რაიმე ახალი თქვა და დაწერო იმ ბუმბერაზი ადამიანის შესახებ, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ჰქვია, ძალიან ძნელია. თუმცა მის კაბინტეში, მისივე ხელნაწერების ფონზე, მწერლის ქალიშვილისგან მოყოლილი ამბების მოსმენა ნამდვილად ემოციური აღმოჩნდა. 1971 წლიდან გურულების შექსპირად წოდებული მწერალი, მეუღლესთან - ნანული გუგუნავასთან და ორ ქალიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ გვერდით კორპუსში ცხოვრობდა. ეს იყო ერთადერთი სახლი მის ცხოვრებაში, სადაც საკუთარი კაბინეტი ჰქონდა. დღესდღეობით ის მუზეუმადაა ქცეული და უამრავ მემორიალურ ნივთს ინახავს. ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა ქეთევან დუმბაძემ სწორედ აქ გვიმასპინძლა და მოგონებების სკივრიდან საინტერესო
ამბები გამოგვიფინა.
- მე რომ დავიბადე, ჩემი მშობლები ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნივერსიტეტის წინ მდებარე კორპუსში ცხოვრობდნენ. ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული ოთხი ოთახიდან, ბაბუს დახვრეტის შემდეგ, მხოლოდ ერთი დაგვიტოვეს, სწორედ იმ სახლში გავჩნდით მეც, ზაზაც და მანანაც. თვეების ვიქნებოდი, როცა მამამ ბინა საბურთალოზე, ანაგის ქუჩაზე მიიღო. 10 წლის შემდეგ კი აქ გადმოვედით. საბურთალოზე ბევრი მეგობარი მყავდა და იქიდან გადმოსვლა მაინცდამაინც არ გამხარებია, სამეზობლოც ძალიან შეკრული იყო, დღემდე ვმეგობრობ ჩემს მეზობლებთან. აქაც არაჩვეულებრივი მეზობლები გვყავს და არ გამჭირვებია შეგუება. მამა ამ სახლში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი იყო, პირველად მოხდა მის ცხოვრებაში, რომ კაბინეტი ჰქონდა. მართალია, ამ საწერ მაგიდასთან მე და მანანაც ვმეცადინეობიდით და „ვეცილებოდით“ , მაგრამ ის მაინც ღამით მუშაობდა ხოლმე, იკეტებოდა ამ ოთახში და წერდა. ღამით რომ გამეღვიძებოდა და დავინახავდი, შუქი ენთო, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მამა წერდა.
ის ზუსტად ისეთი იყო, როგორებიც მისი ნაწარმოებების გმირები არიან. ძალიან ბევრ მწერალთან მაქვს კავშირი, ვმეგობრობ და ვიცნობ მათ შემოქმედებას, მაგრამ ადამიანი ასე ჰგავდეს თავის გმირებს - ზურიკელას, ზაზა ნაკაშიძეს და ა.შ. როგორც მამა, სხვა არ მინახავს. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს, დედას და მამას არათუ ჩხუბი, კამათიც კი, და ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მაგალითს შვილებისთვის, რადგან მეც არასდროს მიჩხუბია ჩემს მეუღლესთან. არადა, მამა ძალიან პრინციპული კაცი იყო, რომ იტყოდა რაღაცას, ძნელად გადავიდოდა სიტყვას და შეიცვლიდა აზრს, მაგრამ კონფლიქტამდე საქმე არასდროს მიჰყავდა. მისი დიდი რიდი გვქონდა, არასდროს ვაგვიანებდი სახლში მოსვლას, იმიტომ, რომ მამას გული ეტკინებოდა, ეწყინებოდა. მაშინ არ იყო მობილური, რომ დაერეკათ და გაეგოთ ამბავი. ახალგაზრდები შატალოზეც დავდიოდით, ისეთ უბანშიც ვხვდებოდით, სადაც მანამდე არ ვიყავით ნამყოფები, ალბათ ჩვენც ვაშავებდით რაღაცებს, მაგრამ მუდმივად დამყვებოდა ის განცდა, მამას არ ეწყინოს, მამა არ გაბრაზდეს. საოცრად დემოკრატი იყო, არაფერს გვიშლიდა. ამის დასტურია ის, რომ მე მუსიკაზე არ დავდიოდი, მაშინ როცა ძალიან იშვიათია ჩემი თაობის ადამიანი, რომელიც მუსიკაზე არ დაჰყავდათ. მიმიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, ვთქვი, არ მინდა სიარული-მეთქი, მამამ მხარი ამიბა და დედას უთხრა, დაანებე თავი ბავშვსო. ასე დაიხურა ეს თემა. ზუსტად ის თავისუფლება, რომელსაც მამა გვანიჭებდა, ქმნიდა იმ მორიდებულობას, რაც მის მიმართ გვქონდა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბევრჯერ არასწორი დამოკიდებულებაც ჰქონიათ ჩვენს, როგორც ნოდარის შვილების მიმართ, გინდა სკოლაში და გინდა უნივერსიტეტში. შევუწუხებივარ იმას, რომ ნოდარ დუმბაძის შვილი ვარ და ეს მე არ მეკადრება. კარგ თემას რომ დავწერდი სკოლაში, მამამ დაგიწერაო? - მეკითხებოდნენ. ცოტა სასაცილოა, მამაჩემი დამჯდარიყო და თემა დაეწერა ჩემთვის. ერთხელ უნივერსიტეტში სამიანი მივიღე რომელიღაც საგანში და სტიპენდიას ვეღარ ვიღებდი. გადაბარებაზე რომ გავედი, დეკანატაში მითხრეს, კარგი რა, მამაშენი მილიონერია და რა გაგიხდა ეს სტიპენდიის 50 მანეთიო. ჯერ ერთი, არანაირი მილიონერი არ ყოფილა მამა, მეორე - რა თქმაა ეს?! ხანდახან ადამიანები ისეთ ფრაზებს ისვრიან, რაც მერე მუდმივად გრჩება მეხსიერებაში. მაშინ კი არა, ახლაც, უკვე 57 წლის ვარ, სახლიდან რომ გავდივარ, მარტო კი არ ვარ, ნოდარის შვილობა დამაქვს მხრებით. რომ მეკითხებიან, რა პროფესიის ბრძანდებითო, ვპასუხობ - ნოდარ დუმბაძის შვილი ვარ და ეს ყველაზე რთული პროფესიაა-თქო. ბევრი რამ მიკეთებია: ფილოლოგი ვარ განათლებით, ჟურნალისტიც ვყოფილვარ, პიარმენეჯერიც, მაგრამ ყველაზე რთული ნოდარის შვილობაა, რადგან არასდროს მარტო არ ხარ, არანაირ გადაწყვეტილებაში. მუდმივად ჩართულია ტვინში ის განცდა - მამა ამას როგორ იტყოდა, მამა რას იფიქრებდა, როგორ რეაგირებას მოახდენდა. ეს უკვე ჩვეულებაში გადამივიდა.
მუზეუმში მისულები, ქალბატონმა ქეთევანმა სწორედ ნოდარ დუმბაძის კაბინეტში მიგვიწვია. მწერლის საწერ მაგიდას, უცვლელად უკავია საპატიო ადგილი კაბინეტში, კარადები კი სავსეა მისი ხელნაწერებით... კედლებზე ნახატები კიდია, განსაკუთრებულად საინტერესო თავად ნოდარ დუმბაძის მიერ შესრულებული ნახატებია.
- ესენი მამას ნახატებია. მისი ციტატების მიხედვით წიგნი გამოვეცი, „ნაფიქრალი“ ჰქვია და ყდად მისივე ნახატი „აყვავებული მზე“ გამოვიყენე. ამ ხარზე იძახდა, ჩემი პორტრეტიაო და მართლა ჰგავს. მისი კარიკატურა გიგლა ფირცხალავას ეკუთვნის. მამა მელანს არ ხმარობდა, ეს საკალმე აჩუქეს და აქ ინახავდა თავის მთავარ იარაღს - კალმებს. ამ მაგიდაზე ბევრი რამ დაიწერა, მოთხრობები, ბოლო პერიოდის რომანები. ბარში მამას დროინდელი სასმელი გვაქვს, თვითონ ამზადებდა სპირტით, მიხაკით და სხვა ინგრედიენტებით. უკვე აორთქლდა, 35 წლისაა. ეს ვერცხლის კოვზი, მამას ნიკო ლორთქიფანიძის ოჯახმა აჩუქა, ნიკოს იუბილე გადაიხადა და მაშინ უსახსოვრეს. ალბათ ასეთი ჭიქა თქვენ ნანახი არ გექნებათ. მოგეხსენებათ, მამას გული აწუხებდა, როცა იწვა, სწორედ ამ ჭიქით სვამდა წყალს, მაშინ სად იყო მკურნალობის ასეთი მეთოდები, სტენტირება და მსგავსი რაღაცები...
ყველა ოთახში და მათ შორის კაბინეტში, ნახატების შუაგულში კედელზე პატარა ზაზას შავ-თეთრი ფოტო კიდია. ზაზა მწერლის მეორე შვილი გახლდათ, რომელიც 5 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ეს ჩემი ძმაა, ზაზა, რომლის სურათიც ყველა ოთახში ეკიდა. სხვათა შორის, მამა ამ თემით არასდროს გვამძიმებდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ატარებდა ამ ტკივილს, ამაზეც კი არასდროს საუბრობდა მოწყენით. ზაზა 5 წლის გარდაიცვალა, წითელა ჰქონდა, გაურთულდა, არასწორი დიაგნოზი დაუვსეს... ზაზას შემდეგ გავჩნდი მე.
კაბინეტიდან მისაღებში გადავინაცვლეთ, რომელიც მუზეუმადაა ქცეული, ვიტრაჟებში მწერლის პირად ნივთებს, ხელნაწერებს შეხვდებით, კედლებზე კი სამახსოვრო ფოტოებია გამოფენილი.
- აქ სულ მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოებია - არჩილ სულაკაური, ედიშერ ყიფიანი, გურამ თიკანაძე, გიგლა ფირცხალავა, ნიკო კეცხოველი, თამაზ ჩხენკელი, ელგუჯა ამაშუკელი. სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძესთანაც მეგობრობდა, ვერ გეტყვი, რომ ჩვენთან სახლში მახსოვს ედუარდი, მაგრამ ურთიერთობა რომ ჰქონდა, ვიცი. 90-იან წლებში მე რომ მუშაობა დავიწყე და სამსახურში პირველ დღეს მივედი, ედუარდთან შემიყვანეს, ნოდარის შვილი რომ დამინახა, იტირა, ცრემლები წამოუვიდა და ჩამეხუტა.
...ესაა საათი, სათვალე, ჩიბუხი. მამამ ერთხელ თავისი საათი მაჩუქა და მითხრა, მექანიკურიაო. როგორ იქოქება-მეთქი, ვკითხე და ხელის გაქნევითო, - მიპასუხა. გამოვართვი და დავიწყე დაქოქვა, მიყურა, მიყურა და მეუბნება, დაანებე, მამა, მაგას თავი, იმდენი ტაში მაქვს დაკრული, დაქოქოლია უკვეო. საშინლად არ უყვარდა ჰალსტუხი და არც იკეთებდა, აი, ნახეთ ფოტოები, ან პერანგი აცვია, ან როლინგი. ეგ კი არა, ერთ დილას აღმოაჩინა, რომ პიჯაკზე დეპუტატის მისამაგრებელი ნიშანი დაკარგა, მიდის ყრილობაზე და სჭირდება, მაგრამ სადაა? დავიწყეთ ძებნა, მაგრამ არ არის, ვერ ვპოულობთ, უკვე რომ დაიძაბა სიტუაცია, კარზე ზარის ხმა გაისმა, ჩვენი მძღოლი ტრისტანი დგას, აცვია მამას ნაჩუქარი პიჯაკი, თავისი დეპუტატის ნიშნით (იღიმის).
თურმე, პიჯაკი მისთვის ამ ნიშნიანად უჩუქებია (იღიმის). ეს კი მისი ჭიქაა, ჩაი უყვარდა ძალიან და სულ ამ ჭიქიდან სვამდა. ეს მამას ხელის რეალური ანაბეჭდია, სახის ნიღაბიც გვქონდა, მაგრამ დედა ვერ უყურებს და ფონდში წავიღე.
მისაღების ერთი ნაწილი როიალს უკავია.
- ამ სახლში რომ გადმოვედით, პიანინო არ გვქონდა. დედამ თქვა, სტუმრები რომ მოდიან, სახლში აუცილებელია ინსტრუმენტიო და პატარა კაბინეტური როიალი ისე იყიდა, მამამ არც იცოდა. ჩვენ გვყავდა ძაღლი ბემბი, როიალი რომ მოიტანეს, ბემბიმ გაიარ-გამოიარა და როიალის ფეხთან მოისაქმა. „ყოჩაღ, ნანული, რა ტუალეტი გიყიდია ბემბისთვისო“, - მაშინვე უთხრა მამამ დედას, მაგრამ მერე, რა თქმა უნდა, უკრავდა და მღეროდა სახუმარო სიმღერებს.
მისაღებში ერთი დიდი კარადა მკითხველისგან მოსულ წერილებს უკავია, რომელიც ოჯახს წლების მიხედვით აქვს დალაგებული. მეორე კარადა კი ეკუთვნის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მსოფლიო გამოცემებს, მისი ნაწარმობები სხვადასხვა ენებზე 78 ქვეყანაშია გამოცემული.
- იაპონური „მარადისობის კანონი“ რომ მოგვიტანეს, მამამ დახედა ამ იეროგლიფებს და ხუმრობით თქვა, - ეს რა არის? კაცი მეგონა თავი და ორი ჯოხი ვყოფილვარო (იღიმის). თურქეთში წიგნის ფესტივალზე წასულს, საოცარი ისტორია შემემთხვა, დავათვალიერეთ 24 გამომცემლობა, დიდი დელეგაცია იყო, მრგვალი მაგიდის ირგვლივ 40 ქვეყნის წარმომდგენლები ვისხედით. ჩემი გვარი რომ წარმოთქვეს, ერთ-ერთმა თურქმა გამომცემელმა ქალბატონმა თქვა, დუმბაძე რა ნაცნობი გვარიაო, იქ უთხრეს, ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილიაო. ამის მოსმენაზე ის ქალი ცუდად გახდა და ასეთ ამბავს მოგვიყვა: 7 წლის ვიყავი, ლოგინად ჩავვარდი, ვერაფრით დიაგნოზი ვერ დამისვეს, დიდხანს მივეჯაჭვე ლოგინს, ვიწექი ისეთ ოთახში, სადაც წიგნების დიდი კარადა იდგა და ყველაფერი წავიკითხე. მართლა, მამათქვენის დაწერილია ამბავი პატარა ბიჭზეო? - მკითხა. ზურიკელაზე-მეთქი? - ვუპასუხე. არა, სოსოია ერქვა და ბრმა გოგო უყვარდაო, - თქვა და ტირილი დაიწყო. მე რა დამემართებოდა, ხომ ხვდებით?!.. წამოდგა და, - შეიძლება, ჩაგეხუტოთ, ბავშვობიდან მახსოვს ეს წიგნი და დიდი გავლენა მოახდინა ჩემზეო. ეს 40 ქვეყნის წარმომაგდენლები გვიყურებდნენ და ისინიც ტიროდნენ ჩვენთან ერთად. ჩემი წამოსვლიდან ერთ თვეში, ხელშეკრულება მომივიდა და ამ გამომცემლებმა „მზიანი ღამე“ გამოსცეს.
მისაღებიდან ნოდარ დუმბაძის საძინებელში გადავინაცვლეთ, სადაც ყველაფერი ისევეა დატოვებული, როგორც მის სიცოცხლეში იყო. საწოლთან მწერალს ოჯახისა და შვილების ფოტოები ჰქონია გაკრული.
- მამას ოთახში ხატების დიდი კუთხე ჰქონდა და „ჩემი ეკლესიააო“ ამბობდა. მამას ზოგი კომუნისტ დუმბაძეს ეძახდა, აი, ასეთი „კომუნისტი“ იყო. ოჯახის წევრების ფოტოები სიცოცხლეშივე თავთან ჰქონდა გაკრული, დედამ უბრალოდ ჩარჩოები გამოუცვალა. მამას სახლში ყოფნა ძალიან უყვარდა, მაგრამ ამავდროულად არ არსებობდა, შაბათ-კვირას მეგობრების ოჯახებთან ერთად ქალაქგარეთ არ წავეყვანეთ. მუდმივად ცდილობდა, ჩვენთვის სასიამოვნო ემოციები და მოგონებები დაეტოვებინა.
ციცი ომანიძე
სახლი, რომელიც უამრავ მოგონებას ინახავს და სადაც დაიწერა ნოდარ დუმბაძის შედევრები

კომენტარები