ტანსაცმელს რომ სარეცხი ფხვნილის სუნი არ შერჩეს, ეს ხერხები გამოიყენეთ


დიდხანს, საგულდაგულოდ არჩიო სუნამო, გადაიხადო მასში სოლიდური თანხა და ბოლოს სარეცხი ფხვნილის სუნი აფრქვიოთ - ალბათ ეს სცენარი არც ერთ ადამიანს მოხიბლავს.
დიახ, ხშირად ხდება ხოლმე, რომ გარეცხილ სარეცხს ფხვნილის სუნი ასდის. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს არ არის პრობლემა, რადგან თითქმის ყველა ფხვნილს საკმაოდ სასიამოვნო სურნელი აქვს, მაგრამ უმჯობესია საყვარელი სუნამოს სუნი აგდიოდეთ, ვიდრე სარეცხის ფხვნილის, ასე არ არის?
მოკლედ, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაზე, ეს საკითხიც, რაღა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, ვისაც მოსწონს ფხვნილის სუნი, მოსწონდეს, ეს მისი საქმეა, ვისაც
აღიზიანებს, ჩვენი რჩევები გაითვალისწინოს და პრობლემას მარტივად მოაგვარებს.
საამისოდ არსებობს რამდენიმე ძალიან ეფექტური ხრიკი.

რეცხვა დააპროგრამირეთ ისე რომ, როგორც მინიმუმ, ერთი დამატებითი გავლების რეჟიმიც ამოქმედდეს. თუ ეს ვერ გიშველით, მაშინ მას შემდეგ, რაც პროგრამა რეცხვის პროცესს დაასრულებს, ხელახლა ჩართეთ გავლების რეჟიმი.

თუ ჩვეულებრივი, გრანულირებული სარეცხის ფხვნილი რეცხვის შემდეგ უფრო ინტენსიურ არომატს ტოვებს, სცადეთ მისი თხევადი სარეცხი საშუალებით ჩანაცვლება. თხევადი საშუალებები, როგორც წესი, ვერ აღწევს ქსოვილში ძალიან ღრმად და ასევე უფრო მარტივად ივლება.

იმისათვის, რომ გადაფაროთ ფხვნილის საკმაოდ ინტენსიური სურნელი, შეგიძლიათ რეცხვის დროს გამოიყენოთ დამატებით სარეცხის კონცენტრირებული კონდიციონერი, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილში ღრმად შეღწეული ფხვნილის ნარჩენების გამორეცხვას და ასევე მისი სასიამოვნო არომატი ბევრად სწრაფად ნიავდება ვიდრე ფხვნილის სუნი.

სასურველია სარეცხი სუფთა ჰაერზე გააშროთ, ნიავი კი მას ზედმეტ სუნს აუცილებლად მოაშორებს.

კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა რეცხვის დროს სარეცხი საშუალების ნაკლები დოზით გამოყენება. დაგვიჯერეთ, სარეცხი ისევ ისე კარგად გაირეცხება, ფხვნილის სუნი კი ნაკლებად შეგაწუხებთ.

შეგიძლიათ შეცვალოთ სარეცხი საშუალება და შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა, რომელსაც, როგორც წესი, შემადგენლობაში ნაკლები პარფიუმი აქვს ხოლმე.

თითქმის არ აქვს სუნი საბავშვო სარეცხის ფხვნილებს და თუ ოდნავ მაინც აქვს, გავლების შემდეგ, როგორც წესი, აღარ იგრძნობა.

არსებობს ასევე ანტიალერგიული საშუალებები, ფხვნილები, რომელთა შემადგენლობაში ჩვეულებრივ არ შედის არანაირი პარფიუმი.

რეცხვის დროს სარეცხის მანქანაში შეგიძლიათ ჩაამატოთ სოდა, რა თქმა უნდა, ფხვნილთან ერთად. სოდა შესანიშნავად უმკლავდება ნებისმიერ სუნს, ის ანეიტრალებს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო სუნებს.

შეგიძლიათ ასევე გავლების დროს მანქანაში ჩაამატოთ ძმარი, რომელიც ასევე ეფექტურად ებრძვის უსიამოვნო სუნს.

როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი საშუალება არსებობს სარეცხიდან ფხვნილის სუნის მოსაშორებლად. შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები ვარიანტი და ზედმეტად ნურაფერს გააღიზიანებინებთ თავს.

კომენტარები

sesili 2021-04-10 10:57
saintereso rchevebia, gmadlobt

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი