ალა პუგაჩოვამ რუსეთში მდებარე მდიდრული სასახლე 12 მილიონ დოლარად გაყიდა - მომღერალი საბოლოოდ გადასახლდა ისრაელში

რუსული ესტრადის პრიმადონა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, პუტინის რეჟიმის პროტესტის ნიშნად, მეუღლესთან და შვილებთან ერთად რუსეთიდან წავიდა, დიდი ხანია ცდილობდა რუსეთში მდებარე სასახლის გაყიდვას. მისი სასახლე მოსკოვთან ახლოს, პატარა დასახლებაში იყო, მეტსახელად გრიაზ (რომელიც ქართულად შეიძლება გადმოვთარგმნოთ, როგორც ტალახიანი ადგილი). საკმაოდ მდიდრული და გოთურ სტილში მოწყობილი სახლი დიდხანს იყო აჟრიამულებული ალას ტყუპი ქალ-ვაჟით, თუმცა ბოლო ორი წელია, ცარიელია და ცოტა ხნის წინ ალამ გასაყიდადაც გაიტანა. კარგა ხანს არ ჩანდა მყიდველი, რადგან ალა მილიარდ რუბლს ითხოვდა (დაახლოებით 12 მლნ აშშ
დოლარს) და არ თანხმდებოდა დაკლებას. 
როგორც რუსულ პრესაში წერენ, მყიდველი გამოჩნდა. მან ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა, თუმცა გარიგება შედგა და ახლა ალას ცნობილი სასახლე უკვე სხვისი საკუთრებაა, შესაბამისად, ალა საბოლოოდ დასახლდა ისრაელში და ამ ეტაპზე რუსეთში საცხოვრებლად დაბრუნებას არ გეგმავს. 





იხილეთ მეტი ინფორმაცია ალას მდიდრულ სასახლეზე და დაათვალიერეთ ფოტოები:
ალა პუგაჩოვასა და გალკინის სასახლის დაუჯერებელი ფუფუნება 

ეს კი სახლი ისრაელში, სადაც ალა ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს:
აუზი ოქროს მოზაიკით და ვილა, სადაც ალა პუგაჩოვა ოჯახით გადაბარგდა

კომენტარები

ნია 2023-04-28 23:30
რა სიმახინჯეა
აკო 2023-04-25 23:51
უმაგრესი ქალი❤️

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები