტული მოდელი აღმოჩნდა. არ დაგვიწყდეთ, საკრეჭი მაკრატლისა და მებაღის ხელთათმანების შეძენაც, რათა ბაღის გასუფთავების საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
წესი თუ რჩევა ნომერი მეორე: შეიძინეთ რაც შეიძლება გრძელი სარწყავი მილი. გულწრფელად გეტყვით, რომ არასკმარისი მორწყვის გამო ბაღის ბოლოში მდებარე ატმისა და ალუჩის ხეები გავახმე... გავახმე, რადგან სამწუხაროდ, სარწყავი მილი ვერ მივაწვდინე, წყლის ხელით დასხმა კი საკმარისი არ აღმოჩნდა. ორივე ხეს გასახმობად მხოლოდ ერთი ცხელი ზაფხული „დასჭირდა“. თადარიგი თავიდანვე რომ დამეჭირა, ბაღის სიგრძე გამეზომა და მილი შემდეგ შემეძინა, შეიძლება, წელს ჩემს ბაღში ალუჩისა და ატმის „მოსავალიც“ ამეღო.
ეს შეცდომები საკმარისი არ აღმოჩნდა და გადავწყვიტე, ეზოსთვის პლასტიკის მაგიდა-სკამები შემეძინა... პირველი, რაც მოხდა იყო ის, რომ ერთი სკამი შეძენიდან რამდენიმე თვეში გატყდა. ერთ ღამესაც ძლიერად ამოვარდნილი ქარის გამო კი საქმე კიდევ უფრო ცუდად წავიდა: დილით ყველა სკამის ნაწილ-ნაწილ შეგროვება, შემდეგ კი სანაგვე ურნაში ჩაყრა მომიწია. ეს იყო გაუმართლებელი ხარჯი, რომელსაც აღარასდროს გავწევ. სანაცვლოდ, შევიძინე რკინისა და ხის მასალისგან დამზადებული მაგიდა და სკამები, რომელიც ბაღის დასაწყისში ტყემლის ხის ქვეშ ხელუხლებლად აწყვია. იმავეს გირჩევდით საქანელა-სავარძელთან დაკავშირებითაც.
ასევე, რაც კერძო სახლში გადასვლისას არ გავითვალისწინე, რკინის კიბის შეძენის საჭიროება. საცხოვრებელი ადგილი შემოდგომაზე შევიცვალე. გადასვლიდან 1-2 კვირაში ჩემ მიერ შეძენილი სახლის ეზოში კი უგემრიელესი თითა და ადესა მწიფდა. ვინ დაფიქრდა იმაზე, რომ ყურძენი მალე დასაკრეფი გახდებოდა? სამუშაო დღეებში კიბის შეძენის დრო არ მქონდა, მავიწყდებოდა ონლაინ შეკვეთაც, დასვენების დღეებში კი ხან რა გამომიჩნდებოდა, ხან რა... ყურძნის ნაწილი გაფუჭდა, ნაწილი ჩიტებმა შეჭამეს, ეზო და ბაღი ჩამოცვენილი მარცვლების გამო მუდმივად გასასუფთავებელი იყო. პირობა დავდე, რომ ასე აღარასდროს მოვიქცეოდი და მართალია ზამთარში, მაგრამ მაინც შევიძინე კიბე, რომლის მეშვეობითაც ყურძენსაც, ალუბალსაც და სხვა იმ ხილსაც დავკრეფ, რაც ბაღში მაქვს.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ბარის, თოხის, ფოცხისა და ამგვარი ხელსაწყოების მომარაგება, ბაღში მუშაობასთან რამდენადაც მწყრალად არ უნდა იყოთ. როცა შემოდგომაზე, ფოთოლცვენა დაიწყება, თქვენი საყვარელი ხელსაწყო სწორედ ფოცხი გახდება.
მიუხედავად ამ შეცდომებისა და ამდენი სირთულისა, მართლა არაფერი შეედრება ხეების ჩრდილში ნებივრობას, როცა სიცხისგან ქალაქში გაძლება შეუძლებელია.

კომენტარები
დილეტანტი მებაღე კი არა გაყიდვების მენეჯერი იქნბი 100%