დაგვიანებული წერილი რედაქციას, რედაქტორებს: - ქალბატონებს ლელა ზურებიანსა და შორენა ბურდილაძეს
2015 წლიდან თვალს ვადევნებ თქვენი ჟურნალის თემატიკას, ფოტომასალას, რომელიც არა მარტო ავსებს წერილების, სტატიების შინაარსობრივ მხარეს, არამედ ამდიდრებს, თვალმახარას ხდის და ამავდროულად, ამყარებს მის შემეცნებით მხარეს; თუ ხშირად და კარგად დავაკვირდებით - უფრო მეტსაც გვიყვება, რაც ასე საშურია დღევანდელ დღეს... მართალია, ყველა ნომერი არ მაქვს, ამას ხელი არ შეუშლია მთლიანი სურათის აღქმაში, იმ მშვენიერისა და ღირებულის დანახვაში, რაც ზოგადად, საფუძვლად უდევს ჟურნალის კონცეფციას; და
არა მარტო ეს, რად ღირს საჭირო რჩევების, იდეების, გამოცდილებით მიღებული შედეგების უყოყმანოდ, დაუზარელად მკითხველისთვის გაზიარება.
ყველა ნომრის თანმდევია რედაქტორის გვერდი, რომელიც ფსიქოლოგიურად გვამზადებს, განგვაწყობს ამა თუ იმ ნომერში შესული მასალის წასაკითხად და აღსაქმელად: - "...ყოველ ნომერთან ერთად ვცდილობთ - სიმშვიდე, კომფორტი და დადებითი ენერგია შევიტანოთ თქვენს სახლებსა და ბინებში; მეტი ფერი, სილამაზე, ჰარმონია სჭირდება ჩვენს ცხოვრებას..." მართლაც, მათი თქმისა არ იყოს, ჟურნალმა ბევრჯერ გამილამაზა შემოდგომისა თუ ზამთრის ცივი დღეები, რაც მთავარია, განმაწყო სასიამოვნო ცვლილებებისთვის, დადებითი ემოციების მეშვეობით სასიკეთო საქმეების კეთებისაკენ... ცალკე "კვლევის საკითხია", რატომ მაწყნარებს ასე, მამშვიდებს და აბსოლუტურად სხვაგან გადავყავარ, ყოველდღიური საფიქრალი ქრება და ვხდები ბედნიერი!... აქვს რაღაცნაირი მაგიური ძალა იმისთვის, რომ ხელმეათედ გადაფურცლო და დატკბე ფრაზების, ფორმების, სპეცხაზების გრადაციის თამაშით; სხვადასხვა გემოვნებისა და შესაძლებლობების, ასაკის ადამიანების - ორიგინალური ხედვით, თამამი გადაწყვეტილებებით, ნიჭიერებით, უკომპლექსობით...
ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ პიროვნებების სახლებსა და აგარაკებზე მოვხვდებოდი, რომლებიც ბავშვობიდან, სტუდენტობიდან მოყოლებული ჩემში გარკვეულ ინტერესს აღძრავდნენ, რათა მათ შესახებ მეტი გამეგო, მეტი მცოდნოდა, კერძოდ, როგორ სახლებსა და ბინებში იზრდებოდნენ, ცხოვრობდნენ, როგორი დგამი ჰქონდათ, როგორ ინტერიერში უხდებოდათ ყოფნა... ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს, გარკვეულ სპეციალობებში მეტრები, რომელთაც დაუზარელი მსახურების, შრომისა და გამორჩეული ნიჭის გამო დიდ პატივს ვცემ და არა მხოლოდ მე, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი...
მიხარია, რომ ცნობილ სახეებს ის ადამიანები შეემატნენ, რომლებმაც სწორად აუღეს ალღო დღევანდელი ცხოვრების რეალობას, გამოწვევებს, არ დაიზარეს და არაჩვეულებრი საქმეები წამოიწყეს, ახალი კუთხით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები... რაც მთავარია, ჩემს თვალში (და არა მარტო...) დაანგრიეს "ვიღაც უბადრუკის" მიერ შემოგდებული მითი, რომ ქართველი კაცი ზარმაცია, შრომა არ უყვარს... თუ "შინ"-ის გვერდებს საფუძვლიანად გაეცნობით, ჩემს ნათქვამში უცილობლად დარწმუნდებით... გამოჩენილი ადამიანები ლოკომოტივის როლს ასრულებენ, რომლებსაც წელგამართული მიჰყვებიან თქვენს მიერ "აღმოჩენილი" ადამიანები, რაც საოცრად ჰარმონიულ სურათს ქმნის... მათთვის "შინ"-ი ხომ სტიმულის, წახალისების შესანიშნავი საშუალებაა...
მუდმივად ვფიქრობ იმ ჟურნალისტებზე, ფოტოგრაფებზე, რომლებიც სპეცმასალაზე მუშაობენ, რომლებიც მიდიან სახლ-მუზეუმებში, სახლებსა თუ ბინებში, სახელოსნოებსა თუ აგარაკებზე, ბაღ-ვენახებში... მოკლედ იმ სივრცეებში, რომლებშიც ჩვენი სხვადასხვა სპეციალობის გამოჩენილი თუ არგამოჩენილი ადამიანები ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, მოღვაწეობდნენ... (ცხოვრობენ, მუშაობენ, მოღვაწეობენ...) - როგორი ბედნიერები არიან, რომ რამდენიმე საათს იქ "ატარებენ", ხანდახან ხელითაც ეხებიან სამუზეუმო თუ კერძო ბინებში მემკვიდრეობით დანატოვარ უნიკალურ, ანტიკვარულ ნივთებს, ავეჯს, უნიკალურ გამოცემებს, გამოჩენილი მხატვრების ფერწერული ტილოების დედნებს და ასე შემდეგ; ღირს ერთხელ ნახვად, თუნდაც ჟურნალის გვერდებზე, მერწმუნეთ ეს მართლაც არის კომფორტის, დასვენების ერთ-ერთი გარკვეული სახეობა, რომელიც თანდათან ხდება შენი, მომდევნო ნომრის გამოსვლამდე გამყოფებს რაღაცნაირ აფორიაქებულ, ემოციურ მოლოდინში...
დიდი მადლობა რედაქტორებს, ჟურნალისტებს: - ეთერ ერაძეს, ანა კალანდაძეს, მერი ბლიაძეს, ციცი ომანიძეს, თეა ცაგურიშვილს, სალომე გოგოხიას, ლალი ფაციას, თეა იაკობაშვილს, თამუნა კვინიკაძეს, ირმა ხარშილაძეს, ნანული ზოტიკიშვილს, ლელა ზურებიანს, სალომე გორგოშიძეს, მანანა გაბრიჭიძეს, მარიამ ტურძილაძეს, ნათია ჩაშინას, ნინი აბრამიშვილს... ფოტოების ავტორებს, სტილისტ-კორექტორებს: მაია შველიძეს, ლიკა თავართქილაძეს; ტექნიკური მხარის ხელმძღვანელს - დათო მოსიაშვილს. სტამბა "კოლორის" შესანიშნავ ჯგუფს - "კოლორს"!!! - ჟურნალის დიზაინისა და გამორჩეულად მაღალი ხარისხის გამოცემისთვის...
პ.ს. ჩემს წერილს თან ახლავს ვრცელი ინფორმაციული მასალა; ესაა რეტროსპექტიული ჩვენება წაკითხულის, - ერთგვარი წარმოჩენა; პირობითად, ცხადია; ყოველნაირი თანმიმდევრობის დარღვევით... სიტყვები: - ვესტუმრე, დავათვალიერე, ვიყავი, ვეწვიე და ა.შ. რა თქმა უნდა, პირობითია, რათა თხრობა უფრო უშუალო გამეხადა; შინაარსობრივი მხარე კი, იმ ჟურნალისტების "ნახელავია", რომლებიც წარმოდგენილი წერილების ავტორები არიან, თუმცა გარკვეული, ჩემეული შტრიხი მეც შევიტანე...
ვიცი, ბევრს გაეღიმება და ხმამაღლა თუ არა, თავისთვის - გულში მაინც იტყვის, ყველაფერი ხომ ისედაც ჟურნალსა და კომპიუტერშია, ნეტავ რას ირჯებოდაო... მე ჟურნალის მიმართ ჩემი კეთილშობილი "ანგარიშები" მქონდა, ამიტომაც არცერთი წამით არ დამზარებია ამის კეთება და არც "დრო" მიმაჩნია დაკარგულად და ფუჭად ჩავლილად... ამიტომაც შევჩერდი ყველაფერზე, რაც ასე საინტერესო და ემოციური იყო ჩემთვის, რის გამოც ხშირად ვფურცლავ "შინ"-ის ნომრებს და ისეთი გაფაციცებით ვკითხულობ და ვათვალიერებ, თითქოს ერთი კვირის წინ ხელში არ მჭეროდეს... უნდა ვაღიარო, როდესაც "რაღაც-რაღაცეები" ჩემს აზრებს, გემოვნებას, ესთეტიკას ემთხვევა - ბავშვური აღტკინებით მიხარია, სხვანაირ შემართებას ვგრძნობ... მოდით, ცოტა ხნით, ყველასთან შევიხედოთ და ჩვენი ჭია გავახაროთ... გავიხსენოთ და დავფიქრდეთ, ჩვენში ჩამოყალიბებულ გემოვნებას "თვალი გადავავლოთ"... - მერწმუნეთ, ბევრ რამეს შეცვლით და გაითავისებთ, ამ კუთხით ხომ სრულიად თავისუფალი ხართ, დოგმები კი - თუკი, ამის დრო დგება, - ინგრევა და იცვლება კიდეც...
მადლიერებით, უღრმესი პატივისცემით, საუკეთესო სურვილებით, მომავლის იმედით, სიყვარულით... - "შინ"-ის ერთგული მკითხველი და ქომაგი -
ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი
* * * * * * *
უპირველესად პატრიარქის "სიმშვიდის კუნძულს" ვესტუმრე. ჟურნალისტმა საინტერესო დიალოგი შემოგვთავაზა საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლექციის დირექტორის მოადგილესთან დედა თეკლესთან; ფრაგმენტი ინტერვიუდან: - "...მცენარეებს პატრიარქი თავისი ხელით რგავს და ეუბნება: - "გაიხარე და გამახარე". ამბობენ, რომ ხეებს მოვლაზე მეტად პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ზრდის, მცენარეები ძალიან მალე ეგუებიან საპატრიარქოს მიწას, ლაღდებიან. შემოდგომით ყველა ხეს პატრიარქი ასე ლოცავს: - "მშვიდობით დაიძინე და გაზაფხულზე მშვიდობით გაიღვიძე"... ვინც იცის, რომ პატრიარქს მცენარეები უყვარს ჩუქნიან მას. უწმინდესი ყოველდღე დადის ბაღში და ყველა ხეს თუ ბუჩქს, ყვავილს ცოცხალივით ესაუბრება. ერთხელ დაავადებული მცენარე მოსაჭრელი გამხდარა... უწმინდესმა თქვა: "- მივედი, მადლობა გადავუხადე, რომ ამდენ ხანს გვემსახურა და მოვუბოდიშე, უნდა მოგჭრათ-მეთქი".
სულ რამდენიმე მეტრში ქალაქის ხმაურიანი ტრასაა, აქ კი ყველაფერი ხასხასებს, - "კაცის ხელსა და სიყვარულს სიცოცხლის მინიჭება ყველაფრისთვის შეუძლია, თან მიკროკლიმატიც გვეხმარება, - მცენარე თუ გინდა ლაღობდეს, მუდამ არც მზის გულზე უნდა იყოს, არც ჩრდილში, არც გამუდმებული ქარი უნდა აწუხებდეს. ჩვენს ბაღში კი სწორედ ისეთი მიკროკლიმატია, რომ ამ ყველაფრისგან დაცულია..."
პატრიარქის ედემის ბაღი
"...ხეები მგრძნობიარენი არიან, რაც თვალისთვის ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სიყვარულს ამჟღავნებენ მათი მზრუნველის, მომვლელ-პატრონის მიმართ... საოცარ ძალას იჩენენ დიდი გრძნობითა და სიყვარულით დარგული ნერგები..." "დიდი სიხარულიც და მწუხარებაც ადამიანს განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს: - ამ გრძნობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ უნდა იქცეს ხეების დარგვა. ვფიქრობთ, ცალკე უნდა გამოიყოს ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერი ადამიანები, - ახალდაქორწინებული წყვილები, ბავშვების მშობლები დარგავენ ნერგებს, მათთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღის აღსანიშნავად..." - ამასაც ჩვენი პატრიარქი გვეუბნება.
წინანდალში რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ვეწვიე, რომელშიც უცვლელადაა შემონახული მისი სამუშაო კაბინეტი, ოთახების ინტერიერი XVIII-XIX საუკუნეების ქართული, რუსული, ფრანგული ავეჯითაა გაწყობილი... ყურადღებას იქცევს ფერწერული ტილოები, ფოტოები... სანახავია მისი ცნობილი უზარმაზარი მიწისქვეშა მარანი, ასევე ღვინის საცავი, რომელშიც 16500 ბოთლი ინახება. პირველი მოსავალი პოეტს 1838 წელს მიუღია, ხოლო 1841 წელს პირველი ღვინო ჩამოუსხამს... არ შეიძლება გულგრილი დარჩეთ 12 ათას ჰექტარზე გადაჭიმული ძველი და ახალი უნიკალური ბაღით, რომელიც არა მარტო მრავალფეროვანი ეგზოტიკური მცენარეების სიმრავლით გამოირჩევა, არამედ - დაგეგმარებითაც; ზოგიერთი სპეციალისტი ამ ბაღს ინგლისურ პარკებსაც კი ადარებს... არ გამოგრჩეთ ცნობილი ხეივანი და "ნატვრის ხე", რომელიც ძლიერ შთამბეჭდილებას ახდენს...
წინანდლის სასახლე 28 საძინებლითა და უნიკალური ბაღით - რა დარჩა მისგან
მიხარია, რომ ილიას სახლ-მუზეუმს თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. #7-ში, ორჯერ ვესტუმრე, - რემონტამდე და რემონტის შემდეგ; დიდებული შრომაა გაწეული; ამ სახლში ხომ ილია ჭავჭავაძემ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა... სახლი ილიას დას, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისას ეკუთვნოდა. ელისაბედის მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა ანდერძით 40 ათასი მანეთი მიიღო. ილიას უშუალო მონაწილეობითა და დახმარებით, ეკატერინემ აღნიშნული შენობა შეიძინა და ხელოსნებთან მოლაპარაკებას, სახლის მოწყობასა და აღდგენით სამუშაოებს, ძმის გემოვნების გათვალისწინებით აწარმოებდა... ეზოს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. ილიას დროს ბაღში "ნაირნაირი ყვავილები" ხარობდა, მას განსაკუთრებით ხვიარა ვარდები და იასამანი ჰყვარებია.
სახლი, სადაც ილიას სული ახლაც იგრძნობა
ამ სახლს უკავშირდება მწერლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები, აქ იყო განთავსებული გაზეთ "ივერიის" რედაქცია და სტამბა. ამავე შენობაში დაამკვიდრა მან ხუთშაბათის შეხვედრები, დღეს რომ ტრადიციულ "ხუთშაბათობებად" არის ცნობილი. მასში საზოგადოების პროგრესული ნაწილი მონაწილეობდა, "ივერიის" რედაქციისა და ბანკის თანამშრომლები. მათ შორის იყვნენ: რაფიელ ერისთავი, ანტონ ფურცელაძე, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ნიკო ცხვედაძე, პეტრე უმიკაშვილი, იონა მეუნარგია, თედო სახოკია, ეკატერინე გაბაშვილი, ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები, ვაჟა-ფშაველა, არტურ ლაისტი და სხვები. სტუმრებს ქუჩის მხრიდან, ცენტრალური შემოსასვლელიდან იღებდნენ და მეორე სართულზე კიბით ადიოდნენ. "ხუთშაბათობების" ოთახი ორად იყო გაყოფილი - დიდი ნაწილი მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, შედარებით მცირე მონაკვეთი კი მანდილოსნებს ეკავათ. " ...რედაქციის თანამშრომლები საღამოებზე ხშირად კითხულობდნენ პოეტებისა და ლიტერატორების ნაწარმოებებს, სტატიებს. იყო მსჯელობა ქართული საკითხების შესახებ. ყოველი საღამო მთავრდებოდა უბრალო ვახშმით, რომლისთვისაც ღვინო მუდამ საგურამოს მამულიდან მოჰქონდათ. ილიას საღამოები დემოკრატიული საღამოები იყო"... - წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.
ვესტუმრე აკაკის სახლ-მუზეუმს სოფ. სხვიტორში; მუზეუმი 1939 წელს გახსნილა, რომელიც 1943 წლიდან სახელმწიფო მუზეუმად გადაკეთებულა. სასახლის ტერიტორია - 5 ჰექტარზე მეტია, ნაკრძალადაა გამოცხადებული. ოთახებში გერმანული წარმოების ავეჯი დგას, ბიბლიოთეკაში - XIX სკ-ის პირველ ნახევარში გადაწერილი "ქართლის ცხოვრება" ინახება; აქვეა საინტერესო და უნიკალური გამოცემები... შემონახულია აკაკის საძინებელი, სასადილო ოთახი, რომელსაც მასიური, ძველებური ბუფეტი ამშვენებს, ცნობილი კუზნეცოვის ჭურჭლით... თავისთავად ყურადღებას იქცევს კარის ეკლესია, რომლის უკანაც საქალებო ყოფილა განლაგებული; ასევე - საფარეშო, სახაბაზო, სამზარეულო, ბეღლები, საბძელი, მარანი და სხვა ნაგებობები, რომლებიც უცვლელადაა შემონახული.. ეზო-კარს ცნობილი კაკლების ხეების ჩრდილი აგრილებს...
აკაკის სასახლის ძველი და ახალი ბინადრები
თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახლმ-მუზეუმში საინტერესო ხალხური ინსტრუმენტების გამორჩეულ კოლექციას დაათვალიერებთ, ნახავთ დიდი კომპოზიტორის როიალს, რომელზედაც იქმნებოდა მისი შედევრები "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა" და სხვა მუსიკალური ნაწარმოებები... აქვეა ფონოგრამაც, რომელზედაც სხვადასხვა ხალხურ ფოლკლორულ სასიმღერო მასალას იწერდა... დედისეულ სარკეს, ძველებურ საათს, რომელიც კომპოზიტორის გარდაცვალების დროს უჩვენებს; მაგიდას რვა სკამითა და ძველებურ მოზრდილ სამოვარს; ძველებურ სამუშაო მაგიდას სამელნითა და ნოტების ფურცლებით...
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში ყურადღებას იქცევს მხატვრის სერვიზი - ბინის შუაგულში, ძველი ქართული დარბაზების მსგავსად აღმართული დედაბოძი; ჩვეულებრივი თუჯის სახეხისგან გაკეთებული სანათი, რომელიც წლებია უცვლელად კიდია. გამოფენილია მისი საყვარელი ჭურჭელი: თიხის დოქები, ფიალები, მოჭიქული თასები, გირჩებით სავსე ლანგარი, თუნგები... ძველებური საწერი მაგიდა, ფარდაგები, ყურთბალიშები, ხელჯოხები, ფერწერული ტილოები - თავისთავად... მხატვრის საყვარელი გიტარა, გამოსაჩენ ადგილზე დგას კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის მიერ ნაჩუქარი როიალი... ამ ბინაშია გადაღებული თენგიზ აბულაძის "მონანიების" რამდენიმე სცენა, თემურ ფალავანდიშვილის ფილმის "მზე შემოდგომისა" ერთი მოზრდილი ეპიზოდი...
სად დაიწერა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და სხვა ცნობილი ნაწარმოებები...
არ შეიძლება არ შევჩერდე პოლონელი დიდგვაროვნების ქართული სასახლის ახალ ისტორიაზე, რომელიც თბილისიდან 75 კილომეტრში, კასპის რ-ის სოფ. ახალქალაქში (მეფის ძველ ქალაქში) მდებარეობს. ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი პირველად XVII საუკუნის დასაწყისში იხსენიება, 1609 წელს - ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით; ამ დროს იქ ქალაქი არ ყოფილა; მისი გაქალაქება ქართლის მეფეს როსტომს უკავშირდება (1632-1658 წ.წ.) [ახალქალაქის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის კედელზე შემონახული წარწერის თანახმად, ირანში შაჰ სეფის (1629-1647წ.წ.) ყაენობის დროს, როსტომისა და მის თანამეცხედრე მარიამ დედოფლის მდინარე თეძმის ნაპირზე გაუშენებიათ ქალაქი და მისთვის მეფის ქალაქი უწოდებიათ. ქალაქში საყდარი და მონასტერი აუშენებიათ. მეორე წარწერაში ქალაქის დაარსება-განაშენიანების მოთავედ მეფის კარის მდივანი მერაბ ყორღანაშვლია დასახელებული... ახალქალაქის მოურავები თარხნიშვილები იყვნენ; სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ, ისინი ქალაქს მთლიანად დაეპატრონენ... 1885 წელს ახალქალაქმა პოლონელი ინჟინრის და არქიტექტორის ვასილი ბოლგარსკის ყურადღება მიიპყრო. მალევე აქ სააგარაკო სასახლე, სახლი ააშენა დამხმარე ნაგებობებით; იმ დროისთვის ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურით და მაცივრებით, საირიგაციო სისტემით... აქ იყო ატმის კონსერვის ქარხანა, ღვინოსთან ერთად შამპანურსაც აწარმოებდნენ... XIX ს-ის დასაწყისიდან, ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი ქალაქად აღარ მოიხსენებოდა... უკანასკნელი შთამომავალი, რომელსაც ეს შენობა ეკუთვნოდა, ელენე ახვლედიანის თაობის მხატვარი, აკვარცისტი ვერა ბელეცკაია ყოფილა. გასაბჭოების შემდეგ მათ ქონება ჩამოართვეს და გაასახლეს...
დღეს აქ მხატვრები, შემოქმედი ადამიანები იყრიან თავს... ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს დღევანდელი შენობის, ოთახების ინტერიერი, კარმიდამო, შემოქმედ ადამიანთა ფანტაზიისა და რეალობის ნაზავი...
პოლონელი დიდგვაროვნების ქართული სასახლის ახალი ისტორია
აქვე ვიტყვი, გავეცანი ელენე ახვლედიანის შვილიშვილის ირაკლი ახვლედიანის საინტერესო, ულამაზეს, ორიგინალურ მინიატურულ შედევრებს...
ვნახე როგორ ცხოვრობენ სამეგრელოში დადიანებისა და ნაპოლეონის შთამომავლები, პრინცესა ვერონიკა, მისი ქალიშვილი მატილდა და შვილიშვილი თამარი, პრინცი ალანი...
როგორ ცხოვრობენ სამეგრელოში დადიანებისა და ნაპოლეონის შთამომავლები
გავეცანი ისტორიკოს რუსუდან დაუშვილის მონათხრობს - ილია ჭავჭავაძის დისშვილის, მისი ოჯახის შესახებ, მის სახელგანთქმულ ბაღზე - კანადაში; ულამაზეს ფოტო-მასალას...
ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილის სახელგანთქმული ბაღი კანადაში
თბილისში, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე #4-ში მდებარე სახლის ერთ-ერთ ბინაში ვიმოგზაურე გალაკტიონის "გალაქტიკაში", სივრცეში, რომელშიც პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა; დღეს აქ მისი სახლ-მუზეუმია; აქაა მისი ბიბლიოთეკა, საწერი მაგიდა, პირადი ნივთები... ისმის პოეტის ხმა... შთამბეჭდავია - ჭერი... აქ ყურადღებით უნდა იარო, რომ არაფერი გამოგრჩეს, რათა გალაქტიკაში გაჭრილ პოეტს "ცაში უყურო"; მზერა მის ნახმარ საბეჭდ მანქანაზე გადამაქვს, და კიდევ - ორიგინალურ ნახატებზე...
სივრცე, სადაც „პოეტების მეფემ“ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა
ასევე თბილისში, გრიბოედოვის ქ. #18-ში, მეორე სართულზე, ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმიც იქცევს ყურადღებას. მეგზურობას პოეტის შვილიშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი ანდრიაძე გვიწევს... ვათვალიერებს ისტორიულ მაგიდას, მის ცნობილ ცისფერ ყანწს, ჩიბუხს, პიეროსა და კოლომბინის ფაიფურის ფიგურებს, ძველებურ შანდალს, - ტაბიძეების სახლიდან; პოეტისეულ სამეულს, ანტიკვარულ ჭურჭელს, ლარნაკში წითელ მიხაკებს... კედელზე რამდენიმე ნახატს, მათ შორისაა კირილე ზდანევიჩის ნახატი, რომელზედაც პოეტი შვილიშვილთან ერთადაა დახატული... ყურადღებას იპყრობს ფორტეპიანო, რომელიც პასტერნაკსა და მისი მეუღლის ძმას ჰენრიხ ნეიგაუზს უჩუქებიათ... კედლებზეა ფოტოები, ერთ-ერთზე კი ძველებური საათი, რომელიც პოეტის დაკავების ღამეს 3 საათზე გაჩერდა... და გაჩერდა...
ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის საოცარი სახლი
გავეცანი სოფელ ბევრეთის სიმშვიდის, წმინდა თეკლას სავანეს, რომელიც დედაქალაქიდან არც ისე შორსაა დავანებული. ტყეებით გარშემორტყმულ მთიან ხეობას მდინარე დიღმის წყალი ჩამოუდის... ამ ადგილს "კალამონი" ეწოდა, რადგან წმინდა თეკლა ანტიოქიაში, კალამონის მთაზე მოღვაწეობდა. გვიმასპინძლა მონასტრის მოძღვარმა და წმინდა იოვანე ნათლისმცემლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა იოვანემ (ჩაჩიბაია)... მონასტრისთვის შემოსავლის წყაროა სოფლის მეურნეობა, მეფუტკრეობა, ფიტოთერაპია. მონასტრის წევრები ერთობლივად შრომობენ; მაგალითად, სანთლის კეთება, ბაღ-ბოსტნის მოვლა, ზამთრისთვის შესანახი პროდუქტების დამზადება, თაფლის ამოღება, მონასტრის ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება და სხვა...
"ფიქრის გორაზე", ვერიკო ანჯაფარიძესთან პირველი კოცნის ნიშნად რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა, ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით, საცხოვრებელი სახლი ააგო... წლები იგი, მართლაც, საცხოვრებელი სახლის როლს თამაშობდა... მოგვიანებით კი უამრავი ხელოვანის თავშეყრის ადგილად იქცა... შესვლისთანავე გიზიდავს ორიგინალური ინტერიერი, ფოტოები, ქანდაკებები, ანტიკვარული ნივთები, როიალი, ძველებური მასიური ბუფეტი, გვირგვინები - ფილმიდან "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", ფერწერული ნამუშევრები, გამოჩენილი ადამიანების ნაჩუქარი ნივთები და სხვა...
სტუმრად ბევრეთის მონასტერში
გაგრძელება
ჟურნალი "შინ" - ერთგული, უღალატო მეგობარი...