6 შეცდომა ჩაქაფულის მომზადებისას - რაში ცდებიან დიასახლისები

ჩაქაფული აღდგომი დღესასწაულისთვის ერთ-ერთი ტრადიციული კერძია. მის მომზადებას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება და რეცეპტიც ყველსთვის ხელმისაწვდომია. თუმცა ყველა დიასახლისმა იცის, რომ მთავარი საიდუმლოებები სწორედ წვრილმანებშია. ამ წვრილმანების არცოდნა ჩაქაფულის საგემოვნო თვისებებზეც აისახება. წარმოგიდგენთ 5 მთავარ შეცდომას, რომელსაც ჩაქაფულის მომზადებისას უშვებენ.
1. ხბოს ხორცი რაც უფრო ქორფაა, მით უკეთესი
წინასააღდგომო დღეებში გასაყიდად ხშირად შეხვდებით ხბოს ხორცს, რომელიც ჯერ ძალიან ქორფაა, ბევრი სისველე აქვს, ძალიან პატარაა და ჩამოუყალიბებელი ხორცი აქვს. ასეთი ხორცი სულაც არ არის გემრიელი და ხარშვისას თითქმის "ქრება". სინამდვილეში ხორცი

მოზრდილი ხბოსი უნდა იყოს, შემკვრივებული და არა ძალიან "სლიპინა" სტრუქტურის.

2. ფენები
მიაჩნიათ, რომ უმი მწვანილი და ხორცი აუცილებლად ფენა-ფენა უნდა განთავსდეს და ერთად მოიხარშოს. ეს ნამდვილად სწორია, თუ კერძს ბატკნის ან ხბოს ხორცისგან ამზადებთ, მაგრამ თუ დეკეულის ან ჩვეულებრივი ძროხის ხორცი უნდა გამოიყენოთ, ჯობია ხორცი წინასწარ ნახევრად მაინც მოხარშოთ. ამის შემდეგ დაამატეთ ხახვი და მწვანილეულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ ხორცი მოიხარშება, ამდენი დუღილით მწვანილების არომატი საგრძნობლად შესუსტდება.

3. ოხრახუში და ნიორი
რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ ჩაქაფულს ოხრახუში და ნიორი არ სჭირდება. ეს შეცდომაა. ამ 2 ინგრდიენტის დაკლებით თქვენს ჩაქაფულს ბევრ სიკეთეს აკლებთ. ოხრახუშიც ისევე საჭიროა, როგორც ქინძი, ოღონდ თითქმის სამჯერ ნაკლებო ოდენობით. ნიორი კი ახალი უნდა იყოს და შეგიძლიათ მისი მწვანე ღეროც მიაყოლოთ. გამოცდილი მზარეულები ჩაქაფულში წიწმატს, მჟაუნას, კამასა და პიტნასაც იყენებენ.

4. მჭლე ხორცი
უძვლო და ქონის გარეშე აჭრილი ხორცის ნაჭრები ყველაზე ძვირად ფასობს. მყიდველიც ცდილობს, რომ დღესასწაულზე ჩაქაფულისთვის სწორედ ეს უმაღლესი კატეგორიის ხორცი იყიდოს. სინამდვილეში ჩაქაფულს სწორედ ცხიმიანი და ძვლიანი ხორცი უხდება (რა თქმა უნდა, ზომიერად). თუ მაინც უცხიმო ხორცი არჩიეთ, მომზადებისას კარაქი დაუმატეთ.

5. ტყემალი
სააღდგომოდ ტყემალი ახალი შემოსულია. ბევრი ცდილობს, დაკონსერვებულ ტყემალს თავი აარიდოს და ჩაქაფულში აუცილებლად ცოცხალი ტყემალი გამოიყენოს. ცოცხალს მართლაც უკეთესი არომატი აქვს, მაგრამ უნდა შეამოწმოთ, კურკა გამაგრებული აქვს თუ არა. თუ კურკა ჯერ კიდევ რბილია, ხარშვისას ის გაიხსნება და მისი მწარე გემო ჩაქაფულსაც "უკბენს". ამას კი ისევ დაკონსერვებული ტყემალი ჯობია.

6. ღვინო
ზოგი თვლის რომ ღვინო აუცილებელია. ეს მთლად ასე არ არის. ღვინის გარეშეც შეიძლება. ზოგიერთი მზარეულს მიაჩნია, რომ ღვინო მწვანილის არომატს ჩრდილავს. ყოველ შემთხვევაში იცოდეთ, რომ თუ ღვინით მომზადება გნებავთ, ტყემლის რაოდენობა უნდა შეამციროთ, თორემ წვენი ზედმეტად მჟავე გამოვა.

კომენტარები

rare and severe side 2025-07-16 19:27
Those side effects occurring in less than 1 included bradycardia, hair loss, emotional problems, pruritus, asthenia, transient emotional disturbances and telogen effluvium loss of resting hair augmentin His mother pictured below Sujatha Gunnala, founded Southwest Fertility Center in 1980, which is currently the longest standing fertility practice in Arizona
kate 2025-04-18 19:25
ოხრახუში, კამა და ჩაქაფული ? ????????????‍♀️
შორენა 2025-04-18 17:23
ყველამ თავისი პირსგემოს მიხედვით რომ მოამზადოს და ისიამოვნოს, არ ჯობია?
ცარო 2025-04-17 18:41
ყველას სხვადასხვა გემოვნება გვაქვს, მაგრამ ქინძი, ოხრახუში, ნიორი, ძველი ხახვი რა საჭიროა ჩაქაფულში აჯაფსანდალს ამზადებთ? მწვანე ხახვი კერძს ამწვანებსო, რას ლაპარაკობთ, ვითომ სხვა მწვანილები არ გაამწვანებს. მე ნიორსაც არ ვუშვები, თქვენ როგორც გინდათ. დაიმახსოვრეთ:ხახვი მწვანე, ტარხუნა, მწვანე წიწაკა, კარგი თეთრი ღვინო და მარილი_ ეს არისჩაქაფულის მწვანილი. მორჩა, ნუ იგონებთ ველოსიპედს, რომელიც დიდი ხანია გამოგონებულია.
კაკო 2025-03-20 08:27
კამას რა უნდა ჩაქაფულში?ბლომად ქინძი,ტარხუნა წვრილად დაჭრილი ძველი ხახვი წიწაკა ზომიერად ტყემალი და მჟაუნაც უხდება,მქვანე ხახვი კერძს ამწვანებს.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა

საუკეთესო ფერთა კომბინაციები სიმშვიდისა და რელაქსაციისთვის.

საძინებლისთვის კარგად შერჩეული ფერთა პალიტრა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს განწყობას და უფრო სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმარებათ. ჩრდილების ჰარმონიული კომბინაცია ქმნის სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას.

ყველაზე წარმატებული ფერთა კომბინაციები მოიცავს მუქი ნაცრისფერისა და მუქი მწვანის კომბინაციას. ეს ტონები სიმშვიდისა და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ქმნის და შესაფერისია მათთვის, ვისაც მუქი ფერებით გაფორმებული საძინებელი მოსწონს. მწვანე ფერი ტყესთან ასოცირდება, ნაცრისფერს კი ელეგანტურობისა და დახვეწილობის ნოტები მოაქვს.

პირველი შეიძლება გამოიყენოთ ტექსტილისთვის, დეკორატიული ელემენტებისთვის და აქცენტირებული კედლისთვის, ხოლო მეორე - დიდი ზომის ავეჯისა და კედლის დეკორაციისთვის
თბილი ქვიშის კომბინაცია ნაცრისფერის სხვადასხვა ტონებთან იდეალურია დამამშვიდებელი ატმოსფეროს შესაქმნელად. ორივე ფერი ნეიტრალურად ითვლება და ადვილად ერწყმის სხვა ტონებს. ამ შემთხვევაში, ქვიშა შეიძლება გახდეს კედლებისა და ჭერის მთავარი ფერი, მაგრამ ავეჯი, ფარდები და დეკორი ნაცრისფერ ტონებში უნდა შეირჩეს.

ნაზი ვარდისფერისა და კრემისფერის რომანტიული დუეტი ქმნის სიმსუბუქისა და ჰაეროვნების ატმოსფეროს. ვარდისფერი ხელს უწყობს მოდუნებას და ამცირებს შფოთვას, ხოლო კრემისფერი სითბოსა და კომფორტს მატებს. ეს პალიტრა განსაკუთრებით შესაფერისია ქალის საძინებლებისთვის. ორივე ფერი ჰარმონიულად ავსებს ერთმანეთს, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პროცენტული თანაფარდობით.

მათთვის, ვინც აფასებს ჰარმონიის, კეთილდღეობისა და სიმშვიდის განცდას, ღირს ბალახისფერი მწვანესა და ტერაკოტის კომბინაციის განხილვა თბილი ვარდისფერი ელფერით. მწვანე ასოცირდება ბუნებასთან და სიახლესთან, ხოლო ტერაკოტა ოთახს დამამშვიდებელი სითბოთი ავსებს. პირველი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექსტილსა და კედლის დეკორაციაში, ხოლო მეორე - ავეჯისთვის, დეკორისა და აქცენტური დეტალებისთვის.

ლავანდისა და ვარდისფერის კომბინაცია ასევე ჰარმონიულად გამოიყურება. ეს კომბინაცია ქმნის სინაზის, რომანტიკისა და სიმშვიდის ატმოსფეროს. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ ტექსტილი და კედლის საღებავი ლავანდისფერში, ხოლო ვარდისფერი გამოიყენოთ ავეჯისა და დეკორისთვის. აქცენტირებული დეტალები ცივ, მდუმარე ფერებში იდეალურად შეავსებს ასეთ საძინებელს.
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი